როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

  • პირველი და მთავარი წესი სრულფასოვანი დასვენება და ძილია. გამოუძინებლობა თმის, კანისა და მთელი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი გახლავთ. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და გაიღვიძოთ. ღამის სრულფასოვანი ძილი მხოლოდ ძალ-ღონეს კი არ აღადგენს, არამეს სახის ფერსაც აუმჯობესებს და წვრილ ნაოჭებსაც ასწორებს.
  • მეორე წესია სწორი კვება. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და რაციონს. გაითვალისწინეთ, რომ კუჭი სანაგვე ურნა არ არის, სადაც ყველაფერი შეიძლება ჩაყარო. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, დაივიწყეთ ნამცხვრები, ფუნთუშები, ბურგერები და სენდვიჩები, რომლებიც სწრაფად აფუჭებს ფიგურას. სახის კანისთვის ძალიან კარგია დილაობით გვირილის ჩაის სმა.
  • სვით რაც შეიძლება მეტი წყალი, რომლის რაოდენობასა და ხარისხზეა დამოკიდებული ეპიდერმისის ელასტიკურობა და ტანადობა. წყალი ზრდაში ეხმარება კოლაგენს, რისი წყალობითაც ხდება ნაოჭების გადასწორება. კოსმეტოლოგები დღეში 2 ლიტრამდე წყლის სმას გვირჩევენ. შედეგს მალე შეამჩნევთ: კანი გახდება ხავერდოვანი, მბრწყინავი და გლუვი.
  • თუ სვამთ ან ეწევით, გირჩევთ, თავი დაანებოთ, რადგან მათი მავნე მოქმედება დანარჩენ ორგანიზმთან ერთად კანზეც აისახება.
  • ზაფხულში და შემოდგომაზე საკვები ისედაც მდიდარია ვიტამინებით, ზამთარში კი მიირთვით ჩირი, ლობიო, ბროკოლი, ფორთოხალი, კომბოსტო, ნიგოზი, გოგრა...
  • თუ ოფისის თანამშრომელი ხართ და მთელი დღე სამუშაო მაგიდასთან გიწევთ ჯდომა, გირჩევთ, სახლამდე გზის მცირე მონაკვეთი ფეხით გაიაროთ. ხშირად გაანიავეთ სამუშაო ოთახი, რადგან სუფთა ჰაერი ხსნის დაღლილობას და ზრდის შრომის უნარს. უქმეებზე გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
  • ქალის ასაკს კისერი და ხელები გასცემს. ხელები გამუდმებით განიცდის გარემოს ნეგატიურ ზემოქმედებას: ტემპერატურის ცვალებადობა, სარეცხი საშუალებები მას თავ-თავის წილ ზიანს აყენებს. წლის ცივ პერიოდში ხელთათმანების გარეშე შინიდან ნუ გახვალთ, ხოლო შინ ხელებს კრემებითა და ნიღბებით მოუარეთ.
  • კანი ცოცხალი ორგანოა, რომელშიც გროვდება მომწამვლელი ნივთიერებები - ტოქსინები. მათ მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა აბაზანა და შხაპი.

კანი და ბიორიტმები

კანი ადამიანის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ემორჩილება ბუნებისა და გარემოს რიტმს. ამდენად, მისი მოვლაც ბუნებრივ რიტმებს უნდა შეესაბამებოდეს.

რატომ არის კრემი უეფექტო?

თითქოს ყველაფერი წესისამებრ გავაკეთეთ: დღის კრემი დღისით წავისვით, ღამისა - ღამით, სინოტივის ასამაღლებლად დამატენიანებელი შევიძინეთ, ნაოჭების დასაფარად - გამაახალგაზრდავებელი... შედეგი კი მაინც არ ჩანს.

რისი ბრალია?

ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპი - მშრალია, ნორმალური, ცხიმიანი, შერეული თუ მგრძნობიარე, მაგრამ არც ეს არის საკმარისი. კანი საკუთარი შინაგანი საათით ცხოვრობს და კრემის წასმაც სწორედ ამ საათის გათვალისწინებით არის რეკომენდებული. ბიორიტმები ყველას საკუთარი აქვს, მაგრამ არსებობს ზოგადი კანონზომიერებებიც:

  • 4.00-დან 7.00-მდე, კოსმეტოლოგების აზრით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ენერგიულად მუშაობს, აქტიურდება ჰორმონების გამოყოფა, ხოლო ეპიდერმისის უჯრედებში სისხლის მიმოქცევა უფრო ინტენსიური ხდება. კანს შესწევს ტენის და მასში გახსნილი სასარგებლო ნივთიერებების ინტენსიურად შეწოვის უნარი. ამ პერიოდში რეკომენდებულია მსუბუქი დამატენიანებელი, ვიტამინებისა და მინერალების შემცველი კრემის გამოყენება.
  • 8.00-დან 10.00-მდე ეპიდერმისის უჯრედებში სისხლის მიმოქცევის აქტიურობის პიკია, ამიტომ მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებები უნდა მივაწოდოთ. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, წავისვათ დამცავი დღის კრემი, რომელიც კანს საკვებს მიაწვდის და ტენის დაკარგვისგან დაიცავს.
  • 11.00-დან 12.00-მდე გაორმაგებული ძალით მუშაობს ცხიმოვანი უჯრედები, რის შედეგადაც კანი პრიალს იწყებს და ფორები შესამჩნევი ხდება. ამ პერიოდში კოსმეტოლოგები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილი კრემის წასმას გვირჩევენ.
  • 13.00-დან 14.00-მდე სახეს დასვენება სჭირდება. კანი ფითრდება, ეშვება, ნაოჭები იკვეთება. ამ დროს მხსნელად გვევლინება ლოსიონი, ტონიკი, ცივი წყალი.
  • 15.00-დან 18.00-მდე კოსმეტიკური პროცედურები შეიძლება დავივიწყოთ, რადგან კანი სრულიად უგრძნობია მათ მიმართ. მას არაფრის შეწოვის უნარი არ შესწევს, ხოლო გამოყოფის ფუნქცია გააქტიურებულია.
  • 18.00-დან 23.00-მდე ეპიდერმისის აღქმის უნარი ისევ იზრდება და ის აქტიურად იწყებს ჟანგბადის შთანთქმას. სპეციალისტები ამ დროს კანის გაწმენდას გვირჩევენ. კარგი იქნება სახის ორთქლის აბაზანა, რომელიც გახსნის ფორებს. დაორთქლილი სახის სქრაბით გაწმენდა სახეს მოაცილებს დღის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყსა და მტვერს, ამიტომ გამოიყენეთ გამწმენდი ნიღბები ან კრემები, რომლებიც კანს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
  • 23.00-დან 5.00-მდე ღამის კრემში შემავალი აქტიური და მკვებავი კომპონენტების ინტენსიური შეწოვის პერიოდია.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორ უვლით კანს, რას ჭამთ და სვამთ. მთავარი განწყობაა. ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ ნეგატიურ მოვლენებს. თუ შეგიძლიათ, გაიღიმეთ, იხუმრეთ, ნურავისი შეგშურდებათ, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავით. ამ შემთხვევაში სილამაზეს სიბერემდე შეინარჩუნებთ.