/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

ყველაფერი პუდრის შესახებ

ყველაფერი პუდრის შესახებ
თანამედროვე პუდრებს, გარდა შემნიღბველი თვისებისა, კანის გაახალგაზრდავების, აკნეს მკურნალობის, დამატენიანებელი და

ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის უნარიც აქვს. სხვადასხვა ტექსტურა, ფორმა და ელფერი მაკიაჟის დროს მრავალნაირი მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

პუდრი პირველად ძველ ეგვიპტეში გამოჩნდა. იმ დროს მოდური იყო სიფითრე - ის ასოცირდებოდა ძვირფას მარგალიტთან, მშვენიერებასთან, ქალწულებრივ სიწმინდესთან. ნაღები საზოგადოება პუდრს იყენებდა არა მარტო სილამაზის გამოსაკვეთად, არამედ სოციალური სტატუსის ხაზგასასმელადაც.

პირველი პუდრები შეიძლება მივაკუთვნოთ ეკოკოსმეტიკის ხაზს. ისინი მზადდებოდა მცენარეულ საფუძველზე. ინგრედიენტებად იყენებდნენ ხორბალს, ბრინჯს, თეთრ თიხას და ა.შ. შუა საუკუნეებმაც ასევე ჩაიარა - არისტოკრატულ სიფერმკრთალეზე მოდის ელფერით. თეთრი პუდრით კეთილშობილი ქალბატონები არა მარტო წარმომავლობას უსვამდნენ ხაზს, არამედ ასაკსაც ნიღბავდნენ.

მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში შეიძინა პუდრმა მინერალური ფუძე ტალკისა და თუთიის ოქსიდის სახით. თავდაპირველად მას მხოლოდ თეატრის მსახიობები იყენებდნენ. სწორედ მათ შემოიღეს და დანერგეს ხმარებაში პუდრი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თანამედროვე კომპაქტური პუდრის გამოგონების თარიღად 1932 წელი მიიჩნევა. ის ბრიტანულმა კომპანიამ Laughton & Sons-მა ჩაუშვა წარმოებაში.

50-იან წლებში მორიგი ინოვაცია შესთავაზა მომხმარებელს მაქს ფაქტორმა, რომელმაც გამოუშვა პუდრი-ფუძე PanCake. მოგვიანებით ჰელენა რუბინშტეინმა წარმოადგინა ვარდისფერი ელფერის პუდრი, რომელიც სახეს ჯანსაღ ფერს სძენდა.

  • პუდრის სახეები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

პუდრმა თავისი არსებობის განმავლობაში მრავალჯერ იცვალა ტექსტურა და შემადგენლობა. დღეს ბაზარზე ამ კოსმეტიკური საშუალების მრავალი ვარიანტი იყიდება.

ფხვიერ პუდრს აქვს ყველაზე წვრილდისპერსიული ტექსტურა, რომლის წყალობითაც ქმნის ბუნებრივ საფარს ნიღბის ეფექტის გარეშე. იგი კანს აძლევს გლუვ და ხავერდოვან შესახედაობას, უნარჩუნებს ბუნებრივ ელვარებას.

ფხვიერი პუდრი თხლად ისმება და ადვილად ნაწილდება, ამიტომ გამოიყენება მაკიაჟის დამამთავრებელ შტრიხად.

კომპაქტური პუდრი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მკვრივიც, სხვადასხვა ელფერისა. მისი განმასხვავებელი ნიშნებია მცირე ზომა და შეფუთვა, სარკე და ღრუბელი, ამიტომ მისი ჩანთით ტარება მოხერხებულია.

კომპაქტური პუდრი უნდა იყოს ჩვენი კანისფერი ან ოდნავ ბაცი. სხვაგვარად ტექსტურა არაბუნებრივი გამოჩნდება, შექმნის არათანაბარ საფარს და ლაქებს.

კრემ-პუდრას შეუძლია შეცვალოს ტონალური კრემი, ამიტომ ფასდაუდებელი დამხმარეა ექსპრეს-მაკიაჟის დროს. ტერაკოტის პუდრი იდეალური ვარიანტია გარუჯული კანისთვის. მის ფერთა გამა მუქია, ამიტომ შესანიშნავად უსვამს ხაზს ინტენსიურ რუჯს.

კანის მუქი პიგმენტაციის ან რუჯის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პუდრი ანდა წავისვათ ტონალური საშუალების ზემოდან, არისტოკრატული სითეთრის მოყვარულებს კი შეუძლიათ მისი გამოყენება სახის ოვალის კორექციისთვის. ამ შემთხვევაში ის უნდა წავისვათ ცალკეულ ზონებზე, მაგალითად, ყვრიმალებზე, ან გამოვიყენოთ თვალის ჩრდილად.

პუდრი, რომელიც სხვადასხვაფერი ბურთულების სახით გამოდის, განკუთვნილია სახის ფერის გასაუმჯობესებლად, კანისთვის სიგლუვისა და ბზინვარების მისანიჭებლად. პუდრის სხვადასხვაფერი ბურთულები ერთმანეთში არევისას დერმის ნაკლოვანებებს ნიღბავს. ამგვარი პუდრი უნივერსალურია და გამოადგება როგორც დღის, ისე საღამოს მაკიაჟისთვის.

მოციმციმე პუდრი გამოდის როგორც კომპაქტური, ისე ფხვიერი სახით. შეიცავს მბზინავ, სინათლის ამრეკლავ ნაწილაკებს. მოციმციმე პუდრი კანს ელვარებას ანიჭებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს მაკიაჟისთვის. გამოიყენეთ იგი მაკიაჟის უკანასკნელ შტრიხად.

წაისვით დიდი კოსმეტიკური ფუნჯით შუბლზე, ყვრიმალებზე, წარბებქვეშ, ცხვირის ზურგზე და დეკოლტეს ზონაში.

ანტისეპტიკური პუდრი შეიცავს ისეთ კომპონენტებს (მაგალითად, სალიცილის მჟავას), რომლებიც აცხრობს კანის ანთებით უბნებს, ხელს უწყობს მათ მოშუშებას და ხელს უშლის ხელახალ წარმოქმნას. ასეთი პუდრი იდეალურია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, მშრალისა და ნორმალურისთვის კი უკუნაჩვენებია. ის უნდა წავისვათ კოსმეტიკური ბამბის ტამპონით და არა მუდმივად, არამედ მხოლოდ პრობლემების აღმოცენებისას.

პუდრ-ბრონზატს ბუნებრივი რუჯის ეფექტი აქვს. მისი მეშვეობით შეიძლება დავმალოთ სიწითლე და პიგმენტური ლაქები, ვიზუალურად შევცვალოთ სახის ფორმა, შევნიღბოთ გამონაყარი და შეუმჩნეველი გავხადოთ ფერთა სხვაობა სახიდან კისერზე გადასვლისას.

ბრონზატი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც რუჟი ან მაკიაჟის დამამთავრებელი შტრიხი. მთავარია, თანაბრად გავანაწილოთ ის ყვრიმალებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და კისერზე. მისი წასმა ყოველგვარი ტიპის კანზე შეიძლება.

გამჭვირვალე ანუ ტრანსფარენტული პუდრი უნივერსალურია. მას ნებისმიერი ფერის კანზე წაისვამთ. მის შემადგენლობაში შედის ქარსი და კვარცი, რომელიც იწოვს ზედმეტ ცხიმს და კანს სიმქრქალეს ანიჭებს. გამჭვირვალე პუდრი ამყარებს ტონალურ საფუძველს და ისე ასრულებს მაკიაჟს, რომ ტექსტურა და ტონი შეუმჩნეველი რჩება.

პუდრი-პიგმენტი სპეციალური პუდრია, რომლის დანიშნულებაცაა კანის დეფექტების: პიგმენტური ლაქების, გამოხატული სისხლძარღვების, სიწითლისა და ანთების, - შენიღბვა. პუდრი უნდა წავისვათ ღრუბლით იმ უბანზე, რომელიც კორექციას მოითხოვს, ზემოდან კი ტონის გასათანაბრებლად აუცილებლად უნდა გადავისვათ ჩვეულებრივი კომპაქტური პუდრი.

გამაახალგაზრდავებელი პუდრის შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებიც იცავს კანს გარეგანი ფაქტორებისგან, ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ებრძვის პიგმენტაციას, ნაოჭებს, ათანაბრებს სახის ფერს, სიგლუვესა და ხავერდოვნებას სძენს კანს. ესენია С და Е ვიტამინები, მძლავრი ულტრაიისფერი ფილტრები, პეპტიდები, დამატენიანებელი კომპლექსები.

გამაახალგაზრდავებელი პუდრის მსუბუქი და ჰაეროვანი ტექსტურა არ ილექება ნაოჭებში, ქმნის თანაბარ და სწორ საფარს ნიღბის ეფექტის გარეშე. პუდრი გამოდის როგორც ფხვიერი, ისე კომპაქტური ფორმით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველაფერი პუდრის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები