რომელი სახის კრემი შეიცავს მავნე ნივთიერებებს
ცალკეულ იაფფასიან კრემებში მსგავსი ელემენტები შესაძლოა არც იყოს. ზოგიერთ ძვირად ღირებულ ნაწარმში შესაძლოა საშიში კომპონენტებიც კი აღმოჩნდეს. პარაბენი (Paraben) - ყველა კრემი შეიძლება შეიცავდეს კომპონენტს, რომლის დასახელება მთავრდება "პარაბენზე". მაგალითად, ბუტილპარაბენი (Butylparaben), მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben). ეს კომპონენტები კონსერვანტებად გამოიყენება. პარაბენები უვნებლად მიიჩნევა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ალუმინის აცეტატი (Aluminum Acetate) - სახის კრემების წარმოებაში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა. არაქიდონის მჟავა (Arachidonic Acid) - ეს კომპონენტი გამოიყენება კანის დასარბილებლად. მას ზოგიერთი ცხოველის ღვიძლისგან იღებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ არქიდონის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს კანის ნატურალურ დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ანთებითი პროცესები, ალეგიული რეაქციები, ფერიმჭამელების გაჩენა. ბენზოკაინი (Benzocaine, Ethyl Aminobenzoate). კრემებში გამოიყენება როგორც კანის დამარბილებელი მედიკამენტი, ხოლო მედიკამენტური ჩვენებით ის ანესთეტიკია. მისი ხანგრძლივი ხმარება ნერვულ დათრგუნვას იწვევს. ბითიონოლი (Bithionol) - კოსმეტიკაში გამოიყენება ბაქტერიოციდული თვისების გამო. მისი გვერდითი ეფექტია მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობის მომატება, სიწითლე და ქავილი. პროპილენ გლიკოლი (Propylene Glycol). - გამოიყენება როგორც შემაკავშირებელი საშუალება. მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი. ცერეზინი (Ceresin) - გამოიყენება კრემის საჭირო კონსისტენციის შესანარჩუნებლად. იწვევს ალერგიას. დიეთილენგლიკოლი (Diethylene Glycol) - ეს კომპონენტი კრემს სისქეს მატებს. რა შემადგენლობის კრემები გამოვიყენოთ, იხილეთ სტატია