ზაფხულის ნაკვალევი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის ნაკვალევი

სტრატეგია

რის გაკეთებაც უნდა გქონდეთ დაგეგმილი: კედლებზე შპალერის გაკვრა, კარ-ფანჯრის შეღებვა, საბაღე ნაკვეთში კვლების გავლება ყვავილებისა და ბოსტნეულის დასარგავად, უბრალოდ ჭურჭლის რეცხვა, განსაკუთრებით - ცივ წყალში, - აუცილებლად იხმარეთ ხელთათმანები. ხელების დაცვა აუცილებელია წყალთან ზედმეტი კონტაქტისგან, სარეცხი საშუალებებისა და ცივი ჰაერის ნაკადისგან, ასევე - მიკრო- და სერიოზული ტრავმებისაგან. დახეთქილი კანი, კანის ნაკეცებისა და ფრჩხილების ქვეშ ჩაღწეული და იქ ჩარჩენილი მიწის ნარჩენები ნაკლებად მომხიბვლელად გამოიყურება. თუ რაიმე მიზეზით ხელთათმანების ხმარება არ შეგიძლიათ (მაგალითად, ალერგია გაქვთ იმ ნივთიერებაზე, რომლისგანაც არის დამზადებული ხელთათმანი), აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები ნებისმიერი სამუშაოს შესრულების შემდეგ და წაისვით ხელის კრემი. ფრთხილად გაისუფთავეთ ფრჩხილები ჯაგრისით, ხოლო სამუშაოს წინ საპნის ნაჭერი გაფხიკეთ.

კვლავ წუნდაუდებელი და მომხიბვლელი!

ძალისხმევის მიუხედავად, მაინც თუ გაგიჩნდათ მტკივნეული ნახეთქები გაუხეშებულ ხელების კანზე, დაგეხმარებათ მოხარშული კარტოფილის თბილი ნიღაბი, რომელიც ჩანგლით უნდა დაჭყლიტოთ და დაუმატოთ ზეითუნის ზეთი. ძალიან კარგია აგრეთვე ჩაის ხის ზეთიც. ამ ზეთის რამდენიმე წვეთით საოცარი აღმდგენი და სამკურნალო ნიღაბი კეთდება. კოჟრების მოსაცილებლად ძალიან ეფექტურია ერთი ლიტრი წყლისა და კარტოფილის ფქვილისგან დამზადებული აბაზანა. აბაზანის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით.

მანიკიური სამუშაოების შემდეგ

იმისთვის, რომ ფაქიზი მანიკიური გაიკეთოთ, სრულიადაც არ არის საჭირო ნუნების ამოჭრა. მათზე სპეციალური დამარბილებელი საშუალება წაისვით და ფრთხილად გასწიეთ თხელი კანი ზრდის ზონიდან ფორთოხლის ხის ჩხირით. ასე თავიდან აიცილებთ ჭრილობებსა და მიკროელემენტებს. კანის ზედმეტი წანაზარდები ფრთხილად ამოჭერით კანის საკვნეტელათი. დაზიანებული ნაწილები, რომლებზეც ანთება განვითარდა, წყალბადის ზეჟანგით ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშავეთ. მოტეხილი ფრჩხილი ასევე ფრთხილად მოიჭერით საკვნეტელათი და გაიქლიბეთ, მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა - ოვალური, წვეტიანი, მართკუთხა. გახლეჩილი ფრჩხილის აღდგენა შეიძლება სალონში, სპეციალისტის დახმარებით.

თქვენი დამხმარეები

1. თუ მშრალი კანი გაქვთ, ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად კრემ-საპონი გამოიყენეთ.

2. ასევე სასურველია დამატენიანებელი ხელის კრემის გამოყენება.

3. არსებობს აღმდგენი საშუალებები, რომელთა გამოყენება სასურველია ღამით. თქვენ გძინავთ, კანი კი აღდგება ღამის გამაახლებელი ხელის კრემის საშუალებით.

სამი ნაბიჯი მომხიბვლელი და ნაზი კანის აღსადგენად.

გათეთრება

მძიმე სამუშაოების შემდეგ კანი ფერს იცვლის, ჩამუქებული და უსიცოცხლოა, ამიტომ უნდა გამოიყენოთ მათეთრებელი საშუალებები. ფრჩხილებზე შეგიძლიათ წაისვათ სპეციალური მათეთრებელი საშუალებები ან გახეხილი ლიმონი. ის ლაქებს გაგიუფერულებთ და კანს დაგირბილებთ.

დატენიანება

ხელის კანის დასარბილებლად უნდა გამოიყენოთ აბაზანები. თბილი ზეთოვანი აბაზანებისთვის სასურველია არომატული ზეთის დამატებაც - ის შესანიშნავად ატენიანებს და არბილებს ხელის კანს. ფრჩხილებიც ბზინვარე და რბილი ხდება და ნაკლებად მსხვრევადია.

დარბილება

ფრჩხილების ირგვლივ კანის ნაწილზე რეგულარულად ისვით მკვებავი, დამარბილებელი და ნუნების ზრდის შემანელებელი საშუალებები. ისინი უნდა მოიკითხოთ აფთიაქებსა და პარფიუმერიულ მაღაზიებში. დღეს უამრავი პარფიუმერიული ტრენდი არსებობს და ყველას აქვს ხელებისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებები: მათეთრებელიც, დამატენიანებელიც, დამარბილებელიც და მკვებავიც, მათ შორის - ვიტამინიზებული. პარფიუმერიული თუ კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის თავისებურებები (სიმშრალე თუ ცხიმიანობა, ალერგია სხვადასხვა ქიმიურ თუ მცენარეულ პროდუქტზე და ა.შ.). შხაპის მიღების დროსაც კანის ტიპის შესატყვისი საშუალება უნდა აირჩიოთ: შხაპ-გელები და კრემები კანს უნდა ასვენებდეს და აცოცხლებდეს. მშრალი და განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ რბილი, რძის საფუძველზე დამზადებული საშუალებები. გახსოვდეთ: კოსმეტიკა მშვენივრად გამოიყურება მხოლოდ სუფთა და ჯანმრთელ კანზე!