რას უნდა შეიცავდეს სახის კრემი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას უნდა შეიცავდეს სახის კრემი

ეს მთლად ასე არ არის. ცხიმიანი კრემი იმდენსავე საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რამდენსაც თანამედროვე მსუბუქი კრემი ან ემულსია. ამასთან, ასეთი კრემის შეწოვას გაცილებით მეტი ხანი სჭირდება, უფრო მძიმეც არის და მისი ხშირი გამოყენებისას იზრდება კანის “ჭარბი კვების” რისკი. მაგრამ ცხიმიან კრემს აქვს ერთი დიდი ღირსება: ის შესანიშნავად იცავს კანს ყინვისგან. თუ მიგაჩნიათ, რომ წარმატებით შეარჩიეთ ცხიმიანი კრემი, მიეცით კანს საშუალება, შეიწოვოს იმდენი, რამდენიც მისთვის აუცილებელია, ხოლო ნარჩენი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ცხიმიან კრემს მეტისმეტად ხშირად ნუ გამოიყენებთ - კანს ღლის. ნუ გამოიყენებთ ერთდროულად ღამისა და დღის ცხიმიან კრემს, აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

დღის კრემის კომპონენტები

  • მზისგან დამცავი SPF კომპლექსი (უმჯობესია, SPF 15) - იცავს სახის კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;
  • ჰიალურონის მჟავა - ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;
  • ავოკადოს, არაქისის ზეთი - არბილებს კანს და ეწევა უჯრედების რეგენერაციას;
  • კვლიავის, გოგრის, შირბახტის (გუნჯუთი) ზეთი - კარგია ცხიმიანი კანისთვის, აღადგენს მას და იცავს ინფექციებისაგან;
  • კრაზანის, ატმის, ნიგვზის ზეთი - ანიჭებს კანს ჯანსაღ თანაბარ ფერს, სიგლუვეს, კვებავს და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი;
  • ყავის, ზეთისხილის ზეთი - ახდენს აქტიურ ვიტამინიზაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ცვლით პროცესებს;
  • სოიის ზეთი - კვებავს კანს ძვირფასი მცენარეული ცილებით, ლიპიდებით;
  • ანწლის, ბალბის, სუროს ექსტრაქტი - ატენიანებს კანს, ხელს უწყობს მიკროცირკულაციას, ანიჭებს ელასტიკურობას;
  • იის, წიწმატის ექსტრაქტი - კარგია ცხიმიანი კანის მოსავლელად, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული თვისებები;
  • სტაფილოს, ხორბლის ექსტრაქტი - ამარაგებს კანს მცენარეული ცილით;
  • მწვანე ჩაის, გუარანას, კვლიავის ექსტრაქტი, A ვიტამინი - ბუნებრივი ენერგეტიკოსებია, გამოაქვს კანიდან ტოქსინები, ხელს უწყობს ცვლითი პროცესების გაძლიერებას;
  • კვიპაროსის, ყურძნის ექსტრაქტი - ხელს უწყობს კანქვეშა მიკროცირკულაციის რეგულაციას, იცავს სისხლძარღვებს;
  • C და E ვიტამინები - უზრუნველყოფს კანის დაცვას მავნე ზემოქმედებისაგან;
  • კოენზიმ Q10 - პასუხს აგებს უჯრედების ენერგომომარაგებაზე, ასტიმულირებს უჯრედულ სუნთქვას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს.

ცნობილია, რომ ყველაზე ინტენსიური პროცესები კანში ღამით მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც ორგანიზმი ისვენებს, ამიტომ ღამის კრემის შერჩევა უფრო რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე დღისა.

ღამის კრემი უნდა იყოს ძლიერმოქმედი, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს უფრო აქტიური მკვებავი, აღმგდენი, დამატენიანებელი და დამცავი ნივთიერებები. გახსოვდეთ: ღამის კრემი უნდა წავისვათ დაძინებამდე 40 წუთით ადრე მაინც.

ღამის კრემის კომპონენტები

  • აბრეშუმის პროტეინი - აწვდის კანს კოლაგენის ბოჭკოების საშენ მასალას;
  • კოენზიმ Q10, ჰიალურონის მჟავა, სოიის, კაკაოს ზეთი, C, N და E ვიტამინები;
  • სტაფილოს ექსტრაქტი - აქვს ვიტამინების, მინერალური ნაერთების, ეთერზეთებისა და ფერმენტების უიშვიათესი შემადგენლობა;
  • კიტრის, წიწმატის, გულყვითელას ექსტრაქტი - ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას;
  • ასკილის ზეთი - აღადგენს კანის დაზიანებულ უბნებს, ატენიანებს კანს;
  • კვიპაროსის, გამამელისას, კრაზანას, კვლიავის, შვიტას ექსტრაქტი - აჩქარებს უჯრედების განახლებას, ავიწროებს ფორებს, ახორცებს კანს;
  • ჭინჭრის, სალბის, როზმარინის ექსტრაქტი - აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი მოქმედება;

თვალების ირგვლივ კანის მოვლა

ამ ადგილას კანი ყველაზე ნაზი და სათუთია და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ამ მიდამოში არ შეიძლება სახის კანისთვის განკუთვნილი კრემების წასმა - უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები.

თვალების ირგვლივ კანის მოსავლელი კრემი უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

  • კრაზანას, როზმარინის, მწვანე ჩაის ექსტრაქტებს;
  • ჰიალურონის მჟავას;
  • ხორბლისა და ზეთისხილის ზეთს;
  • ღიღილოს ექსტრაქტს - ამშვიდებს, ხსნის ანთებას, ამცირებას შეშუპებას;
  • A, C, N, E და PP PP ვიტამინებს - ზრდის სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლის ელასტიკურობას, უზრუნველყოფს კანის დაცვას, ანეიტრალებს სტრესისა და დაღლილობის შედეგებს;
  • ალანტოინს - ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას;
  • სოიის, სტაფილოს, ყურძნის კურკების, ასკილის ზეთს - აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.

სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალება დაგაზღვევთ ალერგიული რეაქციებისგან და კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებს.