როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს

ამ ტიპის კანი სიცივეში იქერცლება. მის გასაწმენდად უნდა ვიხმაროთ რბილი საშუალებები - გამწმენდი რძე ან ნაღები, რომელიც აღადგენს კანის მჟავატუტოვან წონასწორობას და აქვს მსუბუქი დამატენიანებელი ეფექტი. ამ პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული ლოსიონის ხმარება - ის აშრობს კანს.

უმჯობესია, ტონიკი გამოვიყენოთ. განსაკუთრებით სათუთ მოვლას მოითხოვს კანი თვალების ირგვლივ. თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენის მიზეზი ამ უბანზე ცხიმოვანი ჯირკვლების სიმცირეა. სიცივეში თხელი კანი უფრო მეტად შრება და ეშვება. მის გასამკვრივებლად ნიღბებია საჭირო.

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

ამ ტიპის კანს ზამთარი ვერაფერს აკლებს. ის ოდნავ პრიალებს, მაგრამ ამას ადვილად მოევლება: დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ რძით ან დაიბანეთ ქაფით, მერე კარგად გაიმშრალეთ ხაოიანი პირსახოცით და ლოსიონი გადაისვით.

დილა-საღამოს მონაცვლეობით იხმარეთ ცხიმიანი და დამატენიანებელი კრემები. კანის ცხიმიანობის შესამცირებლად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ტალახის ნიღაბი.

როგორ მოვუაროთ ნორმალურ და კომბინირებულ კანს

როდესაც სახის Т ზონასა და სხვა უბნებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, კანი ნორმალურად ითვლება. თუ ცხვირი და ნიკაპი ცხიმისგან პრიალებს, ხოლო ლოყები სიმშრალისგან იქერცლება, კანი კომბინირებული ანუ შერეულია.

კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ კომბინირებული კანი უმეტესად მოზარდებს აქვთ. ასაკთან ერთად ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა ქვეითდება, ფორები ვიწროვდება, ფერიმჭამელები, მუწუკები და სიწითლე გაივლის და კანი ნორმალური ხდება. მაგრამ არა ყოველთვის. ბევრი პუბერტატული ასაკის შემდეგაც უჩივის კანის ულამაზო, ცხიმოვან პრიალს.

რა ვიღონოთ ასეთ დროს?

პირველ რიგში, გულდასმით უნდა მოვუაროთ კომბინირებული კანის Т ზონას. ყველაფრის საწყისი, რასაკვირველია, კანის გაწმენდა-გასუფთავებაა. ეს პროცედურა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ დილა-საღამოს. ამგვარად კანს მოვაშორებთ არა მარტო ჭუჭყს, არამედ ცხიმოვან შრესაც. რითაც თავიდან ავიცილებთ ფერიმჭამელების გაჩენას და შევინარჩუნებთ კანის ნორმალურ рН-ს.

კომბინირებული კანი შეიძლება დავიბანოთ გელით ან ქაფით, მაგრამ არამც და არამც - ტუტე საპნით. მაკიაჟის მოშორების შემდეგ პირი დაიბანეთ გელით. გულდასმით გაისუფთავეთ ცხიმიანი უბნები. თუ ლოყებზე კანი მეტისმეტად მშრალი გაქვთ, რძით გაიწმინდეთ, ხოლო Т ზონა დაიბანეთ გელით ან ქაფით.

პროცედურა დაასრულეთ ტონიკით, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას მოაწესრიგებს.

კომბინირებული კანის მოვლისას მთავარია ინდივიდუალური მიდგომა, რაც სახის სხვადასხვა უბნისთვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად, Т ზონაზე არაფრით არ შეიძლება ცხიმიანი მკვებავი კრემის წასმა - ან დამატენიანებელი უნდა გამოვიყენოთ, ან კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემი, რომელიც მოაწესრიგებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს და მინიმუმამდე დაიყვანს განსხვავებას ცხიმიან და მშრალ უბნებს შორის.

ცნობისათვის: მშრალ კანზე კრემი შეიძლება უფრო უხვად წავისვათ, ვიდრე ცხიმიანზე. ეფექტურობის საუკეთესო ტესტი თქვენივე შეგრძნებებია: თუ დაძაბულობამ გაიარა, კანი დამშვიდდა და მოეშვა, ესე იგი კოსმეტიკური საშუალება სწორად არის შერჩეული.