თმის მოვლა შინ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის მოვლა შინ

  • თაფლის ნიღაბი

შემადგენლობა:

4 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული გვირილის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი.

მომზადება:

გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში ან ქვაბში 1-1,5 საათი, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი. ნიღაბი თმაში უხვად შეიზილეთ. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ მშრალი თმა გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენება შეიძლება კვირაში 1-ხელ, თუ ცხიმიანი - კვირაში 2-ჯერ. თაფლის ნიღაბი ამაგრებს თმას და ასტიმულირებს მის ზრდას.

  • პურის ნიღაბი

შემადგენლობა:

ჭვავის პური და წყალი.

მომზადება:

თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე პური წყალში ჩაალბეთ. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პურის ნიღაბი აძლიერებს, ასქელებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას.

  • კვერცხის შამპუნი

შემადგენლობა:

2 კვერცხის გული, ქაფურის ზეთი ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი.

მომზადება:

2 კვერცხის გულს დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი, კარგად ათქვიფეთ და წაისვით თმაზე. თუ მშრალი თმა გაქვთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი, თუ ცხიმიანი - ქაფურისა ჯობს. კვერცხის შამპუნი კურნავს, ასუფთავებს თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას.

  • თეთრი თიხის შამპუნი

შემადგენლობა:

თეთრი თიხა.

ნოტიო თმაზე წაისვით არაჟნის კონსისტენციამდე გაზავებული თეთრი თიხა, მსუბუქად დაიზილეთ თავი და ჩამოიბანეთ. თმაზე გადაივლეთ შემჟავებული წყალი (1 ლიტრ წყალზე - 1 სუფრის კოვზი ძმარი). თეთრ თიხაში შემავალი მიკროელემენტები ხელს უწყობს თმის ზრდას, აქრობს ქერტლსა და ქავილს, აჩერებს თმის ცვენას. თმა ხდება რბილი, მბრწყინავი და ადვილად ივარცხნება.

  • მდოგვის შამპუნი

შემადგენლობა:

მდოგვის ფხვნილი და თბილი წყალი.

მომზადება:

მოზრდილ თასში ჩაასხით 1-2 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 4-5 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და კარგად გახსენით. ჩაყავით თავი ტაშტში, დაისველეთ თმა. მდოგვი შეიზილეთ თმის ძირებში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მდოგვის შამპუნი დიდხანს უნარჩუნებს თმას სისუფთავეს, მოცულობასა და ბრწყინვალებას.

  • კაკაოსა და ხაჭოს ნიღაბი

ეს ნიღაბი მქრქალ, დასუსტებულ თმას ჯანსაღ ელფერს დაუბრუნებს. კაკაოს წყალობით თმა უფრო სწრაფად გაიზრდება, აღარ დაცვივა და მეტ ბრწყინვალებას შეიძენს, ხოლო ხაჭოს შემადგენლობაში შემავალი კალციუმი თმის ღერებს გაამაგრებს და გააძლიერებს.

შემადგენლობა:

1 ჩაის კოვზი კაკაო, 3 სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო.

მომზადება:

ხაჭოს დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და კაკაოს ფხვნილი. კარგად აურიეთ, ვიდრე სქელ, მუქ მასას არ მიიღებთ და სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით და მოიხვიეთ თბილი პირსახოცი. გაიჩერეთ ნახევარი-ერთი საათი, მერე კი კარგად ჩამოიბანეთ წყლითა და შამპუნით. ეს ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ. შედეგს კი მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ დაინახავთ, რომლითაც კმაყოფილი დარჩებით, რადგან თმა დროთა განმავლობაში შეიძენს ძალას და გახდება ჯანმრთელი და ლამაზი.

  • ნიღაბი ქერა თმისთვის

ეს ნიღაბი ქერა თმას შესძენს პლატინისფერ ელფერს და შემატებს ბრწყინვალებას.

მომზადება:

ნიღბის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ ნებისმიერ თმის ბალზამს შეურიეთ 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. ნარევი წაისვით ახალდაბანილ სველ თმაზე, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და 20-30 წუთი გაიჩერეთ. ამის შემდეგ თმაზე გადაივლეთ მწვანე ჩაის მაგარი ნაყენი, თმა ჩამოიბანეთ და ბუნებრივად გაიშრეთ.