საკუთარი თავისთვისაც მოიცალეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკუთარი თავისთვისაც მოიცალეთ

- თუ მთელი წლის მანძილზე ვერ ვახერხებთ, ჩავიტაროთ დამატენიანებელი პროცედურები, სახის მასაჟი, სახის გაწმენდა, მაგრამ გვინდა, რომ ახალ წელს კარგად გამოვიყურებოდეთ, სამზადისი ერთი თვით ადრე მაინც უნდა დავიწყოთ.

- როგორ მოვუაროთ კანს სახლის პირობებში?

- უპირველეს ყოვლისა, სახე კარგად უნდა დავიბანოთ - არა საპნით, არამედ სპეციალური გელით, ანდა გავიწმინდოთ კოსმეტიკური რძით ან ლოსიონით. შემდეგ წავისვათ კრემი, რომელიც დაატენიანებს სახის კანს, აღადგენს მის სტრუქტურას. წესისამებრ, ასეთი თვისებები აქვთ ღამის კრემებს, ამიტომ მათი გამოყენება აუცილებელია. დღის კრემი სახეს უმთავრესად ბუნებრივი ფაქტორების არასასურველი ზემოქმედებისგან, გამოშრობისა და გაუწყლოებისგან იცავს.

- კრემი სხვადასხვა ტიპისაა. თქვენ რომელი მათგანის გამოყენებას გვირჩევდით?

- ეს იმიტომ,  რომ სხვადასხვა ტიპისაა კანიც: ცხიმიანი, მშრალი, მგრძნობიარე... კანის ტიპის დასადგენად ჯობს კოსმეტოლოგს მიმართოთ. მოვლის საშუალებები აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს, რათა კანმა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს ელასტიკურობა, ბზინვარება, ჯანსაღი ფერი და სტრუქტურა.

- კოსმეტოლოგთან სიარული რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო?

- მშრალ სახის კანს იშვიათად სჭირდება კოსმეტიკური წმენდა - ამ პროცედურის ჩატარება თვეში ერთხელ საკმარისია. ცხიმიანი სახე უფრო ხშირად იწმინდება, რადგან ფორები უფრო მალე ჭუჭყიანდება. საზოგადოდ, ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა ცხიმოვანმა ჯირკვლებმა იმდენი ცხიმი აღარ გამოყოს.

- ჩვენი ქალბატონების უმრავლესობა დროისა და ფინანსური საშულებების სიმცირის გამო ვერ ახერხებს, რეგულარულად იაროს კოსმეტოლოგთან. რას ურჩევდით მათ?

- შეიძლება, სახე კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ გავიწმინდოთ სქრაბით შხაპის ქვეშ.

- რატომ მაინდამაინც შხაპის ქვეშ?

- კანი ნოტიო უნდა იყოს, რათა სქრაბით გაწმენდამ სიწითლე არ გამოიწვიოს. სქრაბის ჩამობანის შემდეგ კი უნდა წავისვათ კანის ტიპის შესატყვისი კრემი.

- იქნებ ნიღბებზეც გვითხრათ რამე...

- მე, პროფესიონალი კოსმეტოლოგი, ვერ გირჩევთ სახლის პირობებში ხაჭოს, არაჟნის, ხილისა თუ ბოსტნეულის ნიღბის გაკეთებას. ჯობს, ნიღბები შეიძინოთ აფთიაქში ან პარფიუმერიის მაღაზიაში - ეს იქნება პროფესიონალურად დამუშავებული პროდუქტი, რომელიც გაცილებით უკეთ შეიწოვება კანის ღრმა შრეებში, ვიდრე შინ მომზადებული ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს ან უფრო მეტად გამოაშროს და გააწითლოს კანი. შინაურმა ნიღაბმა კანი შეიძლება დაარბილოს, მოუხსნას დაჭიმულობა, მაგრამ ის არ არის ისე დამუშავებული, რომ შევიდეს ღრმა შრეებში და მოგვცეს ის ეფექტი, რომელსაც ველით.


- მეტად ფაქიზი მოსავლელია კანი თვალების ირგვლივ. ხშირია მიმიკური ნაოჭები, მუქი რგოლები, ქუთუთოების შეშუპება, რასაც ზოგჯერ სადღესასწაულო მაკიაჟიც კი ვერ მალავს...

- სასურველია, 25 წლიდან ყველა ქალმა გამოიყენოს სპეციალური კრემი თვალის ირგვლივ არსებული მიდამოს მოსავლელად. არსებობს კრემები, რომლებიც ნაოჭებსაც ასწორებენ და სიშავესაც აფერმკრთალებს. შინაური ნიღბების გამოყენებას არც ამ შემთხვევაში გირჩევთ - თვალი ძალზე სათუთი ორგანოა და ადვილად ღიზიანდება.

- არანაკლებ სათუთია ტუჩები და კანი მათ ირგვლივ...

- ტუჩების მოსავლელად უნდა ვიხმაროთ ბალზამი, რომელიც არბილებს და ატენიანებს ტუჩების კანს, მათ ირგვლივ კი ნაოჭსაწინააღმდეგო კრემი ვისვათ.

- მასაჟის დაწყებას რა ასაკიდან გვირჩევთ?

- სახის მასაჟი შეიძლება დავიწყოთ 15-16 წლიდან. იგი კეთდება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს კანს. რაც უფრო ადრე დავიწყებთ კანის მოვლას, მით უფრო მეტხანს შეინარჩუნებს ის სიჯანსაღეს და ეფექტური იქნება მაკიაჟი, რადგან მოვლილ კანზე დეკორატიული კოსმეტიკაც უკეთ გამოიყურება.

მაკიაჟის თაობაზე კონსულტაცია სილამაზის ცენტრის "ივ როშეს" ვიზაჟისტ მაკა თოიძეს ვთხოვეთ.

- რას გვეტყვით საახალწლო მაკიაჟზე?

- ზამთარში კანი შრება, ამიტომ საჭიროა დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება, რათა საახალწლო მაკიაჟი სათანადოდ გამოიყურებოდეს.

- როგორ და რა თანამიმდევრობით გავიკეთოთ მაკიაჟი სახლის პირობებში?

- პირველ რიგში, გავიწმინდოთ სახე სპეციალური რძით ან დავიბანოთ დამატენიანებელი გელით, შემდეგ წავისვათ კორექტორი დეფექტების დასამალად, ბოლოს - ტონალური კრემი. ამის შემდეგ ჩამოთვლილი თანამიმდევრობით ვისვამთ თვალის ჩრდილებს, თვალის ფანქარს, წამწამების ტუშს, ბოლოს კი რუჟს (რუმიანას) და ტუჩის საცხს. შავგვრემან ქალბატონებს ვურჩევ, მაკიაჟისთვის პასტელური ტონები გამოიყენონ და აუცილებლად გამოკვეთონ თვალი. ქერა ქალბატონებმა შეიძლება გამოიყენონ სპილენძისფერი, იასამნისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ფირუზისფერი.

- როგორ შევარჩიოთ ტუჩის კონტური და პომადის ფერი?

- ტუჩის კონტურს სახისა და თმის ფერის მიხედვით ვარჩევთ. უნივერსალურია მქრქალი ალუბლისფერი, რომელიც ტუჩის ბუნებრივ ფერს უახლოვდება.

ესეც ასე, ახალი წლის შესახვედრად მზად ვართ. დაე, სიყვარული, ცეკვა, სიმღერა, მხიარულება ყოფილიყოს თქვენი თანამგზავრი. უხვად გაეცით სითბო, სიყვარული და ყურადღება, რათა ეს ყველაფერი მომავალ წელს ორმაგად დაგიბრუნდეთ უკან.