როგორ უნდა დავიდოთ სახეზე ნიღაბი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა დავიდოთ სახეზე ნიღაბი

სახის კანის მომზადება

ნიღაბი სახეზე მხოლოდ მისი საფუძვლიანი და სრული გასუფთავების შემდეგ უნდა დაიდოთ! ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ნიღბის დადება, თუ გისვიათ დეკორატიული კოსმეტიკა (ტონალური კრემი, პუდრი, ჩრდილები) ან კრემი - ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ნიღბის სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას კანის უფრო ღრმა შრეებში. კანის გაწმენდა ჩვეულებრივი საშუალებებით შეიძლება, ისეთებით, როგორიცაა რძე, ლოსიონი, ტონიკი; სახის დაბანა - ქაფით, გელით ან საპნით. თუ დეკორატიული კოსმეტიკა არ გისვიათ, საკმარისია, მშრალი კანი მხოლოდ თბილი წყლით კარგად დაიბანოთ. კანის გასუფთავების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია, შეიძლება გაიკეთოთ სახის პილინგი სკრაბის გამოყენებით.

ნიღბის მომზადება

ნიღბის მოსამზადებლად, პირველ რიგში, დაგჭირდებათ მომცრო თასი (უმჯობესია, მინისა ან ფაიფურისა), კოვზები პროპორციების განსაზღვრისთვის და შემადგენლობის მოსარევად (ჩაისა და სუფრისა). ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ ხის სანაყი (ხილისა და ბოსტნეულის დასაჩეჩქვად), წვენსაწური, ყავის საფქვავი და მიქსერი. ნიღბების მომზადებისას მთავარია, ახალი და საღი პროდუქტები გამოიყენოთ! თავად ნიღბის დადება უნდა მოხდეს მისი მომზადებისთანავე. პრაქტიკულად ყველა ნატურალური ნიღაბი ერთჯერადად გამოიყენება და არ ინახება შემდგომი გამოყენებისთვის.

ნიღბის დადება

სახის გაწმენდისა და ნიღბის მომზადების შემდეგ იგი უნდა წაისვათ მთელ სახეზე ან მის განსაზღვრულ უბანზე, იმის მიხედვით, როგორ არის მითითებული რეცეპტში. ამის გაკეთება შეიძლება ხელითაც და სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი ფუნჯის ან მომხრო კოსმეტიკური ნიჩბის საშუალებითაც, რომლის შეძენაც შესაძლებელია პარფიუმერიის მაღაზიებში. ნარევი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემოთ, სამასაჟე ხაზების გასწვრივ, ნიკაპიდან (თუ საჭიროა, კისრიდან) დაწყებული, შუბლით დამთავრებული. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თმა სახეზე არ გქონდეთ ჩამოყრილი. ნიღაბი წაისვით ნიკაპიდან ყურის ბიბილოების მიმართულებით, ხოლო შემდეგ - ტუჩის კუთხეებიდან ყურის ნიჟარის შუა ნაწილამდე, ცხვირიდან ყვრიმალებისკენ და შუბლის შუა ნაწილიდან ყვრიმალებისა და თავის თმიანი ნაწილისკენ. ნიღაბი არ წაისვათ ტუჩებზე და თვალების ირგვლივ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს რეცეპტშია მითითებული. ნიღაბი შეიძლება დაიდოთ აბაზანაში, სარკის წინ. იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, ნიღბის წასმის შემდეგ უმჯობესია წამოწვეთ, თვალები დახუჭოთ და მოეშვათ. სასურველია რაიმე სასიამოვნო, ნელი მუსიკის მოსმენაც. არასასურველია ამ დროს სიარული, საუბარი ან მუშაობა. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი:

  • ზოგიერთი ნიღაბი, განსაკუთრებით - ხილისა და კენკრისგან მომზადებული, შეიძლება სახიდან ჩამოსრიალდეს ან ჩამოიღვაროს, ამიტომ თმისა და ტანსაცმლის დასვრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თმისთვის სპეციალური ქუდის გამოყენება, ხოლო ბეჭებზე პირსახოცის შემოხვევა. თუ ნიღაბი გისვიათ და საწოლზე წამოწექით, თავისა და მხრების ქვეშ რაიმე დაიგეთ, რათა სახიდან ჩამოღვენთილი ნარევი თეთრეულსა და გადასაფარებელზე არ მოხვდეს.
  • სახეზე ნიღბის გაჩერება აუცილებელია ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც რეცეპტშია მითითებული - ჩვეულებრივ, 10-დან 30 წუთამდე.

    ლ თუ ნიღაბმა მეტისმეტად დაჭიმა სახე ან რაიმე სხვა დისკომფორტი განიცადეთ, უმჯობესია, მაშინვე ჩამოიბანოთ.

ნიღბის ჩამობანა

ნიღბის ჩამობანა ძირითადად მხოლოდ წყლით ხდება, საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გამოყენების გარეშე. ცხიმიანი კანის შემთხვევაში უმჯობესია გრილი წყლით ჩამოიბანოთ, თუ მშრალი კანი გაქვთ - თბილი წყლით. სახე ნიღბისგან გულდასმით უნდა გაისუფთაოთ. ამ მიზნით სპეციალური ღრუბლის გამოყენებაც შეიძლება - ის უნდა დაასველოთ და ნიღაბი მისი საშუალებით მოიშოროთ სახიდან, მერე კი წყლით ჩამოიბანოთ. დაბანის შემდეგ სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით, რომლითაც ჩვეულებრივ სარგებლობთ.