როგორ მოვუაროთ კანს ტუჩების ირგვლივ
სწორედ ტუჩების ირგვლივ გაჩენილი ნაოჭები ააშკარავებენ ჩვენს ასაკს. რეალურად კი მათი ნაადრევად გაჩენის გაკონტროლება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვუაროთ ამ მიდამოებში კანს.
ნაოჭები შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო გაჩნდეს. ეს შეიძლება იყოს არასახარბიელო ეკოლოგიის, არაჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე ისეთი ელემენტების ნაკლებობის შედეგი, როგორიც არის ელასტინი და კოლაგენი. სხეულის სხვა უბნების კანთან შედარებით ტუჩის გარშემო კანი უფრო დელიკატურია და მეტად მგრძნობიარე სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორის მიმართ. ასაკთან ერთად ის უფრო თხელი და მშრალი ხდება, რაც ნაოჭების გაჩენას იწვევს. ნაოჭები კი, რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტად თვალსაჩინოა.
სასარგებლო კომპონენტები - ნაოჭებისგან თავდასაცავად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება ამ უბანზე ასაკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა. ისინი, როგორც წესი, შემდეგ კომპონენტებს უნდა შეიცავდეს:
- ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანის დაბერების პროცესის შენელებას უზრუნველყოფენ. ყველაზე ძლიერი ციტრუსის ანტიოქსიდანტებია. ისინი ჩვეულებრივ ისეთი ელემენტების შემადგენლობაში შედის, როგორიც არის კოენზიმ Q10.
- რეტინოიდებს - A ვიტამინით მდიდარ კომპონენტებს. ისინი ხელს უშლიან ახალი ნაოჭების წარმოქმნას, ხოლო უკვე არსებულს ნაკლებად შესამჩნევს ხდიან.
- გუმეკტანტებსა და დამატენიანებლებს - დამატენიანებლები ეხმარება კანს ოპტიმალურ დონეზე ტენიანობის შენარჩუნებაში, მაშინ როდესაც გუმეკტანტები კანის ტენით შევსებას (მიიჩნევა, რომ ისინი ჰაერიდან იზიდავენ ტენს) უწყობენ ხელს.
- ელასტიკურობისთვის აუცილებელია ასაკის საწინააღმდეგო კრემების გამოყენება, რომლებიც ყველა ჩამოთვლილ ელემენტს შეიცავენ.
როგორ მოვიშოროთ უკვე არსებული ნაოჭები ტუჩების გარშემო?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ლაზერული თერაპია - ლაზერული გაახალგაზრდავება გახლავთ. კანის ტიპიდან გამოდინარე მისი მრავალი სახესხვაობა არსებობს. სისხლძარღვებზე ლაზერული ზემოქმედება კარგად მოქმედებს წვრილ ნაოჭებთან ბრძოლისას, თუმცა ღრმა ნაოჭების შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის. როგორც წესი, ამ დროს გამოიყენება სახის ლაზერული კორექცია. აშორებენ კანის ზედაპირულ შრეს, რის შემდეგაც სახე თითქოს ხელმეორედ იბადება. კანი ახალგაზრდავდება და მეტად ელასტიკური ხდება.
არსებობს ასევე ქიმიური პილინგი. ის ყველაზე საიმედო საშუალებად მიიჩნევა ნაოჭებთან ბრძოლაში. ამ მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ კანში რაღაც დროით ქიმიური კომპონენტები შეჰყავთ. ეს ზედაპირული შრის გაშრევებას იწვევს და კანში კოლაგენის მოლეკულებს ააქტიურებს.
კოსმეტოლოგიაში სხვა მეთოდებიც გამოიყენება ტუჩის ირგვლივ ნაოჭების მოსაშორებლად: სახის მეზოთერაპია, სახის ლიფტინგი, რომლის დროსაც კანი ასევე მნიშვნელოვნად ახალგაზრდავდება.
როგორ მოვუაროთ კანს ტუჩის ირგვლივ სახლის პირობებში?
არსებობს კანის მოვლის ნატურალური და ბუნებრივი საშუალებები. მაგალითად, პომიდვრის ნატურალური ნიღბები. სასარგებლოა ასევე ავოკადოს ნიღაბი, რომელიც სახის მშრალ უბნებზე უნდა წაისვათ. ეს ნიღბები კანს ტენით უზრუნველყოფს. ამის შემდეგ კანი ტუჩების ირგვლივ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
პრობლემურ უბნებზე თაფლის წასმაც კარგი შედეგის მომტანია. ფუტკრის რძის საფუძველზე დამზადებული ლიფტინგის ეფექტის მქონე კრემი. ამ კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 80 გრამი ათქვეფილი მცენარეული ზეთი, 45 გრამი კაკაოს ცხიმი, 15 გრამი თაფლის სანთელი, 1,5 ლიტრი წყალი, 10 გრამი ფუტკრის რძე.
- ნელ ცეცხლზე გაადნეთ კაკაოს ცხიმი და სანთელი. კარგად ურიეთ 12 წუთის განმავლობაში. ქურიდან გადმოდგით და წყალი დაუმატეთ. კვლავ ურიეთ ხელის მიქსერის საშუალებით, ვიდრე არ მიიღებთ კრემისმაგვარ ერთგვაროვან მასას. გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დაახურეთ სარქველი და ბნელ, გრილ ადგილზე შეინახეთ.
- ამ კრემის ეფექტურობა შესამჩნევი გახდება რამდენიმე წუთში, თუმცა ხანგრძლივი შედეგის მისაღებად აუცილებელია მისი რეგულარულად გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ.
- ცნობილია, რომ კვერცხის ცილა კარგად ასწორებს ნაოჭებს. დააცალკევეთ ცილა გულისგან, კარგად ათქვიფეთ და ტუჩების ირგვლივ წაისვით. დაელოდეთ, სანამ გაშრება. ციკლი 3-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ, ყინულის ნაჭრით დაიმუშავეთ და კბილის რბილი ჯაგრისით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ამ პროცედურის შემდეგ ტუჩები შესანიშნავად გამოიყურება.
იმედია, ჩვენი რჩევები და მოწოდებული კრემის რეცეპტი დაგეხმარებათ კანის ელასტიკურობის, სიჯანსაღისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში.