კანის არასწორი მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მოვლის 5 შეცდომა, რომლებიც სწრაფად ახშობს სახის ფორებს

ზოგადად, სახეზე ფორების არსებობა ნორმალურია. ისინი მონაწილეობენ ოფლისა და ცხიმის გამოყოფის პროცესში და უნდა იყოს კანის ზედაპირზე. სხვა საქმეა, რომ რაც უფრო ფართოა ისინი, მით ნაკლებ ესთეტიკურად გამოიყურება დაჟანგული და ჩამჯდარი ცხიმის გამო. სწორედ მისი სიჭარბე იწვევს ფორის დაჭიმვას და გარედან შავ იერს.

ცხიმოვანი ჯირკვლების გაზრდილი აქტივობა შეიძლება იყოს დროებითი და გამოწვეული – გარდატეხის ასაკისთვის დამხასიათებელი თავისებურებებით. მაგრამ თუ დიდი ხანია, უკვე გადალახეთ მოზარდობის ასაკი, მაშინ თქვენი ერთ-ერთი შეცდომა, სავარაუდოდ, იწვევს კანის დაბინძურებას.

  • არასწორი მოვლა

ბევრი ფიქრობს, რომ კანის ბზინვარება და გაფართოებული ფორები გამოწვეულია ჭარბი ცხიმიანობით. სინამდვილეში ეს არის სიმშრალე, რომელსაც თან ახლავს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია.

კანის ტიპის არასწორი განსაზღვრა იწვევს შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რაც ზრდის ჭარბ ცხიმთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას.

სთხოვეთ თქვენს კოსმეტოლოგს, განსაზღვროს თქვენი კანის ტიპი და შეარჩიოს შესაბამისი მკურნალობა.

  • მჟავების შემცველი პროდუქტების ბოროტად გამოყენება

მჟავების შემცველი პროდუქტების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ჰიდროლიპიდური მანტიის დაზიანებას და წყლის დაკარგვის გაზრდას, რის შედეგადაც კანი უფრო იჭიმება და შრება, ფორები ფართოვდება და შეიძლება განვითარდეს ქავილი და აქერცვლა.

  • აბანოებისა და საუნების ბოროტად გამოყენება

ორთქლის, ტენიანობის და მაღალი ტემპერატურის გავლენით ფორები ფართოვდება და ხდება ტოქსინების აქტიური მოცილება. თუმცა, ძალიან დიდხანს მაღალ ტემპერატურაზე ყოფნა ახდენს ცხიმის ჭარბი გამომუშავების პროვოცირებას და შეიძლება გამოიწვიოს ფორების დახშობა, განსაკუთრებით, თუ პროცედურის შემდეგ დაუყოვნებლივ იყენებთ მძიმე კოსმეტიკას ზეთებთან ერთად.

ამიტომ, აბანოებსა და საუნაში გარკვეული გრაფიკის მიხედვით უნდა იაროთ და არ გადააჭარბოთ სპეციალისტის მიერ განსაზღვრულ დროს პროცედურისთვის, აბანოსა და საუნის შემდეგ კი ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკას, რომ კანმა ოდნავ „ისუნთქოს“.

  • მავნე ჩვევები

ამბობენ, სიგარეტის კვამლი ჩერდება კანზე და ცხიმის ნაწილაკებთან შერევით ახშობს ფორებსო. ეს მითია. სინამდვილეში სიგარეტისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებით იცვლება პერიფერიული სისხლძარღვების მუშაობა და ხდება კანის დაბერების პროვოცირება, ზიანდება კოლაგენი და ელასტინი და კანი დუნდება, რასაც თან ახლავს ფორების დაჭიმვა.

მზეზე არ უნდა გახვიდეთ ქუდისა და სათვალის გარეშე, ასევე უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკა SPF-ით, მაგრამ დღის ბოლოს ის აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ, რადგან შეიძლება ამგვარმა კრემებმაც გამოიწვიოს ფორების დახშობა.

  • გარუჯვით გატაცება

მზე აშრობს კანს, რის შედეგადაც სქელდება ეპიდერმისის რქოვანა შრე და ძნელდება ცხიმის მოშორება ფორებიდან, რაც იწვევს შავი წერტილების და აკნეს გაჩენას.