ტრავმა პრობლემად რომ არ გვექცეს

ამინდის ცვლილებისას ერთი მუხლი მტეხს, ხოლო მეორე მუხლის ქვემოთ, უფრო სწორად, ქვემოთ და ოდნავ გვერდით, გამიჩნდა რბილი ამონაბერი. ტკივილით არ მტკივა, მაგრამ მაინც ვწუხვარ. ვის მივმართო?
რაც შეეხება კითხვაში აღნიშნულ ტრავმის შემდგომ უმტკივნეულო გამობერილობას - ეს შეიძლება ეგრეთ წოდებული ჰიგრომა (სასახსრე პარკის ქრონიკული ანთების შედეგად განვითარებული სიმსივნისებრი წარმონაქმნი) იყოს. სიტყვა "სიმსივნისებრი" ნუ შეგაშინებთ - ასე უწოდებენ ექიმები ყოველგვარ გამობერილობას, შესივებას. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, ახლა მაინც თუ მიაკითხავთ ექიმს (ორთოპედს), რომელიც მუხლის ექოსკოპიასთან ერთად სხვა საჭირო გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ და აუცილებელ რჩევა-დარიგებას მოგცემთ.
ალბათ, არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, ვისაც თავის სიცოცხლეში ერთი ტრავმა მაინც არ გადაეტანოს. რა თქმა უნდა, ყველას არ ერგება მატარებლის ქვეშ ჩავარდნის "ბედნიერება", მაგრამ კატის მიერ ჩამოკაწრული თითიც კი ტრავმაა. ამჯერად იმაზე გესაუბრებით, როგორ უნდა მოიქცეთ შინაურ ცხოველებთან ამ უმნიშვნელო კონფლიქტზე გაცილებით რთულ სიტუაციებში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნებისმიერ ვითარებაში, რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, ეცადეთ, პანიკამ არ მოგიცვათ. რა თქმა უნდა, ძნელია, სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა ადამიანს კიდური აქვს მოგლეჯილი ან თვალი ამოვარდნილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ პანიკა არეულ-დარეულობისთვის მინიმალური დანაკარგით თავის დაღწევის უკანასკნელ იმედსაც გაკარგვინებთ. მაგალითად, სტატისტიკა გვაუწყებს, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებში, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების დროს, ადამიანთა 60% პანიკის გამო იღუპება და არა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების გამო. პანიკის დროს არასწორი მოქმედების ალბათობა ძალიან მაღალია. შეუძლებელია, ადამიანი საერთოდ არ აღელდეს, მაგრამ იმ თვისების გამომუშავება, რომ სიტუაცია შევაფასოთ არა "ვინ დამეხმარება?", არამედ "როგორ მოვიქცე?" პრინციპით, ადვილია.
პირველი დახმარება, ოღონდ სწორი და დროული, ტრავმის დროს მრავალ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. პირველ რიგში დაზარალებული დაათვალიერეთ. არ შეეხოთ. შეაფასეთ ხილული დაზიანებები და მათი სიმძიმე. ამასაც ცოდნა უნდა. მაგალითად, რბილი ქსოვილების მოზრდილი ჭრილობა უფრო საშიში ჩანს, ვიდრე ხერხემლის ტრავმა - სისხლი უხვად მოედინება, ადამიანი ყვირის, ტირის, ქალა-ფუძის მოტეხილობის დროს კი დაშავებული წყნარად, თვალებმილულული წევს.
ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, როგორ უნდა მოიქცეთ მძიმე ტრავმების დროს. ტრავმებში შედის დაჟეჟილობა, მყესებისა და იოგების დაჭიმვა ან გაწყვეტა და მოტეხილობა.
მუხლი რთული, ასე ვთქვათ, კომბინირებული სახსარია, რომლის აგებულებაშიც ძვლებთან ერთად სხვა ანატომიური წარმონაქმნებიც (იოგები, მყესები და სხვა) მონაწილეობს. რაკი ტრავმის ადგილას რენტგენის სურათის გადაღება შეუძლებელია, პირველი დახმარების წესები იგივეა, რაც მოტეხილობის შემთხვევაში. ზამთარია. მოთხილამურეები უკვე საყვარელი სამთო-სათხილამურო ადგილებისკენ გაეშურნენ. მათ შორის ბევრია მოყვარული, რომელიც ეს-ეს არის დადგა თხილამურებზე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ სანამ თხილამურს მოირგებ ფეხზე, სპეციალური ვარჯიშებია საჭირო, რომელიც კუნთებსა და იოგებს, - წელისა და ბარძაყის კუნთებიდან დაწყებული, მუხლის იოგებითა და წვივის კუნთებით დამთავრებული, - გაავარჯიშებს. სწორედ ამის ბრალია, რომ სპორტის ამ სახეობაში ძალიან ხშირია მუხლის ტრავმა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ჩამონათვალი:
- მუხლის ხილული დეფორმაცია;
- ვერ ეყრდნობით დაშავებულ ფეხს;
- ტრავმიდან ორი საათის განმავლობაში განვითარდა მოზრდილი შესივება;
- ბოლომდე ვერ შლით მუხლს ("ჩაკეტილი მუხლი");
- განსაზღვრულ ადგილებზე ხელის დაჭერის დროს მწვავე ტკივილი.
ჩამოთვლილი ნიშნები მუხლის სერიოზულ ტრავმაზე მეტყველებს - რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს! მუხლის ნებისმიერი ტრავმის დროს დაზიანებული სახსარი ოდნავ ყოველთვის სივდება. შესივება ტრავმის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში იჩენს თავს.
ტრავმის შემდეგ პირველი დღე-ღამის განმავლობაში დიდი ზომის შესივების წარმოქმნა (მუხლი საჰაერო ბუშტივით გამოიყურება) იმაზე მეტყველებს, რომ განვითარდა ჰემართროზი (სისხლდენა მუხლის სახსარში). ჰემართროზის დროს აუცილებელია ქირურგ-ორთოპედთან ვიზიტი ზუსტი დიაგნოსტიკისა და სახსრიდან სისხლის გამოსაღებად (თუმცა ეს შესაძლოა არც გახდეს საჭირო). პროცედურა სტერილურ პირობებში უნდა ჩატარდეს. ნუ ეცდებით, ეს სახლში გააკეთოთ!