რატომ ტკაცუნობს მუხლის სახსრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ტკაცუნობს მუხლის სახსრები

მაგრამ მუხლთან დაკავშირებული შემთხვევების 80% ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევას უკავშირდება. ყველაფრის თავიდათავია მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნება.

ყველაფერი იწყება სახსრის არეში ტკაცუნით სიარულისა და მიხრა-მოხრის თუ ჩაკუზვის დროს. ძილის, ხანგრძლივი ჯდომის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მუხლები თითქოს მუშაობაზე უარს ამბობენ, მოქმედება აღარ შეუძლიათ. საჭიროა დრო, რათა მათ ამოძრავება შეძლონ. შემდეგ სახსრები ამინდზე რეაგირებას იწყებენ. ამინდის ცვალებადობის შესატყვისად იცვლება მათი მოქმედება. სიცივეში მუხლებში წიწკნის შეგრძნება ჩნდება, სითბოში კი შედარებით მშვიდდება. მუხლის ფიალების ირგვლივ ჩნდება შესივება, იწყება მტანჯველი ტკივილები.

რევმატოლოგები მუხლის სახსარში პათოლოგიურ ცვლილებებს ხარისხებად ყოფენ. ყველაზე მძიმე (მე-4 ხარისხის) ფორმის დროს სრულიად წყდება კვება, სასახსრე სითხე არ ხვდება სახსარში, ის დეფორმაციას განიცდის. დაავადების I სტადიიდან მეოთხეში გადასვლა რომ არ დავუშვათ, აუცილებელია დროული კომპლექსური გამოკვლევა და მკურნალობა. საჭიროა სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კოპიუტერული ტომოგრაფია. ექიმმა ასევე შეიძლება მოგცეთ მიმართვა ართროსკოპიაზე - ეს არის მცირე ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი ნარკოზით. ამ გამოკვლევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 1-2 მცირე განაკვეთის საშუალებით სახსარში შეჰყავთ ოპტიკური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ხდება გამოკვლევა (ან მკურნალობა). პროცედურიდან 2 საათის შემდეგ შეიძლება ავადმყოფის სახლში გაშვება. არც ერთ აბს, სამკურნალო კრემსა თუ გელს არ შესწევს უნარი, გააუმჯობესოს სისხლის ნაკადი ან საკვები ნივთიერებით სახსრის მომარაგება. სახსრების დაავადებების დროს ექიმები კომპლექსურ თერაპიას ნიშნავენ.

როგორ უნდა ვიმკურნალოთ, იხილეთ სტატია "რისი ბრალია ტკაცუნი"