ართრიტის დროს მხოლოდ მეტიკამენტური მკურნალობა უძლურია
ართრიტით დაავადებულთათვის აკრძალულია მოძრაობები, რომლებიც ტკივილს გაყენებთ; ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა; დიდხანს დგომა; დიდხანს ფეხით სიარული; ერთი და იმავე ტიპის, განმეორებითი მოძრაობა; ჭარბი წონა; მძიმე ტვირთის აწევა. საქმიანობისას ყოველი 2 საათის შემდეგ შეისვენეთ 5-7 წუთი. ასევე - ფეხით დიდხანს სიარულისას. გახსოვდეთ, გადაღლა პროვოცირებას უწევს ართრიტის გამწვავებას. დაავადებულთათვის კარგია ცურვა, ველოსიპედი და სხვა, ოღონდ არა გამწვავების სტადიაში. თუ ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, სასურველია, გადახვიდეთ ნახევრად მწოლიარე რეჟიმზე. ხშირად ეს ღონისძიებები საკმარისია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
წელისა და ქვედა კიდურების სახსრების ართრიტის დროს მაგიდის სამუშაო ზედაპირი, ნიჟარისა და საუთოებელი დაფის სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ მათთან მუშაობისას არ გიწევდეთ დახრა და დაჯდომა. საწოლი ისეთი უნდა იყოს, რომ წამოდგომა არ გიჭირდეთ. სასურველია, გვერდით მოიდგათ სკამი, რათა წამოდგომისას დაეყრდნოთ. მაცივარი, აბაზანა და სამზარეულოს ქურა ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ მათ გამოყენებისას დახრა არ გჭირდებოდეთ. გამოიყენეთ ისეთი სავარძლები, რომლებიც ზურგს გაგიმაგრებთ. თავი არიდეთ ძლიერ რბილსა და დაბალ ავეჯს. მუხლის სახსრების ართრიტის დროს ერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. ქუსლის ოქროს სტანდარტი 2-3 სმ-ია. ხშირად სახსრების დაავადებებს თან ახლავს ბრტყელტერფიანობა. ასეთ დროს აუცილებელია ორთოპედიული სუპინატორების ტარება. იხილეთ ვრცლად