/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ხერხემლისა და სახსრების დაავადებები: მითები და რეალობა

ხერხემლისა და სახსრების დაავადებები: მითები და რეალობა
ზურგისა და სახსრების ტკივილი ბევრისთვის კარგად ნაცნობი პათოლოგიური სიმპტომია. ცნობილია, რომ ვერტებროგენული ტკივილის სინდრომი გვხვდება მოსახლეობის 70-90%-თან და,

წესისამებრ, ყველაზე შრომისუნარიან ასაკში. ეს მდგომარეობა ხშირად მიმზიდველ საკბილოდ აქცევს პაციენტს ათასგვარი დილენტატისა და შარლატანისთვის, რომლებიც ხალხური სამედიცინო საშუალებებითა თუ დამახინჯებული ტერმინოლოგიით თავბრუს ახვევენ ტკივილისაგან გაწამებულ ადამიანს და “დისკის ჩასწორებით” განკურნების დაპირებასაც უხვად არიგებენ.

  • რისი ბრალია სინამდვილეში ზურგისა და სახსრების ტკივილი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება

ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა “ხერხემლის” ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ფალიანი-კაციტაძე.

- უპირველესად, მინდა შევეხო იმ რიტორიკას, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მოსახლეობაში და ზოგიერთი ექიმიც დაავადების არსის ახსნის მიზნით პაციენტთან საუბრისას ხშირად იყენებს. “მარილების დაგროვება”, “მარილების ჩალაგება”, “ნერვის ჩაწეწკვა” - ამგვარად ხსნიან ზურგის (წელის) და სახსრების ტკივილის მიზეზს, რაც სრულიად მიუღებლად და არაპროფესიონალურად მიმაჩნია. ასეთი პრიმიტიული და მცდარი წარმოდგენა მომავალში ბუმერანგივით უბრუნდებათ თავად ექიმებს, რაც აძნელებს დაავადების შესახებ პაციენტთან საუბარს. იგი ითხოვს “დისკის ჩასმას”, “მარილების დაშლას” და როდესაც სპეციალისტი უხსნის, რომ მისი დაავადება მთელ რიგ ფაქიზ სტრუქტურებთანაა დაკავშირებული და გაცილებით ღრმა, პროფესიულ ხედვასა და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, აღარ სურს ამის გაცნობიერება, “დამახინჯებული ტერმინოლოგია” კი მას არასწორი მკურნალობის გზაზე აყენებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კიდევ ერთი მძიმე შეცდომა რენტგენის ან მაგნიტურ-რეზონანსული სურათების მიხედვით მარჩიელობაა. პაციენტი და მისი ოჯახის წევრები ხშირად თვითონვე ირჩევენ კვლევის მეთოდს და მზა სურათებით მოდიან ექიმთან “სასაუბროდ”, ზოგჯერ - პაციენტის გარეშეც კი. მინდა, ავუხსნა მათ: სურათის მიხედვით მკითხაობა კი არ არის საჭირო, არამედ პაციენტის გასინჯვა და კლინიკური დიაგნოზის დასმა სწორი მკურნალობის დასაგეგმავად.

ადამიანის ზურგი რთული ფუნქციური სტრუქტურაა, რომლის მთავარი ნაწილებია ხერხემალი და კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის მოძრაობასა და სიმყარეს. ზურგის ტკივილი ცივილიზაციის დაავადებაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც წარმოადგენს ძვლებისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს, ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ. პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები, რაც იწვევს იმ ნერვის რეცეპტორების გაღიზიანებას, რომელიც პასუხს აგებს ამ სტრუქტურებზე და იწვევს ხერხემალში ადგილობრივ ტკივილს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგად ყალიბდება მალათაშორისი თიაქარი, რასაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებაც მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ტკივილს ემატება ნევროლოგიური დარღვევებიც - დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა.

  • რა იწვევს ყველაფერ ამას?

- უპირველესი მიზეზია სტატიკური დატვირთვა. უმოძრაობა არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის სხეულისთვის. ყოველდღიურ მრავალსაათიან არაფიზიოლოგიურ პოზას (დგომა/ჯდომა) სამსახურში, ტრანსპორტში და სხვაგან მოსდევს ხერხემლისა და მისი სტრუქტურების დისტროფიული დაზიანება. დადგენილია, რომ დგომისას მალათაშუა დისკებზე ზეწოლა იზრდება 2-ჯერ, ჯდომისას - 4-ჯერ (განსაკუთრებით - სავარძელში ჯდომისას, როდესაც კუნთები მოდუნებულია და მთელი დატვირთვა მალათაშუა სტრუქტურებზე მოდის). ამიტომაც ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ ჯდომა იძულებით პოზაში (ტრანსპორტის მძღოლები, ოფისის მუშაკები, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერთან), წარმოადგენენ ზურგის, წელის ტკივილის რისკჯგუფებს.

ხერხემლისა და ხერხემალთან მდებარე სტრუქტურების სტატიკური გადატვირთვა ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით (სკოლიოზი, სპონდილოპათიები, ხერხემლის კუნთების სისუსტე) იწვევს მალათაშუა დისკის დისტროფიას, ხერხემლის დისტროფიულ დაზიანებას (სპონდილოართროზს). დისკი გამოშრება და კარგავს ამორტიზატორის ფუნქციას, რასაც ხერხემლის ნევროლოგიური სტრუქტურების დაზიანებამდე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის ფორმირებამდე მივყავართ.

ასევე დაგაინტერესებთ
ხერხემლის დაავადებები

ამავე დროს, ჩვენი ცხოვრება ძალზე დინამიკურია. ნაკლებად დატვირთულ უმოძრაო კვირას შესაძლოა მოჰყვეს უჩვეულო ფიზიკური დატვირთვა (სახლის საფუძვლიანი დალაგება, საბურავის გამოცვლა და ა.შ.) და სწორედ ეს იქცეს ზურგის, წელის ტკივილის მეორე მიზეზად. უხერხულმა მოძრაობამ ან მძიმე ტვირთის აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს დეგენერაციული ცვლილებები - მალათაშუა დისკების დაზიანება შემდგომი გამოზნექით (თიაქრით) და ზურგის, წელის მწვავე ტკივილი.

კომენტარები (3)
giorgi
სად მდებარეობს კლინიკა ხერხემალი?
თარიღი : 03-06-2014
Discount Oakley Sunglasses
Crackle The Texas Chainsaw Massacre: The Next Generation Action/Horror (1995) Discount Oakley Sunglasses http://www.omegacomminc.com/fakeoakleys.html
თარიღი : 04-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ხერხემლისა და სახსრების დაავადებები: მითები და რეალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლისა და სახსრების დაავადებები: მითები და რეალობა

წესისამებრ, ყველაზე შრომისუნარიან ასაკში. ეს მდგომარეობა ხშირად მიმზიდველ საკბილოდ აქცევს პაციენტს ათასგვარი დილენტატისა და შარლატანისთვის, რომლებიც ხალხური სამედიცინო საშუალებებითა თუ დამახინჯებული ტერმინოლოგიით თავბრუს ახვევენ ტკივილისაგან გაწამებულ ადამიანს და “დისკის ჩასწორებით” განკურნების დაპირებასაც უხვად არიგებენ.

  • რისი ბრალია სინამდვილეში ზურგისა და სახსრების ტკივილი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება

ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა “ხერხემლის” ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ფალიანი-კაციტაძე.

- უპირველესად, მინდა შევეხო იმ რიტორიკას, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მოსახლეობაში და ზოგიერთი ექიმიც დაავადების არსის ახსნის მიზნით პაციენტთან საუბრისას ხშირად იყენებს. “მარილების დაგროვება”, “მარილების ჩალაგება”, “ნერვის ჩაწეწკვა” - ამგვარად ხსნიან ზურგის (წელის) და სახსრების ტკივილის მიზეზს, რაც სრულიად მიუღებლად და არაპროფესიონალურად მიმაჩნია. ასეთი პრიმიტიული და მცდარი წარმოდგენა მომავალში ბუმერანგივით უბრუნდებათ თავად ექიმებს, რაც აძნელებს დაავადების შესახებ პაციენტთან საუბარს. იგი ითხოვს “დისკის ჩასმას”, “მარილების დაშლას” და როდესაც სპეციალისტი უხსნის, რომ მისი დაავადება მთელ რიგ ფაქიზ სტრუქტურებთანაა დაკავშირებული და გაცილებით ღრმა, პროფესიულ ხედვასა და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, აღარ სურს ამის გაცნობიერება, “დამახინჯებული ტერმინოლოგია” კი მას არასწორი მკურნალობის გზაზე აყენებს.

კიდევ ერთი მძიმე შეცდომა რენტგენის ან მაგნიტურ-რეზონანსული სურათების მიხედვით მარჩიელობაა. პაციენტი და მისი ოჯახის წევრები ხშირად თვითონვე ირჩევენ კვლევის მეთოდს და მზა სურათებით მოდიან ექიმთან “სასაუბროდ”, ზოგჯერ - პაციენტის გარეშეც კი. მინდა, ავუხსნა მათ: სურათის მიხედვით მკითხაობა კი არ არის საჭირო, არამედ პაციენტის გასინჯვა და კლინიკური დიაგნოზის დასმა სწორი მკურნალობის დასაგეგმავად.

ადამიანის ზურგი რთული ფუნქციური სტრუქტურაა, რომლის მთავარი ნაწილებია ხერხემალი და კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის მოძრაობასა და სიმყარეს. ზურგის ტკივილი ცივილიზაციის დაავადებაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც წარმოადგენს ძვლებისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს, ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ. პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები, რაც იწვევს იმ ნერვის რეცეპტორების გაღიზიანებას, რომელიც პასუხს აგებს ამ სტრუქტურებზე და იწვევს ხერხემალში ადგილობრივ ტკივილს.

დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგად ყალიბდება მალათაშორისი თიაქარი, რასაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებაც მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ტკივილს ემატება ნევროლოგიური დარღვევებიც - დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა.

  • რა იწვევს ყველაფერ ამას?

- უპირველესი მიზეზია სტატიკური დატვირთვა. უმოძრაობა არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის სხეულისთვის. ყოველდღიურ მრავალსაათიან არაფიზიოლოგიურ პოზას (დგომა/ჯდომა) სამსახურში, ტრანსპორტში და სხვაგან მოსდევს ხერხემლისა და მისი სტრუქტურების დისტროფიული დაზიანება. დადგენილია, რომ დგომისას მალათაშუა დისკებზე ზეწოლა იზრდება 2-ჯერ, ჯდომისას - 4-ჯერ (განსაკუთრებით - სავარძელში ჯდომისას, როდესაც კუნთები მოდუნებულია და მთელი დატვირთვა მალათაშუა სტრუქტურებზე მოდის). ამიტომაც ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ ჯდომა იძულებით პოზაში (ტრანსპორტის მძღოლები, ოფისის მუშაკები, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერთან), წარმოადგენენ ზურგის, წელის ტკივილის რისკჯგუფებს.

ხერხემლისა და ხერხემალთან მდებარე სტრუქტურების სტატიკური გადატვირთვა ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით (სკოლიოზი, სპონდილოპათიები, ხერხემლის კუნთების სისუსტე) იწვევს მალათაშუა დისკის დისტროფიას, ხერხემლის დისტროფიულ დაზიანებას (სპონდილოართროზს). დისკი გამოშრება და კარგავს ამორტიზატორის ფუნქციას, რასაც ხერხემლის ნევროლოგიური სტრუქტურების დაზიანებამდე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის ფორმირებამდე მივყავართ.

ამავე დროს, ჩვენი ცხოვრება ძალზე დინამიკურია. ნაკლებად დატვირთულ უმოძრაო კვირას შესაძლოა მოჰყვეს უჩვეულო ფიზიკური დატვირთვა (სახლის საფუძვლიანი დალაგება, საბურავის გამოცვლა და ა.შ.) და სწორედ ეს იქცეს ზურგის, წელის ტკივილის მეორე მიზეზად. უხერხულმა მოძრაობამ ან მძიმე ტვირთის აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს დეგენერაციული ცვლილებები - მალათაშუა დისკების დაზიანება შემდგომი გამოზნექით (თიაქრით) და ზურგის, წელის მწვავე ტკივილი.


ზურგის ვერტებროგენული ტკივილების ყველაზე ხშირი მიზეზია დორსოპათია - არავისცერული ეტიოლოგიის, ხერხემლის დეგენერაციულ დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილის სინდრომი სხეულისა და კიდურების არეში. დეგენერაციულ პროცესში ერთვება ხერხემლის მოძრავი სეგმენტის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკი, რკალისებური მორჩების შესახსრებები, მყესები და კუნთები, რაც იწვევს ზურგის ტვინის ნერვების რეცეპტორთა გაღიზიანებას და შემდგომ - ზურგის ტვინის ნერვებისა და თვით ზურგის ტვინის შესაძლო დაზიანებას.

დორსოპათიების სტრუქტურაში ოსტეოქონდროზის წილი 50-70%-ს შეადგენს.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი მალათაშუა დისკების დეგენერაციული პროცესია, რომელშიც თანდათან ერთვება სხვა მალათა სხეულები და ხერხემლის მყესოვანი სტრუქტურები.

მრავალი ავტორის აზრით, დაავადების პირველი ნიშნები მალათაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებების პირველი ნიშნები თავს იჩენს ადამიანის ცხოვრების მეორე-მესამე ათწლეულში.

ოსტეოქონდროზი სისტემური მრავალფაქტორული დაავადებაა, მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის:

  1. შთამომავლობით ფაქტორებს;
  2. განვითარების თანდაყოლილ მანკებს;
  3. ასაკს;
  4. შეძენილ თავისებურებებს.

ზურგის (წელის) ტკივილი განაჩენი არ არის. აუცილებელია ამ დაავადების მიზეზების ცოდნა, მასთან თანაცხოვრება, მასთან ბრძოლა ცხოვრების სრულყოფილი ხარისხის შესანარჩუნებლად. ამას მივაღწევთ, უპირველესად, პროფილაქტიკით: ექიმთან დროულად მისვლით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად, რეგულარული და სწორი ფიზიკური ვარჯიშით, მოძრაობის მართებული სტერეოტიპის დაცვით ზურგის ტკივილისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.

  • ბევრს ამისთვის საუკეთესო გზად ქირურგიული ჩარევა მიაჩნია. შესაძლებელია თუ არა ბოლომდე განკურნება ამ მეთოდით? როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია?

- დღესდღეობით ცნობილია მკურნალობის ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. მალათაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობა ტარდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ჩვენებათა მიხედვით სპეციალიზებულ ნეიროქირურგიულ განყოფილებებსა და კლინიკებში.

გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებებია:

  1. სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის სფინქტერების პარეზი და დამბლა;
  2. ძლიერი ინტენსივობის და ურჩი ფესვობრივი ტკივილი, თუ მან ორი კვირის განმავლობაში კონსერვატიული მკურნალობის შედეგად არ გაიარა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თიაქრის ზომა აღემატება 7 მმ-ს, და, მეტადრე, შეინიშნება სეკვესტრაცია.

გეგმური ჩარევა შესაძლებელია:

  1. სამი თვის და მეტი ხნის განმავლობაში უეფექტო კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ;
  2. კიდურებისა და კიდურთა დისტალური სეგმენტის დამბლის დროს;
  3. კუნთების ატროფიის ნიშნების, ფესვის ფუნქციური აქტივობის მოსპობის ფონზე.

თანამედროვე მედიცინის მიღწევები საშუალებას იძლევა, თავი დავაღწიოთ რთულ ოპერაციულ ჩარევას და ასეთ პაციენტებს კონსერვატიულად ვუმკურნალოთ.

  • რას გულისხმობს კონსერვატიული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია მასაჟი?

- კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ფიზიკური და ბიოდინამიკური მეთოდების მთელ წყებას. ესენია:

  1. ფიზიოთერაპია;
  2. დაჭიმვა;
  3. კინეზოთერაპია;
  4. მასაჟი;
  5. მანუალური თერაპია;
  6. საჭიროების შემთხვევაში - ლოკალური მიკროინექციებიც.

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ მწვავე ტკივილის დროს მასაჟის გაკეთება არ შეიძლება. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა - მტკივანი მიდამოს მომიჯნავე კუნთები დაჭიმულია, არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია, ამიტომ მასაჟიც სჭირდება და ფიზიოთერაპიული პროცედურებიც. დაუშვებელია მონოთერაპია - მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა, მასაჟი იქნება ეს, დაჭიმვა თუ მედიკამენტი.

ქირურგიული ჩარევით მკურნალობა არ მთავრდება, როგორც შეცდომით ჰგონია პაციენტთა უმრავლესობას. ამით მკურნალობა მხოლოდ იწყება. ნებისმიერ ჭრილობას სჭირდება 1-2 კვირა შეხორცებისთვის, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ უნდა დაიცვათ განსაზღვრული წესები, განურჩევლად იმისა, საავადმყოფოში წევხართ თუ სახლში გაეწერეთ. უწინარესად თავად პაციენტზეა დამოკიდებული ოპერაციის შემდგომი პერიოდის სწორად განვითარება.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი არ უნდა ელოდოს სასწაულს; მან უნდა მიაკითხოს ექიმს და ჩაიტაროს სარეაბილიტაციო ღონისძიებები. გარდა სამედიცინო რეაბილიტაციისა, საჭიროა მოწესრიგდეს ცხოვრებისა და შრომის რეჟიმი, სწორად დავსხდეთ, ვერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და შევასრულოთ სამკურნალო ვარჯიშები, რომელთა შესახებ კონსულტაციას სპეციალისტი გაგვიწევს.

ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ისევე როგორც მალათაშორისი თიაქრის კონსერვატიული მკურნალობის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიზიოთერაპიას.