ზაფხული და სწორად შერჩეული ფეხსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და სწორად შერჩეული ფეხსაცმელი

1. კედები

პლიუსები: მსუბუქი, კომფორტული, უნივერსალური.

მინუსები: არა აქვს კალაპოტის რელიეფი.

ბრტყელ ძირს არ შეუძლია ამორტიზაცია მიწის ზედაპირზე, რაც ტერფებსა და მუხლებს დისკომფორტს უქმნის.

  • რჩევა: ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ ქუსლის მხარეს (უპირატესობა მიანიჭეთ ორთოპედიულს). არ ღირს მუდმივად ასეთი ფეხსაცმლით სიარული, ყველაზე კარგი ვარიანტია - ყოველდღე შეანაცვლოთ სხვა ფეხსაცმლით.

2. მიული

პლიუსები: ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, წვივებს კი უფრო აწვრილებს.

მინუსები: არამყარია. არ მაგრდება ფეხზე.

  • რჩევა: ხშირად არ ჩაიცვათ. მიული ბრტყელ ძირზე გამოდგება მხოლოდ პლიაჟზე გასასვლელად. ქალაქში ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება ქუსლების დასკდომის მიზეზი გახდეს.

3. ესპადრელები

პლიუსები: კომფორტული და მსუბუქი ფეხსაცმელი, კანი სუნთქავს (თუ ნატურალური მასალაა), არ ხეხავს კანს.

მინუსები: ბრტყელი ძირი, ადვილად სველდება ქსოვილი, არამუდმივია.

  • რჩევა: აირჩიეთ მოდელი სარტყლით და ყურადღება მიაქციეთ სუპინატორს.

4. შლაპუნები (შლოპანცები)

პლიუსები: ადვილია ჩაცმა და გახდა, მოსახერხებელია წყალსა და ქვიშაში.

მინუსები: თხელი ძირი, არა აქვს სუპინატორები, არ იცავს ფეხს დაზიანებისა და ტრავმებისგან, სიარულის დროს ფეხი იღლება კუნთების ზედმეტი დაძაბულობისაგან, „მაზოლები“ თითებს შორის.

  • რჩევა: გამოიყენეთ ეს ფეხსაცმელი აუზისა თუ პლიაჟისთვის, უპირატესობა კი სქელძირიან მოდელებს მიანიჭეთ.

5. წვეტიანი ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე

პლიუსები: ლამაზია, სიმსუბუქესა და დახვეწილობას ანიჭებს სხეულს.

მინუსები: ცხვირის ფორმა იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ფეხის თითებში, კალაპოტში ტერფის არაბუნებრივი მდებარეობა ცვლის დატვირთვის გადანაწილებას კანჭის კუნთებზე და იწვევს სისხლის უკუდენის დარღვევას ქვედა კიდურებიდან (ვარიკოზს), ზრდის ტრავმის საფრთხეს, ახდენს ფეხის დეფორმაციას.

  • რჩევა: საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ფეხსაცმელი მოხერხებულად იჯდეს ფეხზე, ქუსლი კი არ იყოს ძალიან მაღალი (ოპტიმალური ზომა - 4-5 სმ სქელი მყარი ქუსლი).

6. პლატფორმიანი ფეხსაცმელი

პლიუსები: ზრდის სიმაღლეს, ვიზუალურად მოხდენილს ხდის ფიგურას, წვრილი ქუსლისგან განსხვავებით, უფრო კომფორტულ შეგრძნებებს იწვევს.

მინუსები: ტერფების დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევა, ტრავმის საშიშროება.

  • რჩევა: კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმლის ქუსლი მყარი ქუსლით შეცვალეთ.

7. ე. წ. „ბალეტკები“

პლიუსები: უნივერსალურობა, ადვილია ჩაცმა და გახდა.

მინუსები: ხშირი ჩაცმა ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობის განვითარებას, არა აქვს სუპინატორი, ტერფი არასწორად იწყებს ფუნქციონირებას, ჩნდება მუხლების, თეძოებისა და ზურგის პრობლემები.

  • რჩევა: უბრალო ორთოპედიული ჩასადები დაგეხმარებათ ტერფის ტკივილის არიდებაში, ქუსლქვეშა ჩასადები კი - შეამცირებს ქუსლის ტკივილს.

8. ფეხშიშველი

არ არის რეკომენდებული ფეხშიშველი სიარული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ადამიანის ფეხი არ არის მიჩვეული სიარულს სწორ ზედაპირზე: იატაკზე, ტროტუარის ფილაზე ან ასფალტზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტერფის დეფორმაცია და ხელი შეუწყოს ბრტყელტერფიანობის განვითარებას.