/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები

თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები
გულგრილად ვერავინ უყურებს ბალიშზე შერჩენილ საკუთარ კულულებს... თმის ცვენას ბევრი რამ განაპირობებს. როგორ მოვიქცეთ, როდესაც შემაშფოთებელი რაოდენობის თმას ვკარგავთ? გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ხათუნა ბერიანიძე.- ქალბატონო ხათუნა, რისი ბრალია თმის ცვენა?- თმის პათოლოგიური ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰორმონული დისბალანსი;
  • თავის თმიანი ნაწილის ტრავმა;
  • სტრესი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • რადიაცია და სხვ.

რისკფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა (გამელოტების რისკი გაცილებით მაღალია, როდესაც მელოტია თქვენი ოჯახის წევრი);
  • თმის არასწორი მოვლა (შეღებვა, მელირება, ქიმიური დახვევა და სხვ.);
  • ცუდი კვება (თუ არასათანადო ოდენობით მიირთმევთ რკინის, თუთიის, პროტეინის შემცველ პროდუქტებს, რისკის ჯგუფში ხართ);
  • სუსტი იმუნური სისტემა (საჭიროა დროდადრო იმუნური სკრინინგის ჩატარება);
  • ქერტლი (შესაძლოა უცნაურად მიგაჩნდეთ, მაგრამ ქერტლი ხშირად თან ახლავს ანდროგენულ ალოპეციას).

- გენეტიკა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ის?

- თმის ცვენაში გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფაქტორი წამყვან როლს ასრულებს. გამელოტებული ადამიანის თმის ფოლიკულები გენეტიკურად დაპროგრამებულია. სავარაუდოდ, ზოგიერთი გენი, რომლებსაც ის დედისგან ან მამისგან იღებს, გავლენას ახდენს სიმელოტის დონეზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- როგორ ამოვიცნოთ თმის პათოლოგიური ცვენა?

  • თავის დაბანის შემდეგ აბაზანაში ზომაზე მეტი თმა დარჩება;
  • დილით, საწოლიდან წამომდგარი, ბალიშზე დაინახავთ თმის დაცვენილ ღერებს;
  • თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე უხვად შერჩება თმა.

- რა სახისა შეიძლება იყოს გამელოტება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და ულეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შწმდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყცელაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

- გამელოტება ანუ ალოპეცია შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი. არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმა ისევ აღდგება, ნაწიბუროვანის შემთხვევაში კი არა. განასხვავებენ არანაწიბუროვანი ალოპეციის შემდეგ ფორმებს:

1. თანდაყოლილს;

2. ანდროგენეტიკურს (ანდროგენულს);

3. სებორეულს;

4. დიფუზურს;

5. რგოლისებრს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იმპეტიგო: კანის ინფექცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
იმპეტიგო: კანის ინფექცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
იმპეტიგო კანის გავრცელებული, უაღრესად გადამდები ინფექციაა, რომელიც ხშირად აზიანებს ბავშვებს, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.
სრულად
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები
ზაფხული რთული პერიოდია ფრჩხილებისთვის. ამ პერიოდში ისინი უამრავ არახელსაყრელ ფაქტორს ექვემდებარებიან, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს, გახდეს მტვრევადი, აშრევდეს. მნიშვნელოვანია, ზაფხულში ფრჩხილებზე სწორად ზრუნვა.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?
რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?
ტუჩების სიმშრალისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ბალზამი ტუჩების დასამშვიდებლად და დასარბილებლად. მაგრამ
სრულად
ხუთი ნივთიერება, რომელიც დაგვეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში
ხუთი ნივთიერება, რომელიც დაგვეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში
კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას.
სრულად
სუფთა სახე - 8 მითი კანის დაავადებების მკურნალობის შესახებ
სუფთა სახე - 8 მითი კანის დაავადებების მკურნალობის შესახებ
რატომ ვერ ვიშორებთ კანიდან გამონაყარს და პიგმენტურ ლაქებს? ხშირად არასწორი მკურნალობის გამო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : დერმატოლოგია

-მოგესალმებით, მაქვს კანთან დაკავშირებული პრობლემა ერთწელზე მეტია, ერთ დღეს საზარდულის მიდამოში საპარსი ბრიტვით გავიპარსე და მას შემდეგ მალევე კანზე ყვითელი ლაქის მაგვარი რამ გამჩნდა, რაც ერთი შეხედვით მუწუკს მოგაგონებდა ყვითელი თავის გამო, თუმცა გამორწყობით არ ირწყობოდა და მას მერე ლაქათ მაქვს დარჩენილი წელიეადზე მეტი ხანია, ვიფიქრე გაიწოვდა რაღაც დროის მერე თუმცა შემრჩა, ასევე ანოლოგიური პრობლემა მაქვს გულმკერდის მიდამოში როდესაც მუცლის თმას ვიპარსავდი საპარსი ბრიტვით აქაც მაგვარი ლაქა ჩამომიყალიბდა იმ განსვსვებით რომ ეს ბოლოს ნახსენები ლაქა წითელია და ესეც მუჭუკს მოგაგონებს თუმცა არაფერია და ასე მავს, რას მეტყოდით რა შეიძლება იყოს ეს და რა მოუხერხო ?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები

  • ჰორმონული დისბალანსი;
  • თავის თმიანი ნაწილის ტრავმა;
  • სტრესი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • რადიაცია და სხვ.

რისკფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა (გამელოტების რისკი გაცილებით მაღალია, როდესაც მელოტია თქვენი ოჯახის წევრი);
  • თმის არასწორი მოვლა (შეღებვა, მელირება, ქიმიური დახვევა და სხვ.);
  • ცუდი კვება (თუ არასათანადო ოდენობით მიირთმევთ რკინის, თუთიის, პროტეინის შემცველ პროდუქტებს, რისკის ჯგუფში ხართ);
  • სუსტი იმუნური სისტემა (საჭიროა დროდადრო იმუნური სკრინინგის ჩატარება);
  • ქერტლი (შესაძლოა უცნაურად მიგაჩნდეთ, მაგრამ ქერტლი ხშირად თან ახლავს ანდროგენულ ალოპეციას).

- გენეტიკა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ის?

- თმის ცვენაში გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფაქტორი წამყვან როლს ასრულებს. გამელოტებული ადამიანის თმის ფოლიკულები გენეტიკურად დაპროგრამებულია. სავარაუდოდ, ზოგიერთი გენი, რომლებსაც ის დედისგან ან მამისგან იღებს, გავლენას ახდენს სიმელოტის დონეზე.

- როგორ ამოვიცნოთ თმის პათოლოგიური ცვენა?

  • თავის დაბანის შემდეგ აბაზანაში ზომაზე მეტი თმა დარჩება;
  • დილით, საწოლიდან წამომდგარი, ბალიშზე დაინახავთ თმის დაცვენილ ღერებს;
  • თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე უხვად შერჩება თმა.

- რა სახისა შეიძლება იყოს გამელოტება?

- გამელოტება ანუ ალოპეცია შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი. არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმა ისევ აღდგება, ნაწიბუროვანის შემთხვევაში კი არა. განასხვავებენ არანაწიბუროვანი ალოპეციის შემდეგ ფორმებს:

1. თანდაყოლილს;

2. ანდროგენეტიკურს (ანდროგენულს);

3. სებორეულს;

4. დიფუზურს;

5. რგოლისებრს.


ნაწიბუროვან ალოპეციას კი შემდეგი ფორმები აქვს:

1. ალოპეცია მემკვიდრეობითი დერმატოზების დროს;

2. ალოპეცია ინფექციური დაავადებების დროს;

3. ალოპეცია არაინფექციური დაავადებების დროს.

- რა არის ბუდობრივი გამელოტება?

- ბუდობრივი გამელოტება ანუ ბუდობრივი ალოპეცია არის დაავადება, როდესაც თავის თმიან ნაწილზე, სახესა და კანის გლუვ ზედაპირზე თმაგაცვენილი უბნები გვხვდება.

- რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას?

- ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ბუდობრივი ალოპეცია ჰეტეროგენული კლინიკური სინდრომია, რომლის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

  • ემოციური სტრესი;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
  • ფიზიკური ტრავმა;
  • გენეტიკური ფაქტორები და სხვ.

ბუდობრივი ცვენა კლინიკურად სამ სტადიად ვლინდება:

  • პირველი, აქტიური სტადიის დროს კანი ალოპეციის უბნებში ჰიპერემიულია, ოდნავ შეშუპებული, იგრძნობა წვა და ჩხვლეტა, საზღვარზე ჩანს გადატეხილი თმის ღერები. შეინიშნება “მორყეული თმის” ზონაც. თუ ამ ზონაში თმას მოვქაჩავთ, ადვილად ამოძვრება. ამ ზონის საზღვარი 0,5-1 სმ-ია;
  • მეორე ანუ სტაციონარული სტადიის დროს მორყეული თმის ზონა არ შეინიშნება, კანი ამ ნაწილში ფერმკრთალია;
  • მესამე, რეგრესის სტადიაში გაცვენილ უბნებზე შეინიშნება დეპიგმენტირებული, ღინღლოვანი თმა.

- რა არის თანდაყოლილი ალოპეცია?

- თანდაყოლილი ალოპეცია არის თმის არარსებობა დაბადებისთანავე (ატრიქია). ეს ემბრიონის ექტოდერმის ანომალიაა, გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტურად და მკურნალობას არ ექვემდებარება.

- როგორ სვამენ თმის ცვენის დიაგნოზს და ახდენენ დიფერენცირებას?

- თმის ცვენის დიაგნოზს სვამენ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და ტრიქოგრამის მიხედვით. ანდროგენული ალოპეციის დროს თმის ცვენა იწყება საფეთქლების მიდამოდან, შემდეგ გადადის შუბლზე და საბოლოოდ თმა მხოლოდ კეფაზე და საფეთქლებთან რჩება. შესაძლოა საჭირო გახდეს თმის ცვენის დიფერენცირება ტრიქოტილომანიის, დიფუზურ-ტოქსიკური ალოპეციისა და თავის თმიანი ნაწილის მიკოზისგან. ტრიქოტილომანიის დროს ალოპეციის უბნები არასწორი ფორმისაა და, როგორც წესი, ხელმისაწვდომ ადგილას მდებარეობს. მიკროსკოპით დათვალიერებისას დისტროფიული თმა არ გვხვდება. დიფუზურ-ტოქსიკური ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე მეტალებმა, ქიმიოთერაპიამ, ციტოსტატიკებმა და მაღალი ტემპერატურის დიდხანს შენარჩუნებამ. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის დროს ალოპეციის კერებში შეინიშნება ანთებითი “ბურთები” და თმა კანიდან 2-3 მმ-ზეა გადატეხილი. მიკროსკოპული გამოკვლევა ავლენს სოკოს მკვრივ მარცვლებს.

- როგორია პროგნოზი?

- პროგნოზი ცუდია, როდესაც დიდხანს არ დგება რემისია, თმის ცვენას ერთვის ფრჩხილების დისტროფიული ცვლილება, პაციენტს გენეტიკა დატვირთული აქვს ნეიროვასკულარული, აუტოიმუნური და ატოპიური დაავადებებით. დაცვენილ უბნებში თმის ამოსვლა რეციდივის არარსებობის გარანტია არ არის.

- როგორ მკურნალობენ თმის ბუდობრივ ცვენას?

- ბაზისური თერაპია ითვალისწინებს დაავადების პათოგენეზზე ზემოქმედებას, კორტიკოსტეროიდების სისტემურ და ადგილობრივ მოხმარებას, ფოტოქიმიურ თერაპიას და ა.შ. ალტერნატიულ მკურნალობას მიმართავენ მაშინ, როდესაც ბაზისური თერაპიის გამოყენება პაციენტისთვის შეუძლებელია. ის მოიცავს მსუბუქ იმუნომოდულატორებს, თუთიის პრეპარატებს, სპაზმოლიზურ საშუალებებს და სხვა.