სხვადასხვაფერის პიტირიაზი - კლინიკური თავისებურებები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვადასხვაფერის პიტირიაზი - კლინიკური თავისებურებები და მკურნალობის საშუალებები

რა დაავადებაა სხვადასხვაფერის პიტირიაზი, როგორ ვლინდება და მკურნალობის რა საშუალებები არსებობს, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ნინო მოსაშვილი.

- ქალბატონო ნინო, რას არის კანის სოკოვანი ინფექციები და ვინ შეიძლება დაინფიცირდეს?

- სოკოვანი ინფექციები, ანუ მიკოზები, დაავადების ერთობლიობაა, რომლის გამომწვევიც არის პათოგენური სოკოები. კანის სოკოვანი ინფექციით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა, არსებობს სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორი, რომელიც ზრდის მისი განვითარების რისკს, ესენია:

  • კანის ქრონიკული დაავადებები;
  • ენდოგენური ფაქტორები;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • ჰიგიენური პირობების დარღვევა, კლიმატური პირობები და ა. შ.

- რა დაავადებაა სხვადასხვაფერის პიტირიაზი, რამდენადაა გავრცელებული და რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება?

- კანის ზერელე სოკოებიდან ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სხვადასხვაფერის პიტირიაზი (Tinea versicolor), რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული თბილ და ნოტიო რეგიონებშია. თინეა ვერსიცოლორ-მა შეიძლება მიაღწიოს 50%-მდე გავრცელებას ტროპიკულ ქვეყნებში, ხოლო ცივ კლიმატში, მაგალითად, შვედეთში, შეიძლება იყოს 1,1%-მდე.

მისი გავრცელება ყველაზე ხშირია მოზარდებსა და სპორტსმენებს შორის. შესაძლებელია იმიტომ, რომ ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი პროდუქცია ხდება, რაც ქმნის ლიპიდებით მდიდარ გარემოს, ეს კი ხელს უწყობს Malasezia furfur-ის ზრდას, რომელიც დაავადების გამომწვევია. თუმცა, არსებობს შემთხვევები ბავშვებს შორისაც. თინეა ვერსიცოლორ თანაბარ გავლენას ახდენს მამაკაცებსა და ქალებზე, კონკრეტული ეთნიკური უპირატესობის გარეშე.

- როგორია მისი კლინიკური ნიშნები?

- Malasezia კანის ნორმალური ფლორის კომპონენტია, თუმცა, თუ ის საფუარი სოკოების მიცელიუმად გარდაიქმნება, მაშინ ვითარდება დაავადება. კვლევების თანახმად, Malassezia-ს 14 სახეობა არსებობს, თუმცა სხვადასხვაფერის პიტირიაზზე პასუხისმგებელი Malassezia furfur და Malassezia გლაბოსა გახლავთ.

სიტყვა, „ვერსიცოლორ“, შეიქმნა კანის პიგმენტაციის ცვლილებების გამო მდგომარეობის აღსაწერად. დაავადება გამოვლინდება რამდენიმე ან მრავალრიცხოვანი ქერცლოვანი, მოვარდისფრო, თეთრი ან ყავისფერი ლაქების სახით, სუბიექტური სიმპტომების გარეშე. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ლაქები თეთრდება და ხდება დეპიგმენტური, რომელიც ზაფხულში უფრო შესამჩნევია, თუმცა, საფუარი სოკოების ანთებითმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს პირიქით, კანზე პიგმენტური და ერითემატოზული დაზიანებები ლაქების სახით.

- სხეულის რა მიდამოში შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი და როგორ ისმება დიაგნოზი?

- დაავადება ლოკალიზებულია გულ-მკერდის, ზურგის, მხრების, კისრის, მუცლისა და სხვა ადგილებში. დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, ვუდის ნათურით კანის ანაფხეკის ლაბორატორიულ კვლევასა და დერმატოსკოპით დიაგნოსტირებას.

- რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების განვითარებაში ჰიგიენა და რა არის რისკ-ფაქტორები?

- ცუდი ჰიგიენა არ არის გამომწვევი მიზეზი, უმთავრესად გარემო ფაქტორები:

  • სიცხე და ტენიანობა;
  • ორსულობა;
  • ცხიმიანი კანი;
  • ცხიმიანი ლოსიონებისა და კრემების გამოყენება ზრდის Tinea versicolor-ის განვითარების რისკს;
  • გენეტიკურმა ფაქტორებმა შესაძლებელია გარკვეული როლი შეასრულოს დაავადების განვითარებაში. Tinea versicolor-ის მქონე პაციენტების 21%-ს აქვს დადებითი ოჯახური ისტორია;
  • იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს დაავადების განვითარების რისკი მაღალი აქვთ.

- როგორია სხვადასხვაფერის პიტირიაზის მკურნალობა, ადგილობრივი თუ ზოგადი თერაპია და რამდენადაა რეციდივის განვითარების საშიშროება?

- დაავადების სამკურნალოდ ეფექტურია როგორც პერორალური პრეპარატები, ასევე ადგილობრივი ანტიმიკოზური კრემები, სპრეები და შამპუნები. თუმცა, რადგან ხშირია რეციდივი, საჭიროა პაციენტის ინფორმირება პროფილაქტიკურ თერაპიაზე მკურნალობის შემდეგ. ვინაიდან გამონაყარი თვალსაჩინოა და რეციდივიც ხშირი, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. დროული დიაგნოსტირება და ექიმ-დერმატოლოგთან ვიზიტი დაგეხმარებათ არასასურველი, არაესთეტიკური დაავადებების დროულად მკურნალობაში.

- გადამდებია თუ არა სხვადასხვაფერის პიტირიაზი, რამდენად შესაძლებელია მისი პრევენცია და როგორია პროგნოზი?

- დაავადება გადამდები არ არის. პიგმენტური ცვლილებები კი ხშირად წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ნარჩუნდება, პიგმენტაციის აღდგენას, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.