სებორეა - როცა კანი ცხიმს გაძლიერებულად გამოყოფს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სებორეა - როცა კანი ცხიმს გაძლიერებულად გამოყოფს

რომლის დროსაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ამ დროს კანი შეცვლილი ქიმიური შემადგენლობის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს.

ამის შედეგად მცირდება კანის ანტიმიკრობული თვისებები და იქმნება ხელსაყრელი პირობები ინფექციისთვის, რასაც მუწუკების, ეგზემის, სებორეული დერმატიტის განვითარებამდე მივყავართ. სებორეით უმთავრესად 12-დან 24 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები ავადდებიან. 25-27 წლისთვის “ცხიმოვანი წყალდიდობა” გაივლის. სებორეა სამუდამოდ ადამიანთა მხოლოდ 10%-ს მიჰყვება, უფრო - მამაკაცებს.

რა იწვევს

სებორეის უშუალო მიზეზი უცნობია. მისი ინფექციური წარმოშობის შესახებ თვალსაზრისი პირველად 1873 წელს გამოთქვა მალასეზმა. მან ივარაუდა, რომ სებორეის გამომწვევია მიკროორგანიზმი Pityrosporum ovale. შემდეგ ეს სხვა მეცნიერებმაც დაადასტურეს. დღეს ცნობილია, რომ ეს საფუარა სოკო კანის ნორმალური მიკროფლორის 90%-ს შეადგენს.

ის კონცენტრირდება ცხიმოვანი ჯირკვლების გარშემო და ზრდისა და განვითარებისთვის იყენებს მათ სეკრეტს. ჯანსაღი კანი მექანიკურ ბარიერად ეღობება სოკოვანი ფლორის ორგანიზმში შეჭრასა და გამრავლებას. კანის ზედაპირის მჟავა არე, ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლიპიდები, მათი გარდაქმნის პროდუქტები დამღუპველად მოქმედებს ინფექციის გამომწვევებზე.

აქერცვლის ფიზიოლოგიური პროცესიც ასრულებს თავდაცვით როლს - მიკროორგანიზმებს აცილებს კანის ზედაპირს, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს სოკოს გამრავლებას. თუ ნორმაში თავის თმოვანი ნაწილის კანზე 46% Pityrosporum ovale-ა, ქერტლის გაჩენისას მისი წილი უკვე 74%-ს აღწევს.

დაავადება შესაძლოა დაამძიმოს შემდეგმა ფაქტორებმა:

ნერვულმა სტრესმა - ამ დროს ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ნეირორეგულაცია და მცირდება იმუნური სისტემის უჯრედთა ფუნქციური აქტივობა; იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს საგრძნობლად აქტიურდება საპროფიტური ფლორა თავის თმოვან ნაწილზე;

კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა - გასტრიტმა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანმა დაავადებამ, ქრონიკულმა კოლიტმა, დისბაქტერიოზმა, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებმა;

ჰორმონულმა დარღვევებმა - სებორეის ერთ-ერთი მიზეზია ქალური და მამაკაცური სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევა (ანდროგენების მომატება და ესტროგენების დაკლება);

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის სებოციტი რეაგირებს ანდროგენულ სტიმულაციაზე, და მართლაც, მამაკაცებში სებორეა უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში;

ინფექციის ქრონიკულმა კერებმა - ქრონიკულმა ტონზილიტმა, ჰაიმორიტმა, კარიესულმა კბილებმა;

ჰიპოვიტამინოზებმა და ავიტამინოზებმა, განსაკუთრებით - ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა;

კვებამ - სებორეის გამწვავება შესაძლოა გამოიწვიოს ცხარე, მლაშე საკვებმა, ტკბილეულმა (განსაკუთრებით - შოკოლადმა);

პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობამ (კანის დაბინძურებამ);

გენეტიკურმა განწყობამ - ქერტლისა და სებორეის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც.

არსებობს ე.წ. სებორეული კონსტიტუცია, რომლის დროსაც ძლიერია სებორეისადმი განწყობა. ამ დროს პაციენტებს, ჩვეულებრივ, უდასტურდებათ ოჯახური ანამნეზი, ანუ სებორეის არსებობა ახლო ნათესავებში.

როგორ ვლინდება

სებორეა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს. ესენია თ-ზონა (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) და დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები). სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. განასხვავებენ სებორეის რამდენიმე სახეობას: ცხიმოვანს (სველს), მშრალს და შერეულს. ყველაზე გავრცელებულია ცხიმოვანი ფორმა. ცხიმოვანი სებორეის დროს დაზიანებულ ადგილებს აქვს დამახასიათებელი ბზინვარება. ცხიმოვანი ჯირკვლების ფორები გაფართოებულია, არცთუ იშვიათად დაცობილია მუქი საცობებით (შავი ფერიმჭამელა).

კანი გასქელებულია, იღებს ჭუჭყიან-მორუხო შეფერილობას, ემსგავსება ლიმონის ქერქს. თმა ცხიმიანია, შესაძლოა გაჩნდეს გამელოტებული ადგილებიც. გარდა ამისა, სებორეის დროს კანზე შეიძლება შეამჩნიოთ წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები, ანუ ცხიმოვანი კისტები.

მშრალი სებორეა შედარებით იშვიათია. დაზიანებული ადგილები სახეზე იქერცლება, მგრძნობიარეა წყლის, საპნისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ. ფორების დაცობის გამო წარმოიქმნება ვულგარული აკნე. მშრალი ფორმის დროს ხშირია ქერტლი და ფერიმჭამელები.

წაიკითხეთ სრულად