როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება

ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ რომელიმე დაავადების ბრალი. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (ჰიპერფუნქციამ). როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. ცნობილია შემთხვევები, როცა ძლიერი ნერვული სტრესის შემდეგ ადამიანი ერთ დღე-ღამეში გაჭაღარავებულა. მაგალითად, ერთ ღამეში გათეთრდა მარია ანტუანეტა სიკვდილით დასჯის წინ. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მელანინისა და ცილის ქიმიურ შეკავშირებას, რის შედეგადაც პიგმენტი სწრაფად ნეიტრალდება. თმა შეიძლება გაჭაღარავდეს, როდესაც ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით მის სტრუქტურაში ჩნდება ჰაერის შემცველი სივრცეები. ამ დროს თმა, სინათლის გარდატეხის კუთხის ცვლილების გამო, მონაცრისფროს იღებს.

როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება - პრაქტიკულად შეუძლებელია, ჭაღარა თმას დავუბრუნოთ თავდაპირველი ფერი, მაგრამ თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეიძლება მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა ვცადოთ ან შევაჩეროთ მაინც პროცესი. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება და მავნე ფაქტორებისგან თავის დაცვა, პერიოდულად (წელიწადში 2-3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში) A, B, E, C ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას მიღება. შეიძლება ადგილობრივი მოქმედების საშუალებების გამოყენებაც. იხილეთ აგრეთვე სტატია "რა იწვევს ნაადრევ გაჭაღარავებას"