რა იწვევს ნაადრევ გაჭაღარავებას
დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი გახლავთ. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში და მისი დეფიციტი უხშირესად დიეტების მოყვარულთ უვითარდებათ ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიტამინ B12-ის დეფიციტიც. ეს ვიტამინიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი ამოღება რაციონიდან ხანგრძლივი დროით აუცილებლად გამოიწვევს გაჭაღარავებას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ზოგიერთი დაავადება იწვევს თმის შეფერილობის შეცვლას (გაღიავებას), რაც ზოგჯერ ადამიანებს ჭაღარა ჰგონიათ ხოლმე. ასეთი დაავადებებია: სებორეა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სპილენძის დეფიციტის გამომწვევი ე.წ. ვილსონ-კონოვალიოვის დაავადება და სხვ. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება, როგორც ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს. პირველ რიგში სისხლში განსაზღვრეთ კალციუმის დონე, თუ დადგინდა, რომ ორგანიზმი კალციუმის ნაკლებობას განიცდის, ასეთ შემთხვევაში იზრუნებთ კალციუმის მარაგის შევსებაზე. - მოკლედ, თუ ჭაღარის გარდა სხვა პათოლოგიური სიმპტომებიც გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ყოველგვარი დაავადება გამორიცხულია, მაშინ ერიდეთ დიეტებს, გაამდიდრეთ რაციონი ცხოველური ცილოვანი პროდუქტებით, ერიდეთ სტრესს. ხალხური მედიცინა კი თმის ფერის შესანარჩუნებლად გვირჩევს, ყოველდღიურად მივირთვათ ალუბალი (ზამთრის პერიოდში - მისი მურაბა). იხილეთ აგრეთვე სტატია "რატომ გვიჭაღარავდება თმა"