ანემიის სამკურნალო ხალხური მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრაქტიკული რჩევები

  • ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით. ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი რადიკალური მეთოდია!

  • აიღეთ კრაზანა - 3 სადილის კოვზი, ჭინჭრის დედა - 2 სადილის კოვზი, მაყვლის ფოთოლი - 2 სადილის კოვზი. წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ თითო ჭიქა, ცხელი.

  • სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი. ორ ჩაის კოვზს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ).

  • ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული უმარილო ბრინჯის ნახარში - 1/2 ჭიქა ჭამის წინ.

  • ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გრამი გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

  • წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჭიქა წვენი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე, მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს

მედიკამენტური თერაპიის პარალელურად ანემიის დროს რეკომენდებულია დიეტათერაპიაც. კერძოდ, სასურველია ცხიმების ზომიერად (70-80 გრამამდე) შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე ძვლის ტვინის გაცხიმოვნება. ცხიმები, ჩვეულებრივ, თრგუნავს სისხლწარმოქმნას. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს - რძისას, მზესუმზირასას და, საზოგადოდ, მცენარეულს. საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ ლიპოტროპული (ცხიმისმაგვარი) მოქმედების პროდუქტებით, რომლებიც დაიცავენ გაცხიმოვნებისგან ღვიძლსა და ძვლის ტვინს.

ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მიირთვათ 100 გრამი ღვიძლი, საკვებ რაციონს დაუმატოთ საფუვრის კერძები.

საფუვრის სასმლის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 50-100 გრამი საფუარი, გახსნათ 500-700 მლ წყალში და წამოადუღოთ.

სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები - რკინა, კობალტი, თუთია, მანგანუმი - ორგანიზმში აღწევენ ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით.

ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმები ხშირად ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშების მიღებას ურჩევენ პაციენტებს. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი და თევზი, ღვიძლი, ფილტვები, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები.

სასურველია შეიზღუდოს: ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა.

ანემიის დროს აუცილებელია რაციონის სასარგებლო პროდუქტებით გაჯერება. ამ უკანასკნელთა შერჩევა კი ეფუძნება მათ კალორიულობას, აგრეთვე - მათში რკინისა და C ვიტამინის შემცველობას. რეკომენდებულია საკმაო რაოდენობით კარაქის, ნაღებისა და რძის მიღება. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით ბოცვრისა).

რაციონში უნდა შედიოდეს კარტოფილი და პარკოსნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი. აუცილებელია აგრეთვე სუფთა ჰაერზე სეირნობა.