შეკრულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

შეკრულობა

შეკრულობა
დიდი ხანია, მაწუხებს შეკრულობა. გთხოვთ, თქვენი ჟურნალის საშუალებით მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ დავაღწიოთ თავი, აუცილებელია თუ არა საფაღარათო საშუალებების გამოყენება, კვების როგორი რეჟიმი დავიცვათ და როდის მივმართოთ ექიმს. გურანდა გეგია


პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა
შეკრულობა სულაც არ არის სახუმარო რამ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • კვების რაციონში ბოჭკოს ან სითხის დეფიციტი;
  • სტრესი;
  • მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებს ყაბზობას;
  • ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი.

გაქვთ თუ არა შეკრულობა?
“ნაწლავების ყოველდღიური დაცლა ბევრს ნორმად მიაჩნია, - ამბობს დოქტორი მარტინ შუ­სტერი, ბალტიმორის სამედიცინო ცენტ­რ­ის საჭმლის
მო­მნელებელი სი­სტემის დაავ­ადებათა განყოფილების ხელმ­ძღვანელი, - ეს შე­ცდომაა. ნაწლავების დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს: ზოგიერთს - დღეში სამჯერ, ზოგიერთს - კვირაში სამჯერ”.

იღებთ თუ არა საკმაო სითხეს?
პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა შეკრულობის დროს, ის არის, რომ საკუთარი კვების რეჟიმი შეამოწმოს. შეკრულობასთან საბრძოლველი მთავარი
იარაღია ბოჭკო და სითხე. აუცილებელია მათი დიდი რაოდენობით მიღება, რათა ფეკალური მასები დარბილდეს და თავისუფლად გამოვიდეს მსხვილი ნაწლავიდან.

რამდენია საჭირო?

  • ნაწლავებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში მინიმუმ 6 (სასურველია 8) ჭიქა სითხეს უნდა იღებდეს, - მიაჩნიათ ამერიკელ დიეტოლოგებს. შეიძლება ნებისმიერი სითხე, მაგრამ წყალი ყველას სჯობია.
  • ამერიკის დიეტოლოგთა ას­ოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 20-35 გრამი ბოჭკო უნდა მიიღოს, ხოლო მან, ვისაც შეკრ­ულობა აწუხებს, სულ ცოტა, 30 გრამი.

სად ვიპოვოთ უჯრედისი
თუ საკვებს გულისყურით შევარჩევთ, სულაც არ გაგვიჭირდება, ყოველდღიურად მივიღოთ 30 გრამი უჯრედისი: ნახევარი ჭიქა მწვანე ბარდა 5 გრამს გვაძლევს, ერთი ცალი პატარა ვაშლი - 3 გრამს, ერთი თეფში ქატო - 13 გრამს. ბოჭკოს უხვად შეიცავს ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, განსაკუთრებით - პარკოსნები, შავი ქლიავი, ლეღვი, ქიშმიში, სიმინდი, შვრიის ფაფა, მსხალი და ნიგოზი. რაციონში ბოჭკოს შემცველობა თანდათანობით გაზარდეთ, რათა აირებმა არ შეგაწუხოთ.

იარეთ სპორტულ დარბაზში
ყველამ ვიცით, რომ ვარჯიში უხ­დება გულს, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგონია, რომ ის ნაწლავებისთვისაც სასარგებლოა? რეგულარული ვარჯიში ებრძვის შეკრულობას, აიძულებს საკვებს, უფრო სწრაფად იმოძრაოს ნა­წლავებში.

ისეირნეთ

ყაბზობის დროს ფიზიკური დატვირთვის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა, მაგრამ ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ ფეხით სიარულს. სეირნობა ძალიან კარგია ორსულებისთვის, რადგან მრავალი მათგანი შეკრულობით იტანჯება. თუ ყაბზობა გაწუხებთ, ყოველდღე, სულ ცოტა, 20-30 წუთი უნდა იაროთ ფეხით.

შებრძანდით ტუალეტში

მრავალი ჩვენგანი მიჩვეულია, ტუალეტში იაროს არა მაშინ, როდესაც ორგანიზმი სთხოვს, არამედ მაშინ, როდესაც ეს მოხერხებულია, სურვილის ჩახშობა კი ხელს უწყობს შეკრულობას განვითარებას. ჩვევების შეცვლა არასოდეს არის გვიანი. ყველაზე ბუნებრივია, ტუალეტში იაროთ ჭამის შემდეგ. ამრიგად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, მიირთვით რამე; იგრძნობთ თუ არა მოთხოვნილებას, მაინც წაბრძანდით ტუალეტში და დაჰყავით იქ ათიოდე წუთი. დროთა განმავლობაში ნაწლავები საჭიროებისამებრ მოქმედებას მიეჩვევიან.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 05-07-2015
მერი
წითელი ჭარხალი მოხარშეთ სახეხზე გახეხეტ ასევე ნიორის რამდენიმე კბილი დანაყეტ ან გახეხეთ შეურიეთ ცოტა პილპილი მარილი და ზეთი აურიეტ (შეიძლება მაიონეზიტაც) ზეთი უფრო სასარგებლოა,ჭამეტ დგეში ორჯერ მაინც ძალიან გემტიელია და ძალიან სასარგებლო.
თარიღი : 05-07-2015
rusa
გასახდომი სლიმ ჩაი რომელიც საფაგარათეა ვსვამ და ხომ რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს.დიდუ ხანია მაწუხებს მაგრამ ექიმისთვის არ მიმიმართავს.გტხოვთ მირჩიოთ გავაგრძელო დალევა თუ შევწყვიტო????
თარიღი : 31-12-2014
ia tlashadze
შავი ქლიავის ჩირი სამი ცალი ძილის წინ გარეცხე, ჭიქაში ჩადე და ცივი წყალი დაასხი, დილით რომ გაიღვიძებ წყალი დალიე და ჩირიც შეჭამე, სამი თვე უნდა აკეთო, მერე შეისვენე და თუ დაგჭირდება კიდევ გააკეთე. ჩემ შვილს გასოცარი შედეგი მისცა. ჯანმრთელობას გისურვებ.
თარიღი : 19-12-2014
mako
მწუხებს ერტი ტვეა პატარა მუცელს რომ ვედსახიტ იქ ნაწლავები, ტან მეწვის ტკივილი ხან იმატებსდა წვა ხან ყრუტკივილსჰი და წვასჰი გადადის,ტკივილი გადადის სწორ ნაწლავისკენ, მამცივნებს,ასევე გადდის ტკივილი მენჯისკკენ, სწორ ნაწლავსჰიც ცჰამომტეხავს, გამოკვლევიტ გამოირიცხა სჰარდის ბუსჰტი და გენეკოლოგია, ხომ ვერ მეტყვიტ რისი ბრალია
თარიღი : 17-12-2014
natia
მაქვს 3 წლია სჰკრულობა მბერება მუცელი კვირასჰი ერტხელ დზლივს გავდივარ ვსვავდი გუტალაქსს და ახლა სეც აგარ მსჰველის რავქნა მირცჰიეტ რამე ადვილი ხალხური მედიცინიდან რასაც სახლის პირობებსჰი გავაკეტებ
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ისპანახი და სტაფილო მდიდარია კალიუმით, უჯრედისით და А ვიტამინით. თუმცა ისინი ნაწლავის
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
გთავაზობთ 5 ნატურალურ პროდუქტს, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას:
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი უხშირესად დაკავშირებულია აირწარმოქმნის გაძლიერებასთან, ნაწლავის სპაზმთან და
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად