მეტყველების დარღვევის მქონე ცნობილი ადამიანები
რომელსაც ახასიათებს ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების ხშირი განმეორება ან პროლონგირება. ზოგჯერ ენის ბორძიკი დაკავშირებულია ლოგოფობიასთან (ვერბოფობია)- ლაპარაკის შიშთან, რაც წარმოადგენს ენის ბორძიკის შედეგს ან მიზეზს.
სხვათა შორის, ბევრი ადამიანისთვის სრულიადაც არ შეუშლია ხელი ენის ბორძიკს, გამხდარიყვნენ ცნობილები და რეალიზებულები იმ სფეროებში, სადაც ლამაზად საუბრის უნარი აუცილებელია. მათ შორის არიან კინორეჟისორები, მსახიობები, ორატორები, პოლიტიკოსები, პოეტები, მხედართმთავრები, ღვთისმსახურები, ტელეწამყვანები და საჯარო პროფესიების სხვა წარმომადგენლები. ლოგონევროზი ჰქონდათ უინსტონ ჩერჩილს, დემოსფენს, მერილინ მონროს, ისააკ ნიუტონს, ბრიუს უილისს და სხვა ცნობილ ადამიანებს.
1998 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, 22 ოქტომბერს, მსოფლიოში მეტყველების დარღვევის (ენის ბორძიკი) მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე (International Stuttering Awareness Day) აღინიშნება. ღონისძიებები ხორციელდება, 1995 წელს დაარსებული, მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანების საერთაშორისო ასოციაციის (International Stuttering Association, ISA) მხარდაჭერით.
ამ დღეს ტარდება კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები, რიგი სოციალური ღონისძიებებისა, რომელიც მიმართულია ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისაკენ იმ პრობლემებსა და სირთულეებზე, რომელთაც ლოგონევროზის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
ლალი ჩხიკვაძე