/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები
მეხსიერება ურთულესი ფენომენია, რომლის რეალიზაციაშიც თავის ტვინის მრავალი სტრუქტურა მონაწილეობს. ასაკთან ერთად რეალიზაციის საზღვრები ხშირად რამდენადმე იზღუდება. ადამიანს რაღაც-რაღაცები ავიწყდება, ზოგი რამ ხან ახსოვს, ხან - არა. ზოგჯერ თითქოს აგონდება რაღაც, მაგრამ სრულფასოვნად ვერ იხსენებს და ა. შ. მეხსიერების დარღვევებს მიაწერენ ასაკს, მედიკამენტებს, "სკლეროზს" და მასთან შეჭიდულ პროცესებს, სტრესებს და ვინ მოთვლის, რას აღარ.

მეხსიერების სიჯანსაღე მართლაც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბევრი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზი ამ ფუნქციას მართლაც სერიოზულად აქვეითებს და ადამიანს, რომელიც ოდესღაც შესაშური მახსოვრობით გამოირჩეოდა, თანდათან უფრო და უფრო მეტი რამ ავიწყდება. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანი ზოგჯერ სწრაფად, გაუაზრებლად რეაგირებს გამღიზიანებელზე, ზოგჯერ კი აანალიზებს, გაიაზრებს ადრე აღქმულ, მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ახორციელებს საპასუხო ქცევას. ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა იყოს ჩართული. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის. მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონისა და სხვა დაავადებათა დროს აღინიშნება. სპეციალისტები მეხსიერების დაქვეითების სამ მთავარ მიზეზს გამოყოფენ:

  • ჰიპერტონიას - მუდმივად მომატებული არტერიული წნევა არღვევს მეხსიერების რეალიზაციაში ჩართული ნერვული ქსელების ფუნქციას. ირღვევა შესაბამისი სტრუქტურების კვებაც;
  • ალცჰაიმერის დაავადებას, რომელსაც, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებასთან ერთად, აზროვნების პროცესების დათრგუნვა, დროსა და სივრცეში ორიენტაციის მოშლა, ჭკუასუსტობის პროგრესირება და პიროვნული დეგრადაცია ახასიათებს;
  • ალკოჰოლიზმს - კორსაკოვის სინდრომის დროს პაციენტებს სიფხიზლეშიც კი ავიწყდებათ სულ ორიოდე წუთის წინ მომხდარი ამბავი, თუმცა ინტელექტი არცთუ შესამჩნევად აქვთ დაქვეითებული.

მეხსიერება და საკვები

მეხსიერების გაუმჯობესებაზე დიეტოლოგებიც ზრუნავენ. მათი რჩევით, ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ზეითუნის ზეთი, ჩ, E, B ჯგუფის ვიტამინებითა და იოდით მდიდარი საკვები მეტი უნდა მიირთვათ, მარილი და ცხოველური ცხიმი კი, სასურველია, ნაკლებად გამოიყენოთ. თუ საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართავთ ისპანახს, მოცვსა და მარწყვს, ხანმოკლე მეხსიერების (მეხსიერების ეს ტიპი ყველაზე ადრე გამოდის მწყობრიდან) გაუმჯობესებას სულ მალე იგრძნობთ.

კომენტარები (1)
rezo
თაფლი ყველაზე კარგია ტვინისათვის!!!! ასევე დაუმატეთ კაკალი და ნუში
თარიღი : 16-11-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უნდა შეარჩიოთ ვარჯიში წონის დაკლების დასაჩქარებლად
როგორ უნდა შეარჩიოთ ვარჯიში წონის დაკლების დასაჩქარებლად
JESF: ძალისმიერი ვარჯიში კარდიო ვარჯიშამდე აჩქარებს ცხიმების წვას.
სრულად
როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე
როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე
ვინ არის რისკის ქვეშ და რატომ არის მნიშვნელოვანი პულსის მონიტორინგი.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა
თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის
ასაკთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის მოქნილობის, სახსრების მობილურობისა და მოძრაობის სტაბილურობის შენარჩუნება.
სრულად
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა
გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ჩვენც მეტი ენერგია გვჭირდება.
სრულად
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ყველასთვის ცნობილია, რომ ცურვას ორგანიზმისთვის კოლოსალური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცურვა ფიზიკურ აღზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
სრულად
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?
კუნთოვანი მასა სხეულის მუდმივი მუშაობის შედეგია.
სრულად
რატომ რჩება პულსი ხანგრძლივად აჩქარებული ვარჯიშის შემდეგ?
რატომ რჩება პულსი ხანგრძლივად აჩქარებული ვარჯიშის შემდეგ?
ყოველ ადამიანს სჭირდება გარკვეული დრო ვარჯიშის შემდეგ, გულისცემის (პულსის) ნორმალიზებისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

მეხსიერების სიჯანსაღე მართლაც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბევრი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზი ამ ფუნქციას მართლაც სერიოზულად აქვეითებს და ადამიანს, რომელიც ოდესღაც შესაშური მახსოვრობით გამოირჩეოდა, თანდათან უფრო და უფრო მეტი რამ ავიწყდება. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანი ზოგჯერ სწრაფად, გაუაზრებლად რეაგირებს გამღიზიანებელზე, ზოგჯერ კი აანალიზებს, გაიაზრებს ადრე აღქმულ, მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ახორციელებს საპასუხო ქცევას. ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა იყოს ჩართული. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის. მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონისა და სხვა დაავადებათა დროს აღინიშნება. სპეციალისტები მეხსიერების დაქვეითების სამ მთავარ მიზეზს გამოყოფენ:

  • ჰიპერტონიას - მუდმივად მომატებული არტერიული წნევა არღვევს მეხსიერების რეალიზაციაში ჩართული ნერვული ქსელების ფუნქციას. ირღვევა შესაბამისი სტრუქტურების კვებაც;
  • ალცჰაიმერის დაავადებას, რომელსაც, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებასთან ერთად, აზროვნების პროცესების დათრგუნვა, დროსა და სივრცეში ორიენტაციის მოშლა, ჭკუასუსტობის პროგრესირება და პიროვნული დეგრადაცია ახასიათებს;
  • ალკოჰოლიზმს - კორსაკოვის სინდრომის დროს პაციენტებს სიფხიზლეშიც კი ავიწყდებათ სულ ორიოდე წუთის წინ მომხდარი ამბავი, თუმცა ინტელექტი არცთუ შესამჩნევად აქვთ დაქვეითებული.

მეხსიერება და საკვები

მეხსიერების გაუმჯობესებაზე დიეტოლოგებიც ზრუნავენ. მათი რჩევით, ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ზეითუნის ზეთი, ჩ, E, B ჯგუფის ვიტამინებითა და იოდით მდიდარი საკვები მეტი უნდა მიირთვათ, მარილი და ცხოველური ცხიმი კი, სასურველია, ნაკლებად გამოიყენოთ. თუ საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართავთ ისპანახს, მოცვსა და მარწყვს, ხანმოკლე მეხსიერების (მეხსიერების ეს ტიპი ყველაზე ადრე გამოდის მწყობრიდან) გაუმჯობესებას სულ მალე იგრძნობთ.


მეხსიერების კლასიფიკაცია

განასხვავებენ მეხსიერების ორ ძირითად ფორმას:

1. პროცედურულ ანუ არადეკლარაციულ მეხსიერებას, რომელიც ჩვევებისა და რეფლექსების შესრულების უნარის შეძენას უზრუნველყოფს;

2. ეპიზოდურ ანუ დეკლარაციულ მეხსიერებას, რომელიც სახელების, აზრებისა და სემანტიკური დატვირთვის მქონე მოვლენების, ეპიზოდების დამახსოვრებას უზრუნველყოფს.

როგორც პროცედურული, ასევე დეკლარაციული მეხსიერება ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. პროცედურულ და დეკლარაციულ ფორმებად მეხსიერების კლასიფიკაციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დაუდო სათავე აკადემიკოსმა ივანე ბერიტაშვილმა. მას მიაჩნდა, რომ, გარდა "პირობით რეფლექსური მეხსიერებისა", რაც, თანამედროვე კლასიფიკაციით, გაუცნობიერებელი - პროცედურული მეხსიერების ფორმას განეკუთვნება, უმაღლეს ხერხემლიანებს აქვთ "ხატისმიერი" მეხსიერების უნარიც, რაც "ფსიქონერვული მოქმედების" საფუძველს წარმოადგენს. ინფორმაციის დამახსოვრების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას. ხანმოკლე მეხსიერების ნერვული მექანიზმები ინფორმაციის მცირე ხნით დამახსოვრებას უზრუნველყოფს, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერების ნერვულ-მოლეკულური მექანიზმები - დიდი ხნით, შეიძლება ითქვას, სამუდამოდ დამახსოვრებას.

ფენომენალური მეხსიერება

ამბობენ, დამახსოვრება მას ძალუძს, ვისაც შეუძლია, ყურადღებიანი იყოსო. თუმცა ფენომენალური მეხსიერებით ყველა ყურადღებიან და დაკვირვებულ ადამიანს როდი აჯილდოებს განგება. გასულ საუკუნეში უდიდესმა მათემატიკოსმა და კიბერნეტიკოსმა ფონ ნეიმანმა სენსაციური რამ განაცხადა: ჩემი გამოთვლით, ადამიანის ტვინს, პრინციპში, დაახლოებით 1020 ერთეული ინფორმაციის დატევა შეუძლიაო. საყოველთაოდ გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკის მილიონობით ტომშია მოთავსებული. ერთი შეხედვით, ასეთი განცხადება, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი მოგეჩვენებათ, მაგრამ, მოდი, მოვიხმოთ ფაქტები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა ფენომენალურ მეხსიერებას ასახავს. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ იულიუს კეისარი და ალექსანდრე მაკედონელი თავიანთ 30 000-მდე ჯარისკაცს სახელითა და სახით ცნობდნენ. ასეთივე ნიჭი ჰქონია სპარსეთის მეფე კიროსს. ათენის ყველა მცხოვრებს იცნობდა სახელგანთქმული თემისტოკლე, ქალაქში კი 20 000 ადამიანი ცხოვრობდა. სენეკას თურმე შეეძლო, ერთი მოსმენით გაემეორებინა ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი 2 000 სიტყვა. გენიალური მათემატიკოსი ლეონარდ ვილერი ყველას განაცვიფრებდა ციფრების უბადლო დამახსოვრებით - მას ახსოვდა, მაგალითად, ასამდე ყოველი რიცხვის პირველი ექვსი ხარისხი. აკადემიკოსმა იოფემ ზეპირად იცოდა ლოგარითმების ტაბულა. დიდ რუს მოჭადრაკეს ალიოხინს დაფაზე დაუხედავად 30-40 პარტია უთამაშია. მოცარტს შეეძლო, ზუსტად ჩაეწერა ერთხელ მოსმენილი რთული პიესა. ფენომენალური მეხსიერების ყველა ეს მაგალითი იმ ადამიანთა ცხოვრებიდანაა, რომლებმაც კვალი დატოვეს ისტორიაში, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვულებრივ ადამიანებსაც უხდებათ მილიონობით მოვლენისა თუ შთაბეჭილების აღნუსხვა. სწორედ მოგონებათა ეს მრავალფეროვნება ამდიდრებს უსაზღვროდ ჩვენს ინტელექტს. ადამიანი შესანიშნავად იმახსოვრებს ერთ რომელიმე საღამოს ჩამავალი მზის ფერადოვნებას და ცხოვრებაში მომხდარ სრულიად უმნიშვნელო ამბავს, სიტყვებს, ხმებს, ყველაფერს, რაც კი კვალს ტოვებს, რაც კი მის გულს ხვდება, რასაც უნებლიეთ ამჩნევს ან გამოარჩევს წუთისოფლის სწრაფმავალი ოკეანიდან, და ამ ყველაფერს მეხსიერების წყალობით ახორციელებს, მეხსიერებისა, რომელიც ურთულესი და ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი ფენომენია.