ცხიმიანი თევზი - დეპრესიის ეფექტური მკურნალობის გასაღები
დანიელმა მეცნიერებმა კი მკურნალობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად უმარტივეს მეთოდს მიაგნეს: თურმე პაციენტებმა მეტი ცხიმიანი თევზი უნდა მიირთვან.
მკვლევრები ეძებდნენ ბიოლოგიურ მექანიზმს, რომელიც ანტიდეპრესანტებზე პასუხის არარსებობას ხსნიდა.
მათი ყურადღება მიიპყრო ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმმა და სტრესზე ჰორმონულმა პასუხმა. გაირკვა, რომ დეპრესიის დროს ცვლილებებს განიცდის ცხიმოვანი მჟავების ცვლა, რომელსაც სტრესის ჰორმონები არეგულირებს. მკვლევრებმა ცხიმიანი თევზის ეფექტი 70 პაციენტზე შეამოწმეს.
-
პაციენტებს, რომლებიც არ დაემორჩილნენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას, ცხიმოვანი მჟავების ცვლის დარღვევა აღმოაჩნდათ.
მკურნალობაზე ყველაზე უარესად ის ადამიანები რეაგირებდნენ, რომელთა რაციონშიც ყველაზე ნაკლები თევზი იყო. თუ ადამიანი თევზს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევდა, მკურნალობის ეფექტურობა 75%-ს უტოლდებოდა, ხოლო თუ საერთოდ არ მიირთმევდა - არ აღემატებოდა 23%-ს.
მეცნიერებს განზრახული აქვთ დააკვირდნენ დიეტისა და მკურნალობის ეფექტურობის ურთიერთკავშირს სხვა დაავადებების დროს.
დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა)
დეპრესიული აშლილობა ძლიერი სევდის განცდაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობაზე. ის შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელი ხანების დანაკარგმა ან სამწუხარო მოვლენამ, ამასთან, განცდის სიღრმე და ხანგრძლივობა აღემატება გამომწვევი მოვლენის მნიშვნელობას.
- ზოგჯერ ხელს უწყობს მემკვიდრეობა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტები, სტრესული მოვლენები, ამა თუ იმ სახის დისბალანსი სხეულში და სხვა ფაქტორები;
- დეპრესიის გამო ინდივიდი შეიძლება დასევდიანდეს, მოდუნდეს ან შფოთვა და შიში დაეწყოს;
- დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;
- ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და, ზოგჯერ, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს.
შფოთვის შემდეგ დეპრესია ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტზე მისული პაციენტების 30%-ს დეპრესიის სიმპტომები აქვს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს თუ ჰქონია დეპრესიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. დეპრესია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს (მათ შორის ბავშვობაში), თუმცა დაწყების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს გარდატეხის, 20 ან 30 წლის ასაკში. როგორც ჩანს, მე-20 საუკუნეში დაბადებულ ადამიანებს შორის დეპრესიის და სუიციდის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა თაობაში, რაც, ნაწილობრივ, წამალდამოკიდებულების სიხშირის ზრდით აიხსნება. არანამკურნალები დეპრესიის ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 6 თვე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ ორ წელზე მეტხანს შეიძლება გასტანოს. სიცოცხლის მანძილზე დეპრესია, როგორც წესი, რამდენჯერმე მეორდება.
მიზეზები
დეპრესიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალი ფაქტორი ზრდის დეპრესიის განვითარების ალბათობას. მათ შორისაა ოჯახური მიდრეკილებები (მემკვიდრეობა), ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი ეფექტი და ემოციური სტრესი, განსაკუთრებით, დანაკარგთან დაკავშირებული. დეპრესია არ არის ხასიათის სისუსტის ან პიროვნული აშლილობის, ბავშვობაში მიღებული ტრავმის ან ცუდი აღზრდის გამოხატულება. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს ყოველგვარი აშკარა ან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სირთულეების გარეშე.
გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://merki.mkurnali.ge/sections/968/depresia/