/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ

რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ
ზურგის ტვინის დარღვეული ფუნქციების აღდგენა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, კომპლექსურ და ეტაპობრივ მკურნალობას.არსებობს ფუნქციური აღდგენის სამი ეტაპი:
  • რესტიტუცია - შექცევადი დაზიანებების მქონე სტრუქტურათა აღგზნებისა და გამტარობის აღდგენა. ამ ეტაპზე გამოიყენება მედიკამენტური თერაპია და ოპერაციული მკურნალობა. რესტიტუცია სტიმულირდება აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურებითა და ელექტრომაგნიტოთერაპიით. პროცედურები მიმართულია ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული მეორეული დარღვევების აღმოსაფხვრელად.
  • რეგენერაცია - დაზიანებული უჯრედების განახლება-აღდგენა. რეგენერაციას ხელს უწყობს მედიკამენტური თერაპია. დაზიანებული უბნების გამტარობა უმჯობესდება ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობისა და ელექტროსტიმულაციის დროს. არსებობს წარმოდგენა, რომ ადრეული ინტენსიური სამკურნალო ფიზკულტურა სპინალური (ზურგის ტვინის) ტრავმების დროს უკუნაჩვენებია, თუმცა დოზირებული, რაციონალური, გამოცდილი სპეციალისტის მიერ დაგეგმილი და მისი მეთვალყურეობით ჩატარებული დატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უწყობს დაკარგული ფუნქციების აღდგენას.
  • კომპენსაცია - დაკარგული ფუნქციების სხვა ფუნქციებით (დაუზიანებელი სტრუქტურების ხარჯზე) ჩანაცვლება, აგრეთვე - ფუნქციათა აღდგენა იმ სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ღონისძიებები მთავარ როლს ასრულებს ავადმყოფის წამოდგომა-ამოძრავებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ სამკურნალო ფიზკულტურას სხვა სარეაბილიტაციო მეთოდებთან ერთად.

თანამედროვე სარეაბილიტაციო მეთოდები ტკივილის შემცირებისა და მოძრაობის აღდგენის საშუალებას იძლევა. ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივია. სწორი მოვლისა და მაღალი დონის სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად ზიანი ხშირად მინიმუმამდე დაიყვანება.

პაციენტები, რომლებსაც გადაწურული აქვთ ფეხზე დადგომის იმედი, რეაბილიტაციის შემდეგ არცთუ იშვიათად ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

ზურგის ტვინის ტრავმის შედეგები

ხერხემლის ტრავმები ტრავმულ დაზიანებათა საერთო რიცხვის მეოთხედს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ტრავმის სამიდან ერთ შემთხვევაში ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ ზურგის ტვინიც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტრავმას სხვადასხვა მიზეზი აქვს - სიმაღლიდან ჩამოვარდნა, აუზში ჩახტომა, ავტოკატასტროფა და სხვა. მრავალფეროვანია ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომებიც. ტკივილი და შეშუპება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კლინიკური სურათისა, რომელიც შესაძლოა ხერხემლის დაზიანებას მოჰყვეს. შედეგის სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანების ხასიათსა და მოცულობაზე, დაზარალებულის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ტრავმის ლოკალიზაციას.

  • ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს თავს იჩენს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, გულის მუშაობის დარღვევა, კუნთების დამბლა ან მათი მომატებული დაძაბულობა (ტონუსი), რაც ზოგჯერ კუნთების დამოკლებას განაპირობებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ნევროლოგია

გამარჯობა.მე დაგისვით შემდეგი შეკითხვა:-მოგესალმებით.წლების წინ დამიდგინდა შაკიკი აურით,ოღონდ აურა იწყება თავალებში ციმციმი, ზიგზაგისებრი ხაზები , მიჭირს ამ დროს საუბარი, მაგრამ სადღაც 1 სთ ში ეს სიმპტომები გადის ,მაგრამ თავის ტკივილში არასდროს არ გადამდის ანუ ამით მთავრდება და ეს რომ ავუხსენი ექიმს, აესზემოთ ნახსენები სიმპტომი თუ დაგეწყება იმიგრანი 50 მ დამინიშნა. მე არ დამილევია ჯერჯერობით და შეიძლება ასეთი შაკიკი მხოლოდ თვალებზე რომ იყოს და არ გადადიოდეს თავის ტკივილზე? თუ ეს თვალის შაკიკია და ან ვერ გავიგე რასთან მაქვს საქმე?გთხოვთ მირჩიოთ. თქვენი პასუხიც მივიღე და მიწერია რომ ვარ ნამყოფი ნევროლოგთან და კითხვა დავსვი სხვა .ასევე თქვენი საიტის მეშვეოვით წავიკითხე რომ არსებობს ჩუმი შაკიკი ანუ თვალების და ვერ გავიგეთქვენი პასუხი სამწუხაროდ.

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ

  • რესტიტუცია - შექცევადი დაზიანებების მქონე სტრუქტურათა აღგზნებისა და გამტარობის აღდგენა. ამ ეტაპზე გამოიყენება მედიკამენტური თერაპია და ოპერაციული მკურნალობა. რესტიტუცია სტიმულირდება აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურებითა და ელექტრომაგნიტოთერაპიით. პროცედურები მიმართულია ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული მეორეული დარღვევების აღმოსაფხვრელად.
  • რეგენერაცია - დაზიანებული უჯრედების განახლება-აღდგენა. რეგენერაციას ხელს უწყობს მედიკამენტური თერაპია. დაზიანებული უბნების გამტარობა უმჯობესდება ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობისა და ელექტროსტიმულაციის დროს. არსებობს წარმოდგენა, რომ ადრეული ინტენსიური სამკურნალო ფიზკულტურა სპინალური (ზურგის ტვინის) ტრავმების დროს უკუნაჩვენებია, თუმცა დოზირებული, რაციონალური, გამოცდილი სპეციალისტის მიერ დაგეგმილი და მისი მეთვალყურეობით ჩატარებული დატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უწყობს დაკარგული ფუნქციების აღდგენას.
  • კომპენსაცია - დაკარგული ფუნქციების სხვა ფუნქციებით (დაუზიანებელი სტრუქტურების ხარჯზე) ჩანაცვლება, აგრეთვე - ფუნქციათა აღდგენა იმ სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ღონისძიებები მთავარ როლს ასრულებს ავადმყოფის წამოდგომა-ამოძრავებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ სამკურნალო ფიზკულტურას სხვა სარეაბილიტაციო მეთოდებთან ერთად.

თანამედროვე სარეაბილიტაციო მეთოდები ტკივილის შემცირებისა და მოძრაობის აღდგენის საშუალებას იძლევა. ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივია. სწორი მოვლისა და მაღალი დონის სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად ზიანი ხშირად მინიმუმამდე დაიყვანება.

პაციენტები, რომლებსაც გადაწურული აქვთ ფეხზე დადგომის იმედი, რეაბილიტაციის შემდეგ არცთუ იშვიათად ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

ზურგის ტვინის ტრავმის შედეგები

ხერხემლის ტრავმები ტრავმულ დაზიანებათა საერთო რიცხვის მეოთხედს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ტრავმის სამიდან ერთ შემთხვევაში ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ ზურგის ტვინიც.

ტრავმას სხვადასხვა მიზეზი აქვს - სიმაღლიდან ჩამოვარდნა, აუზში ჩახტომა, ავტოკატასტროფა და სხვა. მრავალფეროვანია ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომებიც. ტკივილი და შეშუპება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კლინიკური სურათისა, რომელიც შესაძლოა ხერხემლის დაზიანებას მოჰყვეს. შედეგის სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანების ხასიათსა და მოცულობაზე, დაზარალებულის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ტრავმის ლოკალიზაციას.

  • ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს თავს იჩენს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, გულის მუშაობის დარღვევა, კუნთების დამბლა ან მათი მომატებული დაძაბულობა (ტონუსი), რაც ზოგჯერ კუნთების დამოკლებას განაპირობებს.


  • ხერხემლის გულმკერდის ნაწილის დაზიანება ასევე იწვევს სუნთქვის დარღვევას, ხელებისა და გულმკერდის მგრძნობელობის დაქვეითებას, ტკივილს გულის არეში.
  • წელის ნაწილის დაზიანებისას პაციენტს ემუქრება ქვემო კიდურების პარეზი (დამბლა) და შარდსასქესო ორგანოთა ფუნქციის დარღვევა.

სამწუხაროდ, ერთი წარუმატებელი ნახტომი წყალში ან მთიდან თხილამურებით უიღბლო დაშვება, ერთი არასწორი მოძრაობა შესაძლოა მძიმე ტრავმით დასრულდეს და სრულიად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

მართალია, ზურგის ტვინის ტრავმას ხშირად ძალზე სერიოზული შედეგები მოსდევს: კუნთოვანი ძალის სისუსტე, დამბლა, მგრძნობელობის მოშლა, შინაგან ორგანოთა დისფუნქცია და სხვა, - მაგრამ ავადმყოფს უნდა ახსოვდეს, რომ გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვა, გამძლეობა და ნებისყოფა სრულფასოვან სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან ერთად სასწაულებს ახდენს.

მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული საქმეში ექიმ-რეაბილიტოლოგის დროულ ჩართვაზე, მის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, დაბოლოს - თავად პაციენტის განწყობასა და ნებაზე.

რეაბილიტაცია ხერხემლის ტრავმის შემდეგ

ხერხემლის ტრავმის შემდეგ წარმატებით გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მანუალური თერაპია, რეფლექსოთერაპია და რეაბილიტაციის ზოგიერთი სხვა მეთოდი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ კუნთების ატროფია, ქსოვილთა დეგენერაცია, აღვადგინოთ სახსრებში მოძრაობა.

დღეს ფართოდ არის დანერგილი ბოტოქსთერაპიაც. მას საზოგადოება კოსმეტოლოგიის ნაწილად იცნობს, თუმცა მას ეფექტურად იყენებენ ხერხემლის ტრავმის შედეგების სალიკვიდაციოდაც.

კარგი შედეგი აქვს კინესთეტიკას - მოძრაობითი უნარ-ჩვევების დასწავლის მეთოდს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია გერმანიასა და ამერიკაში. ამ მეთოდის წყალობით პაციენტები ფაქტობრივად თავიდან სწავლობენ მოძრაობებს და დარღვეულ, მოშლილ უნარ-ჩვევებს აღიდგენენ.

რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია ხერხემლის ტრავმის შემდეგ, მით უფრო ეფექტური იქნება ის და მით უფრო დროულად დაუბრუნდება პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას.

რეაბილიტაცია ყოველთვის კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ღონისძიებათა ამ ერთობლიობაში ყოველ კომონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს - სამკურნალო პროგრამასაც, კვებასაც და გარემოსაც.

სამკურნალო ფიზკულტურის როლი და მნიშვნელობა

ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ სამკურნალო ფიზკულტურის მთავარი ამოცანაა პაციენტის მოძრაობითი აქტივობის მოწესრიგება, საკომპენსაციო შესაძლებლობათა მობილიზება. ამ დროს გამოყენებული ფიზიკური ვარჯიშები მიზნად ისახავს კიდურების მოძრაობათა სტიმულაციას, კუნთოვანი კორსეტის გამაგრებას, პათოლოგიური რეაქციების შესუსტებას.

რაციონალური ფიზიკური დატვირთვა ასუსტებს სხეულისა და კიდურების კუნთების სპასტიკურ კუმშვას, ხელს უწყობს გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დასწავლას.

დარღვეული ფუნქციების (სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, ლოკომოტორული აპარატის) აღსადგენად მიმართული ღონისძიებები ავადმყოფის სტაციონარში მოხვედრისთანავე უნდა დაიწყოს, რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილება. ფიზიკური (ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, რეფლექსოთერაპია) და სოციალურ-შრომითი რეაბილიტაცია ზრდის შენარჩუნებული, გადარჩენილი ნერვული ელემენტების ფუნქციურ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობების მობილიზებასა და განვითარებას.