გასინჯვისას ექიმი ამოწმებს პაციენტის სხეულის 18 წერტილს - რჩევები ფიბრომიალგიის შესამსუბუქებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასინჯვისას ექიმი ამოწმებს პაციენტის სხეულის 18 წერტილს - რჩევები ფიბრომიალგიის შესამსუბუქებლად

იმისთვის, რომ ექიმმა მდგომარეობის შეფასება და სწორი დიაგნოსტიკა შეძლოს, ჯობს, წინასწარ მოვემზადოთ ვიზიტისათვის. ეცადეთ, ლაკონიურად, მაგრამ დეტალურად აღუწეროთ მას დაავადების სიმპტომები, თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში, მიაწოდოთ ინფორმაცია მშობლებისა და და-ძმების დაავადებების შესახებ, დაუსახელოთ მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ. ექიმი პაციენტს გასინჯავს, გამოჰკითხავს, როგორ სძინავს, ხომ არ აწუხებს დეპრესია ან შფოთვა. გასინჯვისას ექიმი ამოწმებს პაციენტის სხეულის 18 წერტილს, რომელთა არეში ზეწოლაც ფიბრომიალგიის დროს განსაკუთრებით მტკივნეულია.

თუმცა, უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ფიბრომიალგიის დიაგნოსტიკისთვის სულაც არ არის აუცილებელი ამ წერტილებზე ზეწოლისას ტკივილის შეგრძნება - საკმარისია, პაციენტი უჩიოდეს გავრცობილ ტკივილს, რომლის ხანგრძლივობაც 3 თვეს აღემატება. რასაკვირველია, იგულისხმება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს რაიმე სხვა დაავადება, რომელიც ამ სიმპტომებს გამოიწვევდა.

სადღეისოდ არ არსებობს ლაბორატორიული ტესტი, რომელიც ფიბრომიალგიის დიაგნოზის დადგენის საშულებას მოგვცემდა. მიუხედავად ამისა, ექიმმა ზოგჯერ შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს გამოკვლევა ანალოგიური სიმპტომების გამომწვევი სხვა დაავადების გამორიცხვის მიზნით. უმეტესად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის კვლევა.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

გარდა ჩამოთვლილი მედიკამენტური საშუალებებისა, ფიბრომიალგიის დროს მნიშვნელოვანია ვარჯიში, რელაქსაცია, სტრესის შემცირება. აუცილებელია, პაციენტმა ისწავლოს საკუთარი თავის მოვლა. ამისთვის მან უნდა შეძლოს:

  • სტრესის შემცირება. აუცილებელია, ვისწავლოთ ემოციური სტრესისა და გადაღლის თავიდან აცილება. დღის განმავლობაში პაციენტმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო რელაქსაციისთვის, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი არ შეეშალოს მის ყოველდღიურ საქმიანობას. დადგენილია, რომ პაციენტები, რომლებიც დაავადების გამო მუშაობას თავს ანებებენ, თავს უფრო უარესად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულ საქმიანობს აგრძელებს. სტრესის შემცირებაში გვეხმარება მედიტაცია და ღრმა სუნთქვითი ვარჯიში.

  • საკმარისი ძილი. ვინაიდან სისუსტე და დაღლილობა ფიბრომიალგიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, საკმარისი ძილი აუცილებელია. გარდა ძილის სათანადო ხანგრძლივობისა, მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაძინებისა და ადგომის ჩვევის გამომუშავება და დღისით თვალის მოტყუების ჩვევაზე უარის თქმა.

  • რეგულარული ვარჯიში. თავდაპირველად ვარჯიშმა შესაძლოა გაამძაფროს ტკივილი, მაგრამ რეგულარული, თანდათანობით მზარდი დატვირთვა სიმპტომებს ასუსტებს. კარგია სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება და წყლის აერობიკა. ძალზე შედეგიანია გაჭიმვა. საჭიროა სწორად დგომის ჩვევის გამომუშავება, რელაქსაცია.

  • თავის გამხნევება. ჩვეული აქტიურობის შენარჩუნება აუცილებელია. იმ დღეებში, როცა სიმპტომები მინიმალურია, პაციენტს შესაძლოა ბევრი რამის გაკეთება შეეძლოს, თუმცა არსებობს მძიმე დღეებიც. მნიშვნელოვანია, არ გადავიტვირთოთ მაშინ, როცა თავს კარგად ვგრძნობთ და არ ვიყოთ სრულიად უმოძრაონი მაშინ, როცა სიმპტომები შემაწუხებელი ხდება.

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი. აუცილებელია ჯანსაღი კვება, კოფეინიანი სასმელების შემცირება, ყოველდღიური სასიამოვნო საქმიანობა.

  • ალტერნატიული მედიცინა. აკუპუნქტურას, მასაჟს, იოგას სიმპტომების შემცირება შეუძლია, თუმცა მათი ეფექტურობა სათანადო კვლევებით ერთმნიშვნელოვნად არ არის დადასტურებული.

წაიკითხეთ სრულად