ფიბრომიალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიბრომიალგია

ამავე დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების ნიშნები თანდათან ძლიერდება რაიმე თვალსაჩინო ფაქტორის ზემოქმედების გარეშე. ცნობილია, რომ ფიბრომიალგია უფრო ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. მრავალ პაციენტს ფიბრომიალგიასთან ერთად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა ან დეპრესია.

როგორ ვლინდება ფიბრომიალგია

ფიბრომიალგიის ტიპური სიმპტომებია:

  • გავრცობილი ტკივილი. ფიბრომიალგიასთან დაკავშირებული ტკივილი უმეტესად მუდმივი და ყრუა და, სულ ცოტა, სამი თვე გრძელდება. ის მოიცავს სხეულის ორივე მხარეს, ლოკალიზებულია როგორც წელს ზემოთ, ასევე წელს ქვემოთაც.
  • სისუსტე. ადამიანი, რომელსაც ფიბრომიალგია აქვს, მიუხედავად ხანგრძლივი და ნორმალური ძილისა, ხშირად დაღლილი იღვიძებს. ძილი ხშირად ირღვევა ტკივილის გამო. გარდა ამისა, ფიბრომიალგიით დაავადებულებს ხშირად აქვთ ძილის ესა თუ ის დარღვევა, მაგალითად, მოუსვენარი ფეხების სინდრომი ან ძილის აპნოე.
  • აზროვნების გაძნელება. ამ სიმპტომს ხშირად “ფიბრომიალგიის დაბინდვას” უწოდებენ. ის ვლინდება ყურადღების კონცენტრირების, რაიმე საკითხზე ფოკუსირების, სააზროვნო ამოცანების გადაჭრის უუნარობით.
  • სხვა პრობლემები. მრავალი პაციენტი ფიბრომიალგიასთან ერთად უჩივის დეპრესიას, თავის ტკივილს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს.

რა იწვევს ფიბრომიალგიას

ექიმებმა ზუსტად ჯერ კიდევ არ იციან, რა იწვევს ფიბრომიალგიას. ვარაუდობენ, რომ მის აღმოცენებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • გენეტიკა. დადგენილია, რომ დაავადება ხშირია ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში ვლინდება. ეს ბადებს აზრს, რომ შესაძლოა არსებობდეს განსაზღვრული გენეტიკური მუტაციები, რომლებიც ზრდის დაავადების ალბათობას.
  • ინფექცია. ზოგიერი ინფექციური დაავადება შესაძლოა ფიბრომიალგიის გამოვლენის ან დამძიმების მიზეზად იქცეს.
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა. დადგენილია, რომ ფიბრომიალგიასთან დაკავშირებულია ტრავმის შემდგომი სტრესი.

ვის ემუქრება ფიბრომიალგია

მეცნიერთა აზრით, ფიბრომიალგიით დაავადებული ნერვის განმეორებითი სტიმულაცია თავის ტვინში განსაზღვრულ ქიმიურ ნივთიერებათა შემცველობის მომატებას იწვევს. ეს ნივთიერებები ტკივილის შერძნებას განაპირობებს. მათ მედიცინაში ნეიროტრანსმიტერებს უწოდებენ. გარდა ამისა, თავის ტვინის ტკივილის აღმქმელ რეცეპტორებს თითქოსდა ტკივილისადმი გარკვეული “მეხსიერება” გამოუმუშავდებათ და უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი უფრო მწვავედ რეაგირებენ ტკივილზე. ფიბრომიალგიის სადღეისოდ დადგენილი რისკფაქტორებია:

  • სქესი - დაავადება უფრო ხშირად ემართებათ ქალებს;
  • დაავადების ოჯახური ისტორია - თუ დაავადება აქვთ გენეტიკურ ნათესავებს (დედას, დას), მისი განვითარების ალბათობა მეტია;
  • რევმატული დაავადება - როცა პაციენტს აქვს რევმატული დაავადება, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან სისტემური წითელი მგლურა, ფიბრომიალგიის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.


ფიბრომიალგიით გამოწვეული დისკომფორტი

დაავადებით გამოწვეული ტკივილი და ძილის დარღვევა აქვეითებს შრომის უნარს. ხშირად პაციენტს იმედგაცრუება ეუფლება, ვინაიდან ხედავს, რომ მის მდგომარეობას სათანადოდ ვერ აფასებენ ან არ იზიარებენ, ეს კი დეპრესიისა და შფოთვის წყაროდ იქცევა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ფიბრომიალგიის ზემოთ აღწერილი სიმპტომები ბევრ სხვა დაავადებას მოგვაგონებს. ამის გამო პაციენტმა შესაძლოა მრავალი სპეციალისტი მოიაროს, სანამ ექიმი მისი ჩივილების რეალურ მიზეზს მიაგნებდეს. დაავადებაზე ეჭვის არსებობისას შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს რევმატოლოგის კონსულტაცია.

ექიმთან კონსულტაციის დროს

იმისთვის, რომ ექიმმა მდგომარეობის შეფასება და სწორი დიაგნოსტიკა შეძლოს, ჯობს, წინასწარ მოვემზადოთ ვიზიტისათვის. ეცადეთ, ლაკონიურად, მაგრამ დეტალურად აღუწეროთ მას დაავადების სიმპტომები, თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში, მიაწოდოთ ინფორმაცია მშობლებისა და და-ძმების დაავადებების შესახებ, დაუსახელოთ მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ. ექიმი პაციენტს გასინჯავს, გამოჰკითხავს, როგორ სძინავს, ხომ არ აწუხებს დეპრესია ან შფოთვა. გასინჯვისას ექიმი ამოწმებს პაციენტის სხეულის 18 წერტილს, რომელთა არეში ზეწოლაც ფიბრომიალგიის დროს განსაკუთრებით მტკივნეულია. თუმცა, უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ფიბრომიალგიის დიაგნოსტიკისთვის სულაც არ არის აუცილებელი ამ წერტილებზე ზეწოლისას ტკივილის შეგრძნება - საკმარისია, პაციენტი უჩიოდეს გავრცობილ ტკივილს, რომლის ხანგრძლივობაც 3 თვეს აღემატება. რასაკვირველია, იგულისხმება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს რაიმე სხვა დაავადება, რომელიც ამ სიმპტომებს გამოიწვევდა. სადღეისოდ არ არსებობს ლაბორატორიული ტესტი, რომელიც ფიბრომიალგიის დიაგნოზის დადგენის საშულებას მოგვცემდა. მიუხედავად ამისა, ექიმმა ზოგჯერ შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს გამოკვლევა ანალოგიური სიმპტომების გამომწვევი სხვა დაავადების გამორიცხვის მიზნით. უმეტესად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის კვლევა.

ფიბრომიალგიის მკურნალობა

ფიბრომიალგიის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას და ზოგიერთ არამედიკამენტურ ღონისძიებას. მკურნალობის მიზანია შემაწუხებელი სიმპტომების მინიმუმამდე შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.

მედიკამენტები

მართალია, ფიბრომიალგიისგან სავსებით განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ტკივილს ასუსტებს და ძილს აუმჯობესებს. უმთავრესად ინიშნება:

  • ტკივილის შემამცირებელი საშუალებები - აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), იბუპროფენი, ნაპროქსენი;
  • ანტიდეპრესანტები - ისინი ამცირებენ ტკივილსა და ფიბრომიალგიასთან ასოცირებულ სისუსტეს, აუმჯობესებენ ძილს;
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები - ამ ჯგუფის მედიკამენტები ხშირად გამოიყენება განსაზღვრული ტიპის ტკივილის შემცირების მიზნით.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

გარდა ჩამოთვლილი მედიკამენტური საშუალებებისა, ფიბრომიალგიის დროს მნიშვნელოვანია ვარჯიში, რელაქსაცია, სტრესის შემცირება. აუცილებელია, პაციენტმა ისწავლოს საკუთარი თავის მოვლა. ამისთვის მან უნდა შეძლოს:

  • სტრესის შემცირება. აუცილებელია, ვისწავლოთ ემოციური სტრესისა და გადაღლის თავიდან აცილება. დღის განმავლობაში პაციენტმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო რელაქსაციისთვის, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი არ შეეშალოს მის ყოველდღიურ საქმიანობას. დადგენილია, რომ პაციენტები, რომლებიც დაავადების გამო მუშაობას თავს ანებებენ, თავს უფრო უარესად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულ საქმიანობს აგრძელებს. სტრესის შემცირებაში გვეხმარება მედიტაცია და ღრმა სუნთქვითი ვარჯიში.
  • საკმარისი ძილი. ვინაიდან სისუსტე და დაღლილობა ფიბრომიალგიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, საკმარისი ძილი აუცილებელია. გარდა ძილის სათანადო ხანგრძლივობისა, მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაძინებისა და ადგომის ჩვევის გამომუშავება და დღისით თვალის მოტყუების ჩვევაზე უარის თქმა.
  • რეგულარული ვარჯიში. თავდაპირველად ვარჯიშმა შესაძლოა გაამძაფროს ტკივილი, მაგრამ რეგულარული, თანდათანობით მზარდი დატვირთვა სიმპტომებს ასუსტებს. კარგია სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება და წყლის აერობიკა. ძალზე შედეგიანია გაჭიმვა. საჭიროა სწორად დგომის ჩვევის გამომუშავება, რელაქსაცია.
  • თავის გამხნევება. ჩვეული აქტიურობის შენარჩუნება აუცილებელია. იმ დღეებში, როცა სიმპტომები მინიმალურია, პაციენტს შესაძლოა ბევრი რამის გაკეთება შეეძლოს, თუმცა არსებობს მძიმე დღეებიც. მნიშვნელოვანია, არ გადავიტვირთოთ მაშინ, როცა თავს კარგად ვგრძნობთ და არ ვიყოთ სრულიად უმოძრაონი მაშინ, როცა სიმპტომები შემაწუხებელი ხდება.
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი. აუცილებელია ჯანსაღი კვება, კოფეინიანი სასმელების შემცირება, ყოველდღიური სასიამოვნო საქმიანობა.
  • ალტერნატიული მედიცინა. აკუპუნქტურას, მასაჟს, იოგას სიმპტომების შემცირება შეუძლია, თუმცა მათი ეფექტურობა სათანადო კვლევებით ერთმნიშვნელოვნად არ არის დადასტურებული.