რატომ და როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მის აღმოცენებაში იმუნური დარღვევებისა და გენეტიკის როლს.

როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა უდიდეს როლს ასრულებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობაში. ის ორგანიზმს გენეტიკურად უცხო ნაწილაკებისგან იცავს, რაც მათ საწინააღმდეგო უჯრედების სწრაფი აქტივაციითა და პროდუქციით ხორციელდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაფანტული სკლეროზის დროს ვირუსული ბუნების უცხო აგენტი აზიანებს იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ნერვის მფარავ მიელინის გარსს უცხოდ აღიქვამს და მის გასანადგურებლად იწყებს ბრძოლას. პროცესს, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარი ორგანიზმის კომპონენტებს, აუტოიმუნური პროცესი ეწოდება.

გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური დაავადებაა. იმუნური სისტემის ასეთი თავდასხმის შემდეგ მიელინის გარსი შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს, თუმცა ზოგიერთი ნერვი დემიელინიზებული რჩება, ვითარდება დანაწიბურებაც.

როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი კლინიკურად შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. შეტევისას პაციენტი გრძნობს ფიზიკური აქტივობის უეცარ გაუარესებას, რომლის გამოხატულებაც მცირედან მძიმემდე შეიძლება ვარირებდეს. ასეთი შეტევა, რასაც გაფანტული სკლეროზის გამოვლინებას უწოდებენ, ტიპურ შემთხვევებში 24 საათზე მეტხანს გრძელდება და უმეტესად რამდენიმე კვირამდე გასტანს, თუმცა ოთხ კვირას იშვიათად აღემატება.

დაავადებულთა 65-80%-ს აქვს დაავადების ფორმა, რომელსაც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა ახასიათებს. ეს არის გაფანტული სკლეროზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპი. მისთვის დამახასიათებელია შეტევათა სერია, რომელსაც მოსდევს სიმპტომთა სრული ან ნაწილობრივი უკუგანვითარება ანუ რემისია, სანამ განმეორებითი შეტევა არ აღმოცენდება.

გამწვავებათა შორის პერიოდი შეიძლება კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის დროს პიროვნების ფიზიკური აქტივობა თანდათან მცირდება. ეს ფორმა დაავადებულთა 10-20%-ს აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის ასეთი დასაწყისის დროს რემისია შესაძლოა იშვიათი იყოს და პაციენტის ფიზიკური შესაძლებლობები პროგრესულად მცირდებოდეს. ამ დროს საუბრობენ მეორეული პროგრესული გაფანტული სკლეროზის შესახებ.

ასეთი ფორმა 10 წლის განმავლობაში პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის 50%-ში ვითარდება, მომდევნო ათწლეულებში კი პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი სწორედ ასეთ ფორმად ტრანსფორმირდება. დაავადების ამ ფორმისას პაციენტის შესაძლებლობები პროგრესულად იზღუდება, რასაც თან ახლავს ცალკეული შეტევები.

არის გაფანტული სკლეროზის ისეთი შემთხვევებიც, რომელთა დროსაც სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და მათი გამოცნობა ხდება რეტროსპექტულად მრავალი წლის შემდეგ. არსებობს დაავადების ძალიან სწრაფი, ზოგჯერ ფატალური პროგრესირების იშვიათი შემთხვევებიც, რომელთაც ფულმინანტურ გაფანტულ სკლეროზს უწოდებენ.

წაიკითხეთ სრულად