რატომ ჩნდება თავის ტვინის ანევრიზმა და შესაძლებელია თუ არა მისი წინასწარი დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩნდება თავის ტვინის ანევრიზმა და შესაძლებელია თუ არა მისი წინასწარი დიაგნოსტირება

- რა აჩენს თავის ტვინის ანევრიზმას?

- თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:

სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;

ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს);

თავის ტრავმით, ჭრილობით;

მაღალი არტერიული წნევით;

ინფექციით;

სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით);

ათეროსკლეროზით;

თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.

თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის.

- შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის ანევრიზმის წინასწარი დიაგნოსტირება?

- როგორც მოგახსენეთ, გახეთქვამდე ანევრიზმა თითქმის არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას. ხშირად იგი მოულოდნელად გამოვლინდება, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევის დროს. ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდის საშუალებით შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ანევრიზმისა და მისი ოპტიმალური მკურნალობის შესახებ, თუმცა ასეთი გამოკვლევა ტარდება უკვე სუბარაქნოიდული ჩაქცევის შემდეგ, რათა დადასტურდეს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა.

ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. ანგიოგრამა, სხვა პათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, აჩვენებს ანევრიზმის არსებობასაც. ამ მეთოდს იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ის საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ თავის სიმსივნის, ანევრიზმის ან გამსკდარი სისხლძარღვის ადგილმდებარეობა, ზომა და ფორმა.

თავის კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტიკის სწრაფი, უმტკივნეულო, არაინვაზიური მეთოდია. ეს არის პირველი დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ინიშნება მაშინ, როცა ანევრიზმის გახეთქვას ეჭვობენ. იგი უფრო ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ანევრიზმის ზომისა და ფორმის შესახებ. ასევე შეუძლია, გამოავლინოს თავში სისხლჩაქცევის არსებობა.

წაიკითხეთ სრულად