თავისუფალი სტილის სამუშაო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავისუფალი სტილის სამუშაო

საფრთხესაც შეიცავს. იქნებ დაწვრილებით გვესაუბროთ მათზე.

მაშ ასე, ამიერიდან დილაადრიან სამსახურში გაქცევა აღარ მოგიწევთ. შეეცადეთ, დაამშვიდოთ შეშფოთებული ოჯახის წევრები და ახლობლები, აუხსნათ, რომ ფრილანსერობა უმუშევრობას არ ნიშნავს. შრომის ბაზრის სპეციალისტების პროგნოზით, “თავისუფალი მსროლელები” უფრო და უფრო მოთხოვნადები გახდებიან. ბევრი დამკვეთი უკვე მზადაა, გადაიხადოს არა საოფისე დროში, არამედ შრომის შედეგში.

მაღაზიის ვიტრინების გასაფორმებლად არ არის აუცილებელი შტატიანი დიზაინერის ყოლა, ისევე როგორც ჟურნალისთვის სტატიის დასაწერად არ არის აუცილებელი 9-დან 6-მდე საოფისე კომპიუტერთან ჯდომა. ფრილანსერი თავად წყვეტს, რამდენი იმუშაოს და როდის. განა ეს ბედნიერება არ არის?! მაგრამ აქ იმალება პრობლემაც - დროის განაწილება, საქმის დაგეგმვა. სამწუხაროდ, ამის უნარი ყველას არ შესწევს. სახლში არ გყავთ უფროსი, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს საქმიანობას. სამაგიეროდ, არსებობს წიგნები, ტელევიზორი და მაცივარი, რომლებიც ყურადღებას გაგიფანტავთ. ასე რომ, მოგიწევთ, უფრო მკაცრად მოეპყროთ საკუთარ თავს.

  • დარწმუნებული ხართ, რომ გამოგივათ?

როცა სხვისთვის მუშაობთ, თქვენი შრომის ერთადერთი მყიდველი თქვენი უფროსია. ფულსაც ის იხდის. თავისუფალი სტილის სამუშაოს შემთხვევაში საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გაყიდვის მენეჯერად თავად უნდა იქცეთ. თავად უნდა გადაწყვიტოთ, აიღოთ თუ არა ესა თუ ის სამუშაო.

შეკვეთების მოძიების ყველაზე გავრცელებული გზა ინტერნეტია. არსებობს ფრილანსერების საიტები, რომლებზეც შეიძლება შეხვდეთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს - ჟურნალისტებს, თარჯიმნებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, არსებობს აგრეთვე ვიწროსპეციალიზებული საიტები და გაერთიანებები. მათთან რეგულარული კავშირი აქვთ როგორც შეკვეთების მაძიებლებს, ასევე დამკვეთებსაც. გარდა ამისა, არ უნდა დაივიწყოთ სამუშაოს ძიების ისეთი მარტივი გზა, როგორიცაა პირადი მონაცემების, ე.წ. რეზიუმეს გაგზავნა პოტენციური დამკვეთებისთვის.

ახალბედა ფრილანსერმაც კი განსაზღვრული წარმატების შემთხვევაში პირველსავე კვირას შეიძლება გამოიმუშაოს თანხა, რომელიც “საშტატო რეჟიმში” მომუშავის თვიურ შემოსავალს გაუტოლდება. ეს ფრილანსის მთავარი უპირატესობაა, განსაკუთრებით - გამოცდილი პროფესიონალისთვის, რომელსაც დამკვეთთა “საკუთარი” ბაზა აქვს და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნებით დატვირთული - შეკვეთა ზოგჯერ ბევრია, ზოგჯერ კი დიდხანს მოგიწევთ შესვენება, ამიტომ, თუ სტაბილური შემოსავალი თქვენი საქმიანობის აუცილებელი პირობაა, აუცილებლად უნდა გქონდეთ განსაზღვრული მატერიალური მარაგი უსაქმო დღეებისა და კვირებისთვის და საქმე, რომელსაც ამ დროს მოჰკიდებთ ხელს.

ფრილანსერის სამუშაოს აქვს მინუსებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  1. ფრილანსერებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ კრედიტის აღება, ასევე - ვიზის მიღება ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთა საელჩოებშიც ითხოვენ ცნობას მუდმივი სამუშაო ადგილის შესახებ სტაბილური შემოსავლის მითითებით.
  2. “თავისუფალ მსროლელს” ნაკლები აქვს კარიერული წინსვლის პერსპექტივა, გათავისუფლებულ მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ აიყვანენ შტატიან თანამშრომელს.
  3. ყველა დამკვეთი არ არის პატიოსანი გადამხდელი. ღირს რისკის გაწევა? - ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ!