გამოსავალი ყოველთვის არსებობს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოსავალი ყოველთვის არსებობს!

ჯერ კიდევ გუშინ უინტერესოდ ფურცლავდით საგაზეთო სტატიებს, სადაც ფინანსური ანალიტიკოსები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდნენ, ინტერესით ადევნებდით თვალს ჟურნალ-გაზეთების იმ რუბრიკებს, სადაც ცნობილი ადამიანების შესახებ ჭორებს აქვეყნებენ ან გვირჩევენ, რა ჩავიცვათ ამა თუ იმ სეზონზე, მაგრამ ფულის კურსი დაეცა და ეს თქვენც შეგეხოთ. ახლა შიშითა და ყურადღებით უსმენთ ახალ ამბებს, შფოთავთ, სამუშაო არ დაკარგოთ. ასე არ შეიძლება! ასე მართლაც მოგერევათ დეპრესია.

  • ეცადეთ, ფინანსურმა პრობლემებმა არ დაგთრგუნოთ. შეადგინეთ სირთულეთა გადალახვის საკუთარი გეგმა, საკუთარი ანტიკრიზისული პროგრამა.

1. მიიღეთ სიტუაცია ისეთი, როგორიც არის.

დიახ, უსიამოვნოა, სამწუხაროა, მაგრამ პირადად თქვენ მსოფლიო ეკონომიკაში ვერაფერს შეცვლით. თუ კარგად გავერკვევით, არავითარი კატასტროფა არ გემუქრებათ. ეს არ არის ომი, არ არის შიმშილობა. კრიზისებს კი ადრეც ვუმკლავდებოდით და ახლაც გადავლახავთ!

2. ნუ მიეცემით პანიკას.

სწორედ ასეთ დროს ვუშვებთ ყველაზე სულელურ შეცდომებს ან სამუშაოს დაკარგვის შიშით ზედმეტად ვიძაბებით და ხარისხიანად ვეღარ ვასრულებთ ელემენტარულ დავალებებს.

3. თავი დაანებეთ ახალი ამბების მოსმენას ტელევიზიით თუ ინტერნეტით.

ქვეყანა ამით არ დაიქცევა, თქვენ კი ოდნავ დამშვიდდებით. თუ ახლობლებისა და მეგობრების შეწუხებული სახეები გთრგუნავთ, სთხოვეთ, თქვენი თანდასწრებით არ შეეხონ კრიზისის თემას.

ეს არ არის სირაქლემას პოზიცია - ეს ინფორმაციის ჯანსაღი გაფილტვრაა!

4. ფსიქოლოგიური თანადგომისთვის მიმართეთ ახლობლებს.

ახლა ყველაზე შესაფერისი დროა იმის გასახსენებლად, რომ ნამდვილ ურთიერთობას ფულით ვერ იყიდი. მშობლები, შვილები, მეუღლე, მეგობრები - სწორედ ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც განვლილი წლების განმავლობაში დააგროვეთ.

მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან. შეხვედრები, რომლებიც ფულის ხარჯვას მოითხოვს, უკვე თქვენს შესაძლებლობებს აღემატება? რას ვიზამთ. სამაგიეროდ, შეიძლება ტყეში გასეირნება, საინტერესო ფილმების ერთად ნახვა.

დაბოლოს, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად შეიცვალეთ დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ, შეეცადეთ იპოვოთ მასში რამე დადებითი. სამუშაო დაკარგეთ? არა უშავს. ახლა შეგიძლიათ, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. იქნებ თქვენი ჰობი აქციოთ პროფესიად? ან გააცნობიეროთ, რომ თქვენი ნამდვილი მოწოდება სახლი და შვილებია? ნუ ჩამოყრით ყურებს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.