ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ მამაკაცს არ შეუძლია, გამუდმებით საყვარელი ქალის გვერდით იყოს. თუ ის მფრინავია, მის გვერდით ტრიალებენ გრძელფეხება, მოხდენილი სტიუარდესები, თუ შეფმზარეულია - კეკლუცი მიმტანები...

ზოგის მეუღლე მსახიობია: “ხედავდე მეუღლეს სცენაზე და აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით - შესანიშნავია, მაგრამ მანამდე, სანამ გასტროლები არ დაიწყება... ზიხარ სახლში და ფიქრობ სიმპათიურ გრიმიორ, ასისტენტ, ჟურნალისტ, თაყვანისმცემელ ქალებზე, რომლებიც გუნდ-გუნდად ახვევიან თავს შენს საყვარელ ქმარს...” რა თქმა უნდა, პირველი, რაც ქალს აზრად მოსდის, მეუღლის ყოველი ნაბიჯის კონტროლია - რეკვა, შეტყობინებების გზავნა, მობილურისა და ელექტრონული ფოსტის შემოწმება... ასე იქცევა ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა და ხშირად კარგავს კიდეც საყვარელ მამაკაცს.

უფრო გამოცდილი ქალები მოთმინებას იჩენენ, არ სურთ, მეუღლეს აწყენინონ და გადაკვრითაც კი არ მიანიშნებენ ხოლმე თავიანთ განცდებზე, მამაკაცს კი შესაძლოა ეგონოს, რომ ცოლისთვის სულერთია, რას აკეთებს ის. თქვენ კი არც ერთი ვარიანტი არ მოგწონთ. გსურთ, იყოთ ახლობელი და სასურველი მამაკაცისთვის, რომელიც გიყვართ.

ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ პარტნიორის ღალატისგან თავის დაცვა რაღაც ეშმაკური ხერხებით, მანიპულაციებით შეიძლება.

თავად მამაკაცები კი სხვაგვარად ფიქრობენ. მაგალითად, ერთი მათგანი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ამბობს: “მამაკაცებს სხვადასხვა მორალური პრინციპები და ტემპერამენტი აქვთ. ერთსა და იმავე სიტუაციაში ზოგი გაჰყვება მორიგ ქალს, ზოგი კი მშვიდად დაბრუნდება შინ. მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანი ხვდება, როცა ცოლი მის კონტროლს იწყებს. ეს ძალიან გვაბრაზებს”. უმჯობესია, გულწრფელად გაესაუბროთ მეუღლეს. გაარკვიოთ, რომელი “სამუშაო მომენტია” ნებადართული და რომელი - “ნებადართულის მიღმა”.

დაბოლოს, რამდენიმე რჩევა, რათა სამუშაო დღის შემდეგ თქვენი გმირი თქვენკენ მოიჩქაროდეს:

  • ნუ დაემსგავსებით სხვებს. ნუ გაიმეორებთ იმას, რაც თქვენს მეუღლეს ყოველდღე ესმის გარემომცველი ქალებისაგან. ნუ გამოიყენებთ მათ ხერხებს. ისწავლეთ საყვარელი მამაკაცის გაოცება.
  • იყავით თავდაჭერილი, გაიჩინეთ ჰობი. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ მის მიღმაც გაქვთ ინტერესები.
  • თუ ლოდინი არ მოგწონთ, შეეცადეთ, გულწრფელად დაინტერესდეთ მისი საქმეებით. ეგებ მისი თანაშემწე და მარჯვენა ხელიც კი გახდეთ. ოღონდ თუ ამ გზას აირჩევთ, ნუ დაისახავთ მიზნად საყვარელი მამაკაცის თვალთვალს. გახსოვდეთ: “ბრუნდებიან ისინი, ვისაც არ აბამდნენ”.