ბავშვობის მეგობარი და სიყვარული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვობის მეგობარი და სიყვარული

შესაძლებელია, მეგობრობა რაიმე უფრო დიდში გადაიზარდოს? ნატა, 26 წლის

თქვენ ერთ მერხთან ისხედით, ერთად სეირნობდით და ერთად აცდენდით სკოლას; როცა წამოიზარდეთ, ერთმანეთს უყვებოდით თქვენს წარმატებებზე, წარუმატებლობაზე, პარტნიორებზე...

მაგრამ ცოტა ხნის წინ მიხვდით, რომ ეს არ არის უბრალოდ ბიჭი მეზობელი კორპუსიდან - ეს ის მამაკაცია, რომელზეც მუდამ ოცნებობდით. ეს სასიხარულოა, თუმცა უჩვეულო და... საშიშიც.

თქვენ ყველაფერი იცით ერთმანეთის შესახებ - ეს კარგია. არ მოგიწევთ ხანგრძლივი და არცთუ ყოველთვის სასიამოვნო გამოსაცდელი პერიოდის გავლა. მის გვერდით იქნებით ის, ვინც ხართ. ბუნებრიობა კი ყოველთვის უფრო მომხიბვლელია, ვიდრე მცდელობა, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო საკუთარი თავი.

თქვენ იცნობთ მის გატაცებებს, ჩვევებს, ხასიათს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ეს კი ნიშნავს, რომ მშვენივრად იცით, რას უნდა ელოდეთ მისგან, რა სჭირდება მას და როგორ მოიქცეთ მასთან, თუმცა აქ შეიძლება შეცდომაც დაუშვათ.

არსებობს რისკი, ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა სიყვარულად ჩათვალოთ. დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით? მაშინ იმოქმედეთ!

თავდაპირველად შეცვალეთ აღქმის სტერეოტიპი, რათა მან თქვენში ქალი დაინახოს და არა უბრალოდ მეგობარი. გაიხსენეთ, როგორ იქცევით სხვა მამაკაცებთან: როგორ ესაუბრებით, როგორ ეფლირტავებით, რის უფლებას აძლევთ თავს. მათთან სრულიად სხვანაირი ხართ, ხომ მართალია? ახლა შეეცადეთ, შეამციროთ ეს განსხვავება და თანდათანობით, ფაქიზად გადაიყვანეთ თქვენი ურთიერთობა “ქალისა და მამაკაცის” რელსებზე.

რა თქმა უნდა, მეგობრობა შესანიშნავი ფუნდამენტია ოჯახური ცხოვრებისთვის. რაც უფრო მეტი ამბიცია აქვს თქვენს რჩულს, მით მეტია შანსი, მას ეს მოეწონოს. შეუმჩნევლად, თანდათანობით თქვენ მისთვის შეუცვლელი ხდებით. ის მზადაა, გესაუბროთ თავის პრობლემებზე, ოცნებებზე, პროექტებზე. მთავარია, არ აღმოჩნდეთ მდივან-რეფერენტის ან “ორთქლმავლის” როლში, რომელიც მთელ ტვირთს საკუთარ თავზე იღებს. იყავით საყრდენი - თბილი, ნაზი, ალერსიანი, საიმედო. თუ საჭიროა, მოუსმინეთ, ურჩიეთ, თანაგრძნობა გამოხატეთ ან უბრალოდ მოეხვიეთ.

არსებობს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა გამოყენებას აუცილებლად მოისურვებთ. არ გირჩევთ!

ნუ დაემსგავსებით მის იდეალს

ალბათ მისგან ბევრჯერ გაგიგონიათ, რომ მოსწონს ცისფერთვალა ქერა ქალები, ვერ იტანს მკვეთრი ფერის ლაქს და მიაჩნია, რომ ქალს აუცილებლად კაბა უნდა ეცვას. შეიღებავთ თმას ქერად, ჩაისვამთ ფერად ლინზებს, შეიცვლით გარდერობს, პასუხად კი მის თავშეუკავებელ ხარხარს მიიღებთ: “ეს რა გიქნია საკუთარი თავისთვის?!”

მამაკაცები ბუნებით კონსერვატორები არიან. თქვენი მეგობარი მიჩვეულია თქვენს გარკვეული სახით აღქმას. შესაძლოა, იმიჯის შეცვლამ თქვენს სასარგებლოდ იმუშაოს, მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ კარდინალურ გარდაქმნებს - შესაძლოა, ვერ გაიგოს!

რამდენჯერ შეგიჩივლიათ მისთვის, რომ ვიღაცამ გიღალატათ, ვიღაცამ გაწყენინათ. მას დაუმშვიდებიხართ და დაურწმუნებიხართ, რომ თქვენ ყველას სჯობიხართ და ყველაფერი წინ გაქვთ. გსურთ, ამ გზით გააგრძელოთ სვლა? ის თავზე ხელს გადაგისვამთ, ცრემლს მოგწმენდთ, თანაგიგრძნობთ... და თქვენს მხსნელად და მეგობრად დარჩება. განა თქვენ ამის მიღწევას ცდილობდით?

სექს-პროვოკაცია...

მისი ცდუნება ალბათ არ გაგიჭირდებათ, ოღონდ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ დილით ცოლობას გთხოვთ. უფრო მის შემცბარ სახეს დაინახავთ. საუკეთესო შემთხვევაში გაიგონებთ: “მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი... მოდი, დავივიწყოთ”, უარეს შემთხვევაში უფრო დაგშორდებათ. მთავარია, არ დააჩქაროთ მოვლენები. აცადეთ მასაც და საკუთარ თავსაც გრძნობებში გარკვევა. მაგრამ თუ ხედავთ, რომ მამაკაცი იმავე გრძნობით არ გპასუხობთ, შეწყვიტეთ მცდელობა. სხვაგვარად არათუ ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს, ახლობელ ადამიანსაც დაკარგავთ, ნამდვილი მეგობრობა კი სიყვარულზე არანაკლებ ფასეულია.

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქორწინება მეგობრებს შორის ყველაზე ხშირად ორ შემთხვევაში ხდება და, როგორც წესი, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია წარმატებული.

  • ვარიანტი პირველი: ახალგაზრდები სკოლის მერხიდანვე ქორწინდებიან. ეს ერთგვარი საშუალებაა, “გახდე დიდი”, გამოეყო მშობლებს და გადადგა ნაბიჯი დამოუკიდებელი, რთული ცხოვრებისაკენ. ორისათვის ეს უფრო ადვილია.
  • ვარიანტი მეორე: 30 წელს გადააბიჯეთ, უკან დარჩა შეცდომები, წარუმატებელი კავშირები, წინ კი გელით შემაშფოთებელი მარტოობა და ოჯახის ყოლის მხურვალე სურვილი. მეგობარს ისე ეპოტინებით, როგორც მაშველ რგოლს. დარწმუნებული ხართ, რომ ის არ გიღალატებთ.

პირველ შემთხვევაში ქორწინება ხშირად ირღვევა ერთი, მაქსიმუმ ორი-სამი წლის შემდეგ, როცა ირკვევა, რომ თითოეულ მეუღლეს თავისი ინტერესები, თავისი გზა აქვს. ხოლო მეორე შემთხვევაში ის, ჩვეულებრივ, საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდება ხოლმე.