ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • შვებულების შემდეგ დეპრესია დამეწყო. არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი. შვებულება ბოლომდე გამოვიყენე, მთელი წელი ვეღარ დავისვენებ. სწორედ ამიტომ არის, განწყობილება რომ ნულს ქვემოთ მაქვს - მომდევნო უქმეები ხომ არც ისე მალე დადგება. როგორ დავიბრუნო სიცოცხლის ხალისი?

ქეთი, 25 წლის

ნუ დაუკავშირებთ ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას მაინცდამაინც შვებულებას. განა მხოლოდ დასვენების პერიოდშია შესაძლებელი სასიამოვნოდ დროის გატარება? ცურვა გიყვართ? - აიღეთ საცურაო აუზის აბონემენტი; მოგზაურობა გიყვართ? - უქმე დღეებში წადით ექსკურსიაზე; მოგწონთ ახალი კერძების დაგემოვნება? - ჩაატარეთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.

იქნებ შვებულების მტანჯველი მოლოდინი ნაკლებად საყვარელი სამსახურიდან გაქცევის სურვილს უკავშირდება? იქნებ ღირს ასეთი სამსახურის გამოცვლა? მას, ვინც სამუშაოსგან სიამოვნებას იღებს, გაქცევა არ სურს.

ან იქნებ მხოლოდ უქმე დღეებში ახერხებთ საოჯახო საქმეებისგან ამოსუნთქვას, ქმართან მარტო დარჩენას და ურთიერთობას?

ამ შემთხვევაში ნუ გადაჰყვებით იდეალურ წესრიგზე ზრუნვას, უფრო მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან.

  • ოთხი წელია ვცდილობ, ქმარი ბავშვის გაჩენაზე დავიყოლიო, ის კი სხვადასხვა საბაბით გაურბის ამაზე საუბარს. თავდაპირველად ამბობდა, მოდი, ჯერ მარტოობით დავტკბეთო, მერე მანქანის შესაძენად ვაგროვებდით ფულს, ახლა კი იპოთეკაზე ვფიქრობთ. შესაძლოა, არც ისე კარგი დრო იყოს ბავშვის გაჩენისთვის, მაგრამ დადგება კი ოდესმე “ხელსაყრელი” დრო? მე მზად ვარ, ნებისმიერ სირთულეს შევეჭიდო, ოღონდ კი შვილი მყავდეს, მაგრამ როგორ დავარწმუნო ამაში ქმარი?

ნინი, 29 წლის

ასეთი ქცევის უკან, წესისამებრ, უფრო ღრმა მიზეზები იმალება, ვიდრე მანქანის ან ბინის ყიდვის სურვილია. თქვენ და თქვენს ქმარს სხვადასხვაგვარად გაქვთ განაწილებული პრიორიტეტები: თქვენთვის მთავარი შვილია, ამიტომ მზად ხართ, უბინაობაც მოითმინოთ, ხოლო თქვენი მეუღლისთვის - არა. შეეცადეთ, მოიყვანოთ ისეთი არგუმენტები, რომ თქვენი მეუღლე მიხვდეს: ბავშვზე ფიქრი ჭირვეულობა არ არის.

უპირველეს ყოვლისა, ესაუბრეთ ასაკზე. ქალის რეპროდუქციული უნარი 30 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მცირდება. ის თანხა, რომლის დაზოგვასაც ახლა ცდილობს თქვენი მეუღლე, შემდგომ შესაძლოა გამოკვლევებში დაიხარჯოს უშვილობის მიზეზის აღმოსაჩენად. რაც უფრო მოგემატებათ ასაკი, მით უფრო შეუმცირდება შანსი თქვენს მომავალ შვილს, ჰქონდეს ურთიერთობა ახალგაზრდა და მხნე ბებიებსა და ბაბუებთან.

გაანდეთ თქვენს ქმარს პატარა საიდუმლოც: მან შესაძლოა ვერც ვერასოდეს იგრძნოს მამობისთვის მზაობა, რადგან მამების უმრავლესობას ეს განცდა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ უჩნდება.


  • ზოგჯერ ძალიან მინდება მოკლე ქვედაკაბის ან შორტის ჩაცმა, მაგრამ ფიგურა ამის საშუალებას არ მაძლევს. ხშირად გამიგონია, როგორ ამბობენ ტანსრულ გოგონებზე: “როგორ შეიძლება, ასეთი ფეხების პატრონმა მინი ჩაიცვას?!” არ მინდა, ჩემზეც ასე ილაპარაკონ, მაგრამ გრძელი კაბებით სიარულიც მომბეზრდა!

მარი, 24 წლის

თქვენ გსურთ, ერთდროულად მიაღწიოთ ორ მიზანს: მიიპყროთ გარშემო მყოფთა ყურადღებაც (სწორედ ამისთვის იცვამენ ქალები მინის) და, ამასთან, საყოველთაო მოწონებაც დაიმსახუროთ. ეს ორი ამოცანა პრაქტიკულად შეუთავსებელია - ბევრი ხომ მოკლე კაბას აღიქამს როგორც გამოწვევას, ამიტომ ვერც თქვენ გადაურჩებით ჭორაობას. უფრო მეტიც - ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებთ. ამიტომ გაითვალისწინეთ მხოლოდ მათი აზრი, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია, დანარჩენებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

სთხოვეთ ახლობლებს, ვისაც, თქვენი აზრით, კარგი გემოვნება აქვს, დაგეხმარონ ისეთი სამოსის შერჩევაში, რომელიც წარმოაჩენს თქვენი ფიგურის დადებით მხარეებს.

გადაათვალიერეთ მოდების ჟურნალები, რომლებიც განკუთვნილია ტანსრული ქალებისთვის - იქაც იპოვით სასარგებლო რჩევებსა და იდეებს.

კიდევ ერთი: გადაწყვეტილების მიღებამდე ყური მიუგდეთ საკუთარ შეგრძნებებს. თუ კმაყოფილი ხართ საკუთარი ანარეკლით სარკეში, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, თამამად გამოხვიდეთ დღის სინათლეზე.

  • გამოცდები ჩემთვის ნამდვილი ტანჯვაა, ყოველ ჯერზე სკოლის მოსწავლესავით ვნერვიულობ. უკვე დიდი ხანია, სტუდენტი აღარ ვარ, მაგრამ ხშირად მიწევს გამოცდებზე გასვლა. მალე ტესტირება მელის გერმანულ ენაში, მე კი ისე განვიცდი, რომ მეშინია, ცუდად არ გავხდე. გამოცდა არც ისე რთულია, მაგრამ ზღვარგადასული მღელვარება თავისთავად ჩნდება. როგორ მოვიქცე?

თამთა, 32 წლის

მღელვარება ადამიანის მოტივაციის მაჩვენებელია. XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპრიმენტი ჩაატარეს. მათ ცდისპირებს შემდეგი ამოცანა მისცეს: ეტრიალებინათ სპეციალური მოწყობილობის სახელური, რათა მას ბგერების გამოცემა შეეწყვიტა.

მეცნიერები ფარულად გამუდმებით ცვლიდნენ ხმას, ამიტომ ძნელი მისახვედრი იყო, რომელ მხარეს უნდა დაგეტრიალებინათ სახელური. ამასთან, მონაწილეთა პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ახორციელებდნენ ახალი ხელსაწყოს გამოცდას, რითაც სუსტი მოტივაცია მისცეს. მეორე ჯგუფს შესრულებული სამუშაოსთვის დაჰპირდნენ მცირე ფულად ჯილდოს. ეს საშუალო მოტივაცია იყო. მესამე ჯგუფი საკმაოდ მოტივირებული აღმოჩნდა - წარმატებისთვის მათ საკმაოდ დიდ თანხას დაჰპირდნენ, მაგრამ გააფრთხილეს, რომ თუ შეცდებოდნენ, დენი დაარტყამდათ.

საბოლოოდ ამოცანას თავი ყველაზე უკეთ მეორე ჯგუფმა გაართვა.

მღელვარებას რომ გაუმკლავდეთ, გამოძებნეთ საკუთარ თავში საშუალო დონის მოტივაცია. შეეცადეთ დაინახოთ დადებითი, რასაც მოგცემთ გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ოქროს მთების მოლოდინს ნუ შეიქმნით.

თუ “ცუდი” ბილეთი შეგხვდათ, იფიქრეთ არა იმაზე, რაც არ იცით, არამედ იმაზე, რისი თქმაც შეიძლება. ილაპარაკეთ თავდაჯერებულად - მხნე, თამამ მსჯელობას გამომცდელი უფრო მაღალი ქულით შეაფასებს, ვიდრე გაუბედავ ბუტბუტს.

ნუ შეგეშინდებათ გამომცდელის, შეხედეთ მას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ვისაც ჰყავს ოჯახი და ვისაც თქვენზე ნაკლებად როდი სურს დროულად გათავისუფლება და შინ წასვლა. საუბრის დაწყებამდე ფანჯრისკენ გაიხედეთ - არ მისცეთ საშუალება თქვენს ცნობიერებას, იმ ფურცელს მიეჯაჭვოს, რომელზეც პასუხი წერია; იმის შეგრძნება, რომ ამ “საშიში” ოთახის მიღმა სრულიად სხვა ცხოვრება დუღს, რომელსაც სულ მალე დაუბრუნდებით, ძალასა და თავდაჯერებას შეგმატებთ.