რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
    სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
    ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
    გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
    ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
    კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
    კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
    სრულად

    ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ფსიქოლოგიური კონსულტაცია

    მაშინვე ვგრძნობ, რომ მათ თვალში პატივისცემას ვკარგავ. თუ უცნობებს, თანამდებობის პირებს მივმართე ჩემი პრობლემებით, მათგან დახმარების ნაცვლად აბუჩად აგდებას, მტრულ განწყობას ვგრძნობ. არადა, პრობლემებს მარტო ვერ ვართმევ თავს.

    როგორ შევინარჩუნო ადამიანების პატივისცემა?

    ნორმალურ ადამიანს წყენასა და შეურაცხყოფაზე, როცა სხვებისგან თანაგრძნობას, გაგებას მოელის და ვერ იღებს, ბუნებრივი რეაქცია აქვს - ან შეურაცხყოფილი და დამცირებული რჩება, ან რისხვით პასუხობს, ან უჩნდება განცდა, რომ პატივისცემას კარგავს.

    არსებობენ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მტკივნეულ სიტუაციებს უფრო მუქ ფერებში აღიქვამენ, როგორც თავდასხმას, და აგრესიულადაც რეაგირებენ. მომეტებული საშიშროების განცდა, რომ აბუჩად აიგდებენ, უმძაფრდება კარგად განვითარებული ეგოს მქონე პიროვნებას, როცა ეს ეგო შებღალულია. შიში იმისა, რომ წაგებული, დამცირებული, აბუჩად აგდებული აღმოჩნდება, აქ ზომაზე მეტადაა გამოხატული. ზოგჯერ ეს მოჩვენებითობა ჰიპერტროფირებულია (მეტისმეტად განვითარებული). ასეთი განცდების პირველწყარო ყოველთვის ეგოს შებღალვაა. როცა ადამიანს ეშინია, რომ სხვის თვალში პატივისცემას კარგავს, ესე იგი მას დაბალი თვითშეფასება აქვს, ეშინია, რომ სხვებთან შედარებით უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდება, სხვის თვალში დამცირდება. ასეთი ადამიანი ნაკლებად თავდაჯერებულია, ვერ ფლობს საკუთარ თავს, ვერ ახერხებს, უთხრას მეორე ადამიანს, რომ არ მოსწოს მისი ქცევა ან არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ა.შ.

    არ შეიძლება, იმის გამო, რომ ვიღაცამ ისე ვერ თანაგიგრძნოთ, როგორც მოელოდით, დეპრესიაში ჩავარდეთ, აბუჩად აგდებულად იგრძნოთ თავი. არ უნდა მიიჩნიოთ თავი პატივაყრილ ადამიანად. ეს თქვენს ფსიქიკაზე და, საერთოდ, ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

    არ უნდა მიიღოთ სხვისი გულგრილობა ყოველთვის თავმოყვარეობის შელახვად. გაითავისეთ მათი მდგომარეობაც. და მიუხედავად ყველაფრისა, იყავით მიმტევებელი, სათნო, მოსიყვარულე, მზრუნველი, ყურადღებიანი და, შესაბამისად, ჯანმრთელი. ამისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

    1. სერიოზულად მიუდექით საკითხს - ახლობლებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ გულახდილობა, დაუფარავად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი წუხილი, თქვენი გრძნობები და ემოციები, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებს და პატივი ეცით მათ გრძნობებსაც.
    2. ეძებეთ ახლობელი ადამიანები. თუ გგონიათ, რომ მათ თქვენი არ ესმით, შეეცადეთ, იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.
    3. აღიარეთ თქვენი შეცდომები, დანაშაული (თუ გაქვთ), გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულების საწინდარია! როცა საკუთარ შეცდომებს და დანაშაულს აღიარებთ, დიდ შვებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნო გაცდას ტოვებს, ურთიერთობაც უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.
    4. იზრუნეთ ახლობლებზე - ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით. სხვებზე ზრუნვა უფრო თავდაჯერებულს გაგხდით, არც მარტო დარჩებით საკუთარ პრობლემებთან. ეს პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი იდეალური საშუალებაა. რაც მთავარია, უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილების განცდას მოგანიჭებთ.
    5. მიიღეთ სხვებისგან დახმარება, თუ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა (პრობლემებმა, უბედურმა შემთხვევამ, ავადმყოფობამ, ოჯახურმა უთანხმოებებმა და ა.შ.) შეგიქმნათ საფრთხე, დეპრესიამ შეგიპყროთ, თავი დამცირებულად იგრძენით.
    6. შეეხეთ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვთ. მრავალ ჩვენგანს უჭირს, შეხებით გამოხატოს დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, ჩამოართვით, გულში ჩაიკარით, სითბო აგრძნობინეთ და ამით საკუთარ თავს სიცოცხლის ხალისი, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!

    • დიალოგი საკუთარ თავთან

    დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, რამდენად ჯანსაღი ფსიქოლოგია გაქვთ, განმარტოვდით და დაუსვით საკუთარ თავს კითხვები. ურთიერთობის უნარი მთავარი ადამიანური მოთხოვნილება და ღირსებაა, მაგრამ ყველას არ შესწევს საამისო ძალა და არ გააჩნია ამისთვის საჭირო თვისებები.

    ზოგს ურთიერთობის შიში აქვს, გაურბის კონფლიქტებს, სულიერად ჯანსაღი ადამიანები კი ცდილობენ, ზედმიწევნით ზუსტად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ისინი არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან.

    თანამედროვე მოწიფული მამაკაცი არ ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი, არ ეშინია, რომ ემოციების გამომჟღავნება მას დაამცირებს.

    არც თანამედროვე, გამოცდილ, პროგრესულად მოაზროვნე ქალს აშინებს აგრესიული რეპუტაციის გამომუშავება. იგი თამამად ამჟღავნებს თავის პოზიციას და საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს მორჩილისა და პასიურის, დამცირებულის როლს.

    • ადვილად იღებთ უარს?

    ცხოვრებაში ყველა ერთნაირად ვერ იპყრობს დიდ სიმაღლეებს, ცხოვრება მკაცრია და ზოგჯერ უარს ამბობს ოცნებების ასრულებაზე, ამბიციების დაკმაყოფილებაზე. ამ უარს ბევრი ტრაგიკულად აღიქვამს. სულიერად მტკიცე და ჯანსაღი ადამიანები აცნობიერებენ, რომ უარი ან კრიტიკა ტრაგედია და კატასტროფა არ არის; ამას გამოცდად აღიქვამენ და ცდილობენ, თავი დააღწიონ აღშფოთებასა და წყენას, რადგან ამით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მიაყენებენ ზიანს.