ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • სიყვარული

ჩემი შეყვარებული ხშირად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად. მიყვარს ის და ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მინდა, მთელი თავისუფალი დრო ჩემთან ერთად გაატაროს, ის კი ზოგჯერ მეგობრებთან ყოფნას არჩევს. რა თქმა უნდა, მეც შემიძლია წავყვე, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო არ არის. ძალიან განვიცდი მის გარეშე ყოფნას, შეხვედრისას კი ვეჩხუბები. მესმის, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ თავს...

ეკა, 19 წლის

თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით, როცა ამბობთ, რომ არასწორად იქცევით. ჩხუბი უნდა შეწყვიტოთ. თავად განსაჯეთ: თუ თქვენი შეხვედრა მისთვის ჩხუბს მოასწავებს, განა შეიძლება, ეს სასიკეთოდ დამთავრდეს? პირიქით, თქვენი საყვარელი მამაკაცი არაცნობიერად ყოველთვის გააჭიანურებს დროს თქვენთან შეხვედრამდე. სამაგიეროდ, თუ ეს მისთვის სასიამოვნოსთან ასოცირდება, ის ყოველთვის შეეცდება, რაც შეიძლება ადრე დაბრუნდეს თქვენთან, რომ საყვარელ ქალთან სიმშვიდე და სიყვარული მოიპოვოს.

რატომ არ მოგწონთ, რომ ის თავისი სურვილისამებრ იქცევა? რატომ გწყინთ? ალბათ, სულის სიღრმეში მიგაჩნიათ, რომ თუ ადამიანებს ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ისინი სულ ერთად უნდა იყვნენ. მაგრამ ამას უკვე სიყვარულს ვეღარ დავარქმევთ, ეს დამოკიდებულებაა. შეეცადეთ, შეხედოთ თქვენს ურთიერთობას ასეთი თვალით.

  • ბავშვები

ჩემი სამი წლის გოგონა ძალიან ცუდად ჭამს. მისი ყოველი კვება მთელი რიტუალია. ვცდილობ, მრავალფეროვანი კერძები მოვუმზადო, ათასნაირად ვაფორმებ, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე.

თათული, 24 წლის

ცნობილი პედაგოგი იანუშ კორჩაკი წერდა, რომ ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენიც სჭირდება - არც მეტს, არც ნაკლებს. ნუ აიძულებთ ჭამას სხვადასხვა ხრიკით. არ სურს სადილობა? - გამოტოვეთ სადილი. გარკვეული ხნის შემდეგ მას აუცილებლად მოშივდება. თუ სამხარსაც არ მიირთმევს, გამოტოვეთ სამხარიც, მაგრამ აუცილებლად შესთავაზეთ ვახშამი.

თუ პატარამ ცოტა იშიმშილა, ამაში საშიში არაფერია. როგორც კი მოშივდება, თვითონვე მოითხოვს საჭმელს. რა თქმა უნდა, ასე შეიძლება მოიქცეთ მხოლოდ მაშინ, თუ გოგონა ჯანმრთელია და ასაკის შესაფერისი წონა აქვს.

  • მეგობრობა

ინსტიტუტში ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ მაქვს მათთან ურთიერთობის სურვილი. ყოველთვის, როცა სადმე მეპატიჟებიან, მიჩნდება უამრავი საქმე, რომლებზეც არ მინდა მათ გამო უარის თქმა. თვითონაც ვერ გამიგია, რა ხდება...

თეონა, 30 წლის

დრო გადის, ადამიანები იცვლებიან და ცვლიან თავიანთ ცხოვრებას, თავიანთ გარემოცვას. ამაში საგანგაშო არაფერია. როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა რაღაც ახალი, რაც ახლა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძველ მეგობრებთან ურთიერთობა. ან ახალი მოთხოვნილებები გაგიჩნდათ, რომლებსაც ნაცნობთა ამ წრეში ვერ იკმაყოფილებთ, ახალი თემები, რომლებსაც მათთან ერთად ვერ განიხილავთ.

ნუ აიძულებთ თავს მათთან ურთიერთობას. შესაძლოა, გარკვეული ხნის შემდეგ მოგენატრონ კიდეც ისინი და ხელახლა გაგიჩნდეთ მათთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი.

  • ოჯახი

მე და ჩემი ქმარი ათი წლის წინ შევუღლით. გვყავს ორი შვილი. ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს. ის ქმარშვილიანია. ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის მიტოვებას არ აპირებს, მაგრამ არც საყვარელთან დაშორებაზე ფიქრობს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ელენე, 35 წლის

ძალზე რთულ და არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დაბნეული ხართ. იმის გადასაწყვეტად, როგორ მოიქცეთ, უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ თქვენ თვითონ. დაფიქრდით, გინდათ ოჯახის შენარჩუნება, ქმართან ერთად ცხოვრება? შეგიძლიათ აპატიოთ ღალატი და შეეგუოთ სხვა ქალთან მის ურთიერთობას? თუ ვერა - მზად ხართ განშორებისთვის?

ეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოთ მხოლოდ საკუთარი და არა მარტო ქმრისა და შვილების ინტერესებით. როგორც კი საკუთარ სურვილებში გაერკვევით, თქვენთვის ცხადი გახდება, როგორ მოიქცეთ ამ არცთუ იოლ სიტუაციაში.

  • გაცნობა

ყველა მეუბნება, რომ სიმპათიური ვარ, ქუჩაშიც ვგრძნობ ყურადღებას ყმაწვილებისგან, მაშინაც კი, როცა ისინი სხვა გოგონებთან ერთად არიან, მაგრამ ჩემს გაცნობას რატომღაც ვერავინ ბედავს...

დეა, 16 წლის

ხდება ისეც, რომ მიმზიდველი, გამორჩეული გარეგნობა დახმარების ნაცვლად ხელს გვიშლის. ნაკლებად თავდაჯერებულ მამაკაცებს აფრთხობთ ლამაზი გოგონას გაცნობა, რადგან ჰგონიათ, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს შესთავაზებენ. თუ ქალიშვილი ამაყი და მიუწვდომელი ჩანს, მამაკაცს კიდევ უფრო უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა. ეცადეთ, იყოთ მეგობრული და კეთილგანწყობილი. თუ მოგწონთ ახალგაზრდა კაცი, მიეცით სტიმული თბილი ღიმილით.