/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია
საშიში ხომ არ არის ოცნებით გატაცება?

  • მე მაქვს ძალიან პატარა ბინა, ვზივარ ამ პაწაწინა ბუდეში და ლამაზ ცხოვრებაზე ვოცნებობ. მესმის, რომ ეს სასაცილოდ და გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან მინდა, ვიშოვო ბევრი ფული, დავსახლდე მდიდრულ ვილაში. როცა ჩემს ბინას შევყურებ, სევდა მიპყრობს. ექთანი ვარ, საიდან მოვიტანო იმდენი ფული, ჩემი ოცნების ასახდენად რომ არის საჭირო? როგორ მოვერიო თავს?

მარი, 29 წლის

ოცნება სასარგებლოა, როცა ის გვეხმარება სანუკვარი და ამავე დროს რეალური მიზნისკენ სწრაფვაში, გვაძლევს გარკვეულ სტიმულს მომავლისთვის. ოცნება თავდაჯერებას მატებს ადამიანს. თქვენი ფანტაზიები კი რეალობისგან შორსაა, ყველას არ აქვს დიდი კაპიტალის ფლობის ან მოპოვების შესაძლებლობა და პერსპექტივა. კომფორტისა და სილამაზისკენ მიისწრაფვით?

შეეცადეთ შექმნათ მყუდრო ატმოსფერო თქვენს სახლში იმით, რაც გაქვთ. მოვლილი ბინა არცთუ მდიდრული, მაგრამ ორიგინალური დიზაინით გაახარებს თვალს და ნაკლებად მოგგვრით სევდას. ბედნიერება მხოლოდ სიმდიდრეში ნამდვილად არ არის.

  • მეზობლის ძაღლი ჩვენს ნაკვეთში “დასახლდა”. ის განუწყვეტლივ მოდის ჩვენთან და ჩვენს კატას დასდევს. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ მეზობლებს მისი დაბმა. გვპასუხობენ, რომ ეცოდებათ. ძალიან მინდოდა ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მაგრამ, როგორც ჩანს, უთანხმოებას თავიდან ვერ ავიცილებთ. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მაგდა, 39 წლის

თუ მეზობლები თქვენს თხოვნაზე არ რეაგირებენ, უნდა წაუყენოთ მკაცრი ულტიმატუმი: ან თვითონ მიადევნებენ თვალყურს თავიანთ შინაურ ცხოველს, ან თქვენ იქნებით იძულებული, დააბათ ის თქვენს ტერიტორიაზე. შეეცადეთ ასევე, უფრო მკაცრად მოექცეთ უსიამოვნების მთავარ მიზეზს - ნუ მოეფერებით, ნუ აჭმევთ და ნუ მისცემთ თქვენს ნაკვეთში სირბილის უფლებას. მკაცრი შეძახილების გაგონებისას ის უფრო და უფრო იშვიათად მოვა თქვენს სახლთან სასეირნოდ.

  • როგორც კი მამაკაცთა კომპანიაში მოვხვდები, მაშინვე ვიბნევი და ვიბოჭები. ვშფოთავ ახალგაზრდა მამაკაცებთან საუბრისას, ვერ ვპოულობ სასაუბრო თემას. ქალთა საზოგადოებაში კი თავს თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ. ყველა ჩემი მეგობარი გოგონა ამბობს, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მაშ, რა მემართება მამაკაცებთან?

შეკითხვა ექიმს
<p>აღგზნება არ მაქვს მომატებული ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთ ფოქრებზე აღგზნება არ მოდის , პორნოს ვუყირებდი და მაგ დროს ისედაც აღგზნებული ვიყავი და ვიქნებოდი თავისთავად მერე ორგაზმი გახანგძლივდა ელემნტარულად ხელიც რო მიმედო ეგრევე მოდილდა ორგაზმი ფიქრიც კი არ ჭირდებოდა თავისით მოდიოდა ან გონებრივად რო გამემახვილები ჩემს გენოტალიებზე ყურადღება მაშინაც მოდიოდა ხოდა ეს ფოქრი რო წამოვიდა წამიერი იყო კადრი არც ჩამდა წესოერად წამიერი იყო და უცებ გენოტალიებზე გადავიტანე აქცენტი და ეგრევე წამოვიდა ორგაზმი თავოსოთაც წამპვოდოდა ვფიქრობ რადგამ უკვე ისედაც აღგზნებული ვიყავო და ეს ფოქრი ღაფაერ შუაშია , ამუ ეს ფიქრები არ აღმაგზმენებს პირიქით მთრგუნავს</p>

ნანუკა, 30 წლის

უნდა გაიგოთ, რომ მამაკაცები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ქალები. რა თქმა უნდა, მათ ფეხბურთი უფრო აღელვებთ და აინტერესებთ, ვიდრე ტანსაცმლის ახალი კოლექცია და მაინც, შეიძლება უამრავი ნეიტრალური თემის პოვნა საუბრისა და მსჯელობისთვის. მაგალითად, ისაუბრეთ იმაზე, სად და როგორ გაატარეთ ან გაატარებთ შვებულებას, საერთო ნაცნობების ცხოვრებისეულ კურიოზებსა და პროფესიულ საკითხებზე...

ნუ შეუშინდებით საუბრის მიმართულების შეცვლას, თუ შეამჩნევთ, რომ თანამოსაუბრე აშკარა ინტერესს არ იჩენს. სხვათა შორის, ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ საუკეთესო თანამოსაუბრე ის არის, ვინც მოსმენა იცის.

  • ვიცავ დიეტას და მშურს ჩემი გამხდარი და კარგი აღნაგობის ქმრის. მე სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება და იძულებული ვარ, რაციონი შევიზღუდო, ხოლო ჩემი ქმარი, მოვა თუ არა სამსახურიდან, დაილაგებს თეფშზე გემრიელ საჭმელებს და მადიანად მიირთმევს. მე სურვილი მიჩნდება, რაიმე მწარედ ვუთხრა. როგორ შევიკავო თავი?

თამუნა, 26 წლის

როგორც ჩანს, ქმარზე გაბოროტება - ეს თქვენივე თავით უკმაყოფილების გამოძახილია. დაფიქრდით, გჭირდებათ ისეთი დიეტა, რომელიც ასე გაღიზიანებთ? იქნებ ზედმეტი კილოგრამები სჯობს ოჯახში დაძაბულ ატმოსფეროს? ეცადეთ, ფორმა ვარჯიშით შეინარჩუნოთ ან გამოდით სამზარეულოდან, როცა თქვენი ქმარი მიირთმევს.

თქვენი პრობლემის საფუძველი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაა. გირჩევთ, პირადად მიიღოთ კონსულტაცია ფსიქოლოგისგან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • მე მაქვს ძალიან პატარა ბინა, ვზივარ ამ პაწაწინა ბუდეში და ლამაზ ცხოვრებაზე ვოცნებობ. მესმის, რომ ეს სასაცილოდ და გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან მინდა, ვიშოვო ბევრი ფული, დავსახლდე მდიდრულ ვილაში. როცა ჩემს ბინას შევყურებ, სევდა მიპყრობს. ექთანი ვარ, საიდან მოვიტანო იმდენი ფული, ჩემი ოცნების ასახდენად რომ არის საჭირო? როგორ მოვერიო თავს?

მარი, 29 წლის

ოცნება სასარგებლოა, როცა ის გვეხმარება სანუკვარი და ამავე დროს რეალური მიზნისკენ სწრაფვაში, გვაძლევს გარკვეულ სტიმულს მომავლისთვის. ოცნება თავდაჯერებას მატებს ადამიანს. თქვენი ფანტაზიები კი რეალობისგან შორსაა, ყველას არ აქვს დიდი კაპიტალის ფლობის ან მოპოვების შესაძლებლობა და პერსპექტივა. კომფორტისა და სილამაზისკენ მიისწრაფვით?

შეეცადეთ შექმნათ მყუდრო ატმოსფერო თქვენს სახლში იმით, რაც გაქვთ. მოვლილი ბინა არცთუ მდიდრული, მაგრამ ორიგინალური დიზაინით გაახარებს თვალს და ნაკლებად მოგგვრით სევდას. ბედნიერება მხოლოდ სიმდიდრეში ნამდვილად არ არის.

  • მეზობლის ძაღლი ჩვენს ნაკვეთში “დასახლდა”. ის განუწყვეტლივ მოდის ჩვენთან და ჩვენს კატას დასდევს. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ მეზობლებს მისი დაბმა. გვპასუხობენ, რომ ეცოდებათ. ძალიან მინდოდა ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მაგრამ, როგორც ჩანს, უთანხმოებას თავიდან ვერ ავიცილებთ. როგორ მოვიქცე?

მაგდა, 39 წლის

თუ მეზობლები თქვენს თხოვნაზე არ რეაგირებენ, უნდა წაუყენოთ მკაცრი ულტიმატუმი: ან თვითონ მიადევნებენ თვალყურს თავიანთ შინაურ ცხოველს, ან თქვენ იქნებით იძულებული, დააბათ ის თქვენს ტერიტორიაზე. შეეცადეთ ასევე, უფრო მკაცრად მოექცეთ უსიამოვნების მთავარ მიზეზს - ნუ მოეფერებით, ნუ აჭმევთ და ნუ მისცემთ თქვენს ნაკვეთში სირბილის უფლებას. მკაცრი შეძახილების გაგონებისას ის უფრო და უფრო იშვიათად მოვა თქვენს სახლთან სასეირნოდ.

  • როგორც კი მამაკაცთა კომპანიაში მოვხვდები, მაშინვე ვიბნევი და ვიბოჭები. ვშფოთავ ახალგაზრდა მამაკაცებთან საუბრისას, ვერ ვპოულობ სასაუბრო თემას. ქალთა საზოგადოებაში კი თავს თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ. ყველა ჩემი მეგობარი გოგონა ამბობს, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მაშ, რა მემართება მამაკაცებთან?

ნანუკა, 30 წლის

უნდა გაიგოთ, რომ მამაკაცები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ქალები. რა თქმა უნდა, მათ ფეხბურთი უფრო აღელვებთ და აინტერესებთ, ვიდრე ტანსაცმლის ახალი კოლექცია და მაინც, შეიძლება უამრავი ნეიტრალური თემის პოვნა საუბრისა და მსჯელობისთვის. მაგალითად, ისაუბრეთ იმაზე, სად და როგორ გაატარეთ ან გაატარებთ შვებულებას, საერთო ნაცნობების ცხოვრებისეულ კურიოზებსა და პროფესიულ საკითხებზე...

ნუ შეუშინდებით საუბრის მიმართულების შეცვლას, თუ შეამჩნევთ, რომ თანამოსაუბრე აშკარა ინტერესს არ იჩენს. სხვათა შორის, ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ საუკეთესო თანამოსაუბრე ის არის, ვინც მოსმენა იცის.

  • ვიცავ დიეტას და მშურს ჩემი გამხდარი და კარგი აღნაგობის ქმრის. მე სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება და იძულებული ვარ, რაციონი შევიზღუდო, ხოლო ჩემი ქმარი, მოვა თუ არა სამსახურიდან, დაილაგებს თეფშზე გემრიელ საჭმელებს და მადიანად მიირთმევს. მე სურვილი მიჩნდება, რაიმე მწარედ ვუთხრა. როგორ შევიკავო თავი?

თამუნა, 26 წლის

როგორც ჩანს, ქმარზე გაბოროტება - ეს თქვენივე თავით უკმაყოფილების გამოძახილია. დაფიქრდით, გჭირდებათ ისეთი დიეტა, რომელიც ასე გაღიზიანებთ? იქნებ ზედმეტი კილოგრამები სჯობს ოჯახში დაძაბულ ატმოსფეროს? ეცადეთ, ფორმა ვარჯიშით შეინარჩუნოთ ან გამოდით სამზარეულოდან, როცა თქვენი ქმარი მიირთმევს.

თქვენი პრობლემის საფუძველი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაა. გირჩევთ, პირადად მიიღოთ კონსულტაცია ფსიქოლოგისგან.


  • შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ თავს განადგურებულად ვგრძნობ. იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, მე მისი ინტერესებით ვცხოვრობდი და არავინ მაინტერესებდა. ყველა მეგობარს ჩამოვშორდი. სამი თვის წინ ერთმანეთს დავშორდით. ახლა ურთიერთობა არავისთან მაქვს, ვერც საქმეს ვუდებ გულს. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან?

ანანო, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, ნუ დააჩქარებთ საკუთარ თავს. შეყვარებულთან თქვენი დაშორებიდან არც ისე დიდი ხანია გასული. რომანის დასრულების შემდეგ ადამიანი ზოგჯერ აპათიაში ვარდება. მიეცით თავს დასვენების საშუალება. როგორც კი იგრძნობთ, რომ სხვასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდათ, დაურეკეთ ძველ ნაცნობებს. შესაძლოა, ზოგიერთმა არ მოისურვოს თქვენთან საუბარი, მაგრამ ვინმეს მაინც გაახარებს თქვენი დაბრუნება.

რაც შეეხება საქმიანობას, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც ადრე გაინტერესებდათ - სპორტი, ცეკვა და ა.შ. - და მოსინჯეთ ის, რასაც ამჟამად სიამოვნებით გააკეთებდით. ასე უფრო ადვილად გაიგებთ, რა ეამება თქვენს გულს.

  • მე ხშირად ჩამაცივდებიან ან ამედევნებიან ხოლმე უცნაური ადამიანები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ჩემ გვერდით აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს ან ნასვამი მამაკაცი, ან ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანი. არ მესმის, მაინცდამაინც მე რატომ მირჩევენ?

ეკა, 27 წლის

ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ, პოტენციურ “მსხვერპლში” თავდაჯერების ნაკლებობა და უმწეობა იზიდავთ. დავუშვათ, მას შემდეგ, რაც თქვენ აგედევნათ ნასვამი მოქალაქე, თქვენ უფრთხით საეჭვო შესახედაობის ყველა მგზავრს. შეამჩნევენ თუ არა თქვენს შიშს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცები, მათთვის იოლი ხდება თქვენზე გავლენის მოხდენა. მოიქეცით უფრო თავდაჯერებულად, თუ დაგჭირდათ, აგრესიულადაც კი, და არასასიამოვნო ადამიანებს აღარ მიიზიდავთ.

  • მეგობარმა გოგონამ ძალიან მაწყენინა. ჩვენ წავკამათდით. გახურებულ კამათში ბევრი საწყენი სიტყვა მითხრა და უამრავი პრეტენზია წამომიყენა. ალბათ, არც მე დავრჩენივარ ვალში. ახლა მას შერიგება სურს, მე კი ამისთვის ჯერ მზად არ ვარ - ვცდილობ გავარკვიო, რა იყო სიმართლე მის სიტყვებში. როგორ მოვიქცე?

თამრიკო, 30 წლის

ჩხუბის დროს, როგორც წესი, ადამიანები ბევრ საწყენ სიტყვას ეუბებიან ერთმანეთს. არა იმიტომ, რომ წყენა “დაუგროვდათ”, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს სურს, ტკივილი მიაყენოს მეორეს. სწორედ ამ სურვილიდან გამომდინარე ხდება ფრაზების ფორმულირება. ასე რომ, ასეთ წუთებში წარმოთქმულის გულთან მიტანა არ ღირს. თუმცა, თავის დასამშვიდებლად არ იქნება ურიგო, გაიგოთ სხვა ნაცნობების აზრი მომხდარის თაობაზე.

უნდა შეურიგდეთ თუ არა მეგობარს? თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ესე იგი ჯერ კიდევ არ ხართ მზად ამისთვის. დაფიქრდით იმაზე, რა გაკავშირებთ მასთან, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - საერთო ინტერესები თუ თქვენი წყენა. ასეა თუ ისე, ნუ იჩქარებთ - ნაძალადევი ბოდიში ნამდვილად ვერ განამტკიცებს თქვენს მეგობრობას. ახლა კი უმჯობესია გულახდილად უთხრათ მეგობარს, რომ ვერ ივიწყებთ თქვენს ჩხუბს და ყველა სიტყვა კარგად გახსოვთ. უთხარით, რომ თვითონ დაურეკავთ, როცა წყენის დავიწყებას შეძლებთ.

  • ჩემი საყვარელი მამაკაცი ძაღლზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ჩემზე. მეტ დროს უთმობს მასთან თამაშს, ეძახის მას “ჩემო ლამაზოს”, ბევრს ეფერება... მე უფრო იშვიათად მეუბნება ალერსიან სიტყვებს, ვიდრე თავის რეის. თავს ბრიყვულად ვგრძნობ, მაგრამ ამ სიტუაციას ვერაფერს ვუხერხებ.

ნატა, 19 წლის

როგორც ჩანს, თქვენი ეჭვიანობა იმის ბრალია, რომ გაკლიათ მეგობრის ყურდღება. შესაძლოა, მას აღზრდა ან მორიდება არ აძლევდეს საშუალებას, იყოს თქვენდამი უფრო ალერსიანი და ყურადღებიანი. გამოიჩინეთ ინიციატივა თქვენ თვითონ, უთხარით, რომ გსურთ მოგექცეთ უფრო ნაზად, ალერსიანად, რომ მისგან კომპლიმენტებს ელით, ოღონდ საუბრისას თავი არიდეთ საყვედურებს.