დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები

მით უმეტეს, როდესაც საქმე სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ეხება. დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა განსაზღვრულ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია - ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. საზოგადოდ, დიეტა უმრავლესობისთვის სტრესული მდგომარეობაა. რაც უფრო მძიმეა მისი პირობები, მით უფრო ღრმაა სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებს, ქორწილებს, დაბადების დღეებს, რის გამოც ვეღარ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. დიეტაზე მყოფ ადამიანს, როგორც წესი, ეცვლება განწყობა, უფრო მეტად უარყოფითი ემოციების ტყვეობაში ექცევა.

ქალები ძალიან განიცდიან ზედმეტ წონას და მის მოსაშორებლად ნებისმიერ დიეტაზე თანახმანი არიან. ასეთ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაც ემატება. თუ ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, დიეტის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. დიეტაც სწორად უნდა იყოს შერჩეული, რადგან აქ მხოლოდ სხეულის კორექციაზე როდია საუბარი. რა თქმა უნდა, დიდია დატვირთვაც, რომელსაც დიეტაზე მყოფი ადამიანის ფსიქიკა განიცდის. ოჯახის წევრებს ამ დროს დიდი მოთმინება, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ოჯახის წევრები მართლაც გულმოდგინედ "ეხმარებიან" დიეტაზე მყოფს: განუწყვეტელი შენიშვნებითა და მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს კეტავენ, რათა დიეტაზე მყოფს სულმა არ წასძლიოს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნულსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესული მდგომარეობაც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს.

საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა, ნებისყოფამ უღალატოთ და ფუნთუშას ან ბუტერბროდს ხელი წაატანონ, შემდეგ კი საკუთარ თავზე ბრაზობენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას. თუ შეამჩნიეთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნერვიულობას კი ნუ მოჰყვებით, არამედ მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, ეს მინიტანვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

კვების დღიური

დიეტის დროს შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, რომელშიც აღნუსხავთ, როდის რამდენი მიირთვით. ნუ მოიტყუებთ თავს, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ეს, რაც სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ ინერვიულეთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილა ან ტორტის ნაჭერი მიირთვით, აუცილებლად აღნიშნეთ ეს თქვენს დღიურში, მომავლისთვის კი ანტიდეპრესანტად რაიმე ნაკლებკალორიული, მაგალითად, მოხალული თხილი ან ჩირი შეარჩიეთ, მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად კი გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, დაესწარით კონცერტს. ხშირად წაახალისეთ საკუთარი თავი - მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ (ოღონდ არა დიეტაზე!), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ. დიეტის შერჩევისას ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა.