ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

.

  • "ჩემს მეუღლეს ხელფასი შეუმცირეს, რაც საგრძნობლად დაეტყო ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს. მისმა მშობლებმა ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს - ისინი საკმაოდ უზრუნველყოფილი ადამიანები არიან. ძალიან მადლიერი ვარ მათი, რადგან ორი შვილი გვყავს და ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ.... ცუდი ის არის, რომ დახმარებასთან ერთად მათ დაიწყეს აქტიური ჩარევა ჩვენს ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჩემი ახალი შენაძენი - გოგონების ტანსაცმელი. თუმცა ისინი ჩემი ხელფასით ვიყიდე! ამის შესახებ ქმარსაც ვუთხარი, მაგრამ მას არავითარი რეაქცია არ ჰქონია. როგორც ჩანს, რაც ხდება, ხელს აძლევს."

ნინო, 32 წლის

- პრობლემა სერიოზულია: თქვენი მეუღლე წინააღმდეგი არ არის, კვლავ მშობლების მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს სავსებით გასაგებია და საპატიოდაც კი ითვლება კრიზისულ პერიოდში, თქვენს მეუღლეს კი სწორედ ასეთი პერიოდი უდგას: მას შემოსავალი შეუმცირდა და ოჯახში შემომტანი აღარ არის. ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი ჩვენგანი ეძიებს დამცველს, მზრუნველს, მეურვეს, რომელიც მის პრობლემებს მის ნაცვლად მოაგვარებს. შეეცადეთ, როგორმე გადააგოროთ ეს პერიოდი. დანიშნეთ ვადა, სანამ თანახმა ხართ მოითმინოთ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გადაჭრით დააყენეთ საკითხი: "საყვარელო, უკვე დაისვენე, ახლა კი დროა, რამე მოვიფიქროთ". აუცილებლად იმოქმედებს ტონი, რომელიც სითბოთი, თანაგრძნობითა და სიმტკიცით იქნება შეზავებული და არა მორიდებული და გაუბედავი წუწუნი დედამთილის ქცევასა და ფულის უკმარისობაზე.

  • "გავიარე გაკვეთილები ავტოსკოლაში და ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ საჭესთან დაჯდომისა მეშინია: სულ მეჩვენება, რომ სხვა მძღოლები კომენტარს უკეთებენ ჩემს მოქმედებას ან უხამსი სიტყვებით მამკობენ. როგორ დავძლიო ეს შეგრძნება?"

სალომე, 23 წლის

- უწინარეს ყოვლისა, უნდა ისწავლოთ, როგორ მოერიოთ ანალოგიურ შიშს სხვა სიტუაციაში, როცა საჭეს არ უზიხართ. მაგალითად, სამსახურში, სტუმრად ან დასასვენებლად ყოფნისას. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები ასეთივე კომენტარს უკეთებენ თქვენს მოქმედებებს, თქვენს პიროვნებას. რა დაგეხმარებოდათ სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში? იპოვეთ პასუხი ამ კითხვაზე და შეეცადეთ, ის ავტომანქანასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე გადაიტანოთ.

მოძებნეთ მეგობარი, რომელსაც აქვს ზომიერი ტემპერამენტი, კარგი იუმორის გრძნობა და კარგი მძღოლიცაა; სთხოვეთ, რამდენჯერმე გამოგყვეთ და კომენტარი გაუკეთოს თქვენს მოქმედებებს ავტომანქანის მართვისას, ოღონდ პოზიტიური კუთხით, და როცა მარტო მიუჯდებით საჭეს, წარმოიდგინეთ მისი მეგობრული მხარდაჭერა და გამამხნევებელი გამოთქმები. ეს დაგეხმარებათ. შეეცადეთ, თვითონვე გამოთქვათ შენიშვნები სხვა მძღოლების მიმართ. ამგვარად მიხვდებით, რომ კომენტარები ზიანს არავის აყენებს.

  • "მყავს 15 წლის და. ის მუდამ უიღბლო სიყვარულით იტანჯება. არაფერი აკლია საიმისოდ, რომ გვერდით ძალიან კარგი მეგობარი ჰყავდეს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ განგებ ირჩევს მიუწვდომელ ობიექტებს - უფროს ბიჭებს ან თანატოლებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ შეყვარებულები. როგორ დავეხმარო?"

ქეთი, 20 წლის

- ყველა მოზარდი გადის ემოციური განვითარების იმ საფეხურს, როცა მისი სიყვარულის ობიექტები მსახიობები ან სკოლის "ვარსკვლავები" ხდებიან. ეს მათ ეხმარება, სწორად შეაფასონ საკუთარი თავი, გამოსცადონ თავიანთი მომხიბვლელობის ძალა და შეიგრძნონ გრძნობათა მთელი პალიტრა. თუ ამ საკითხს წმინდა თეორიული თვალსაზრისით მივუდგებით, ცალმხრივი სიყვარული საუკეთესო ტრენაჟორია მომავალი თანაზიარი, ორმხრივი სიყვარულისთვის.

თუ გსურთ, დას დაეხმაროთ, ნუ დაიშურებთ დროს მის მოსასმენად, განიხილეთ მისთვის საინტერესო ყველა საკითხი, იმსჯელეთ იმ ღირსებებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც იმ ბიჭებს აქვთ, თქვენს დას რომ მოსწონს, ასევე - იმ შეცდომებზეც, რომლებსაც უშვებს თქვენი და მათთან ურთიერთობისას. მთავარი იმის გაცნობიერებაა, რომ გვერდით ჰყავს ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს.

  • "მშობლებმა მე და ჩემს ქმარს ქალაქგარეთ პატარა სააგარაკო სახლი დაგვიტოვეს. ძალიან მიყვარდა ეს სახლი, ახლა კი იქ უცხო ადამიანად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემი ძმის ცოლმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო და აქტიურად მიჰყო ხელი აგარაკის გადაკეთებას. ამბობს, "მყუდროება" უნდა შევმატოო. ჩემი აზრი კი არავის არ აინტერესებს, უფრო მეტიც - ჩემი ნივთები ჩემს დაუკითხავად გადაიტანა სხვა ოთახში და გამომიცხადა, რომ იქ უფრო "მოხერხებულად" ვიგრძნობ თავს. ერთი სიტყვით, თავს მეტისმეტის უფლებას აძლევს. როგორ მივუჩინო თავისი ადგილი?"

ირინა, 30 წლის

- როგორც ჩანს, თქვენს რძალს იმედი აქვს, რომ თავისი აქტიურობით ადრე თუ გვიან ხელს აგაღებინებთ ამ სახლზე. თქვენ უფრო თამამად უნდა მოჰკიდოთ ხელი თქვენი მემკვიდრეობის განკარგვას. რამდენადაც ამ სახლში თქვენი მეგობრული თანაცხოვრება შეუძლებელი ხდება, თქვენს ძმასთან ერთად განიხილეთ, როგორ გაიყოთ ის. შემდეგში, თუ რძალთან კამათი მოგივათ, სწორედ ამ შეთანხმებას დაეყრდნობით. ძმას ცოლის გავლენისგან თავის დაღწევაში რომ დაეხმაროთ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს საერთო მოგონებებზე, რომლებიც ამ სახლს უკავშირდება. სთხოვეთ წარმოიდგინოს, რას იტყოდნენ თქვენი მშობლები აგარაკზე დამყარებული ახალი წესების შესახებ.

  • "ჩემი შეყვარებულის დედა ჩვენს ურთიერთობაში ერევა. მას მე არ მოვწონვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა კარგად ვართ, ის თავს ცუდად გრძნობს და პირიქით, როცა რაიმე უსიამოვნება მოგვდის, აღფრთოვანებულია. ვუამბობთ ჩვენი გეგმების შესახებ და მშვიდად გვისმენს, მეორე დღეს კი შვილთან ისტერიკას მართავს, ჩვენს საუბარს ამახინჯებს და ცდილობს, ის ჩემ წინააღმდეგ განაწყოს, წაგვაჩხუბოს. როგორ მოვიქცე?"

მარიამი, 21 წლის

- თუ წინასწარ იცით სცენარი, რომლის მიხედვითაც, ჩვეულებრივ, ვითარდება მოვლენები, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ თქვენი შეყვარებულის დედის შეტევა. დაურეკეთ თქვენ თვითონ, თითქოს რჩევა გჭირდებათ, მაგალითად, რაიმე ნივთის შეძენა გსურთ და მისი აზრი გაინტერესებთ. ასე მას ისტერიკის საბაბი აღარ ექნება. შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი მოსყიდვის მეთოდიც - შესაძლოა, არაკეთილშობილური საშუალება იყოს, სამაგიეროდ, მარტივი და ქმედითია. მაგალითად, თუ შეყვარებულთან ერთად დასასვენებლად გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინასწარ ჰკითხეთ მომავალ დედამთილს, რას ისურვებდა საჩუქრად. ამ შემთხვევაში ის თავად იქნება დაინტერესებული თქვენი გეგმების შესრულებით.