ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ელენე ორ ბავშვთან ერთად ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონის ოროთახიან ბინაში ცხოვრობს და "მერსედესის" მარკის ავტომობილით დადის. რვა წლის წინ ეს მანქანა ელენეს ფირმის პირველი შენაძენი იყო. იმ დროს იგი "ბენზინგასამართი სადგურების დედოფალი" გახდა და ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა სიმპათიურ მძღოლს, რომელთანაც დიდი სიყვარული აკავშირებდა. ახალგაზრდა კაცს არც სახლ-კარი გააჩნდა და არც რაიმე საარსებო წყარო. როცა ელენე მეორე ბავშვს ელოდა, ქმარმა ბიზნესის სადავეები საკუთარ ხელში აიღო და... მიისაკუთრა. ელენეს უკვე ყოფილი ქმარი ამჟამად ყველაზე პრესტიჟული მარკის მანქანის უახლესი მოდელით მოძრაობს, ცხოვრობს ხუთოთახიან აპარტამენტებში და ჯერ კიდევ უცოლოა. ელენე ბავშვებისთვის განკუთვნილ ალიმენტს ყოფილი ქმრის ოფიციალური ხელფასის შესაბამისად იღებს. "მე მივხვდი, რომ ჩემდამი მისი დამოკიდებულება კარგად გათვლილი ანგარება იყო და არა სიყვარული, - ამბობს ელენე, - ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, ბავშვები სასკოლო ასაკამდე წამოვზარდო. მათი მარტო დატოვება არ მინდა, ამიტომ ჩემთვის არასასიამოვნო სამუშაოს შინიდან გაუსვლელად ვასრულებ. მე კიდევ დავუბრუნდები ბიზნესს და ჩემი შვილები ასეთი მამის გარეშე ცხოვრებას შეძლებენ. ჩემს მომდევნო ქორწინებაში, თუ ასეთი რამ კიდევ მოხდა, აუცილებლად ჩაერევა მესამე პირი - განათლებული იურისტი. მე აღარავის მივცემ უფლებას, ასე მომექცეს". საბჭოთა ეპოქაში მკაცრი პარტიული და ადგილობრივი კომიტეტები იცავდნენ ქალის ღირსებას და მის მატერიალურ ინტერესებს. ცოლთან განქორწინების შემთხვევაში ქმარი მკაცრად აგებდა პასუხს და კარიერას ემშვიდობებოდა. მაშინ მამაკაცებს კარგად ესმოდათ, რომ თამაშის წესების მიხედვით ისინი მტკიცედ, პრაქტიკულად სამუდამოდ იყვნენ მიბმული მეუღლეებს. ცოლებმაც კარგად იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ. მაგრამ მსოფლიო შეიცვალა. დღევანდელი ბიზნესმენი მეგობრების წრეში აუღელვებლად ჰყვება, როგორ ჩამოიშორა ცოლი, რომელიც აღარ სჭირდებოდა და ამას ყველა გაგებით ეკიდება. რა არის ასეთი ადამიანისთვის საზოგადოება ან საზოგადოებრივი აზრი? ის ახლა თვითონვე განაგებს საქველმოქმედო საზოგადოებებს და აფინანსებს საზოგადოებრივ ფონდებს. ხოლო მისი ყოფილი ცოლი, ოდესღაც - ქმრის საქმიანი პარტნიორი, უახლოესი მეგობრების თანაგრძნობის იმედადღა რჩება, რომლებიც მას - პირში თუ არა, ზურგს უკან მაინც - "სულელს" ეძახიან. ანგარებაზე დამყარებული ქორწინება ახალი არ არის. დღეს იურისტები ერთხმად მოგვიწოდებენ, მისი შედეგებისგან თავის დასაზღვევად მოქმედ კანონმდებლობას და ცივილიზებულ გზას მივმართოთ - წინასწარ დავდოთ საქორწინო კონტრაქტი, რომელიც მეუღლეების ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს. როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს, მოქმედი ოჯახური კოდექსის მიხედვით, ქორწინების პერიოდში ერთად შეძენილი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ყველაფერი თანაბრად იყოფა. საერთო ქონებად ითვლება არა მხოლოდ ბინა, მანქანა, აგარაკი, არამედ ფასიანი ქაღალდები, შენატანები და კაპიტალის წილიც. ამასთან, საერთო ქონებაზე უფლება აქვს ორივე მეუღლეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი მუშაობდა ანუ "შემომტანი" იყო, მეორე კი ბავშვებს ზრდიდა და ოჯახს უვლიდა. რა თქმა უნდა, კანონებისა და თავის უფლებების ცოდნა არავის აწყენს, მაგრამ ქორწინებამდე, როცა, სიყვარულით თავბრუდახვეულები, მზად ვართ, საყვარელ ადამიანთან ერთად გავიზიაროთ ჭირი და ლხინი, საქორწინო კონტრაქტზე ფიქრი, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობად გვეჩვენება. მართლაც, განა აღმაშფოთებელი არ არის, როცა მეუღლე თავის ხელსა და გულს გთავაზობს, შენ კი - ქონების გაყოფის პირობებს?! არც შემდგომ არის ადვილი საქმის გარჩევა "სასამართლოს წესით" იმ ადამიანთან, რომელიც შენთვის ჯერ კიდევ არ გამხდარა უცხო. ბოლოს და ბოლოს, საქმე მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაში ხომ არ არის... "ექვსი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, - გვიამბობს ეკა, - ჩვენ პატარა ფირმა გვქონდა, სადაც ბუღალტერიც მე ვიყავი, ადმინისტრატორიც და დამლაგებელიც... დღე-ღამეში მხოლოდ ხუთ საათს თუ ვახერხებდი დაძინებას - მე ხომ არავინ მათავისუფლებდა ბავშვზე ზრუნვისგან, საოჯახო საქმეებისგან. მაგრამ ყველაფერ ამას ტვირთად არ აღვიქვამდი, რადგან სანდრო, ჩემი მეუღლე, მუდამ ჩემ გვერდით იყო. ჩვენ საერთო საქმით იყავით დაკავებული და წვრილმანების გამოც კი ერთად ვხარობდით... როცა "კომპიუტერული რევოლუცია" დაიწყო, ჩვენმა ფირმამ წარმატებით დააბანდა კაპიტალი კომპიუტერებით ვაჭრობაში, მერე საერთაშორისო ტურიზმზე გადაერთო და... გაჩნდა დიდი ფული, დაიწყო თავბრუდამხვევი ფუფუნება, წვეულებები, მოგზაურობები..." ახლა ეკა მარტო ცხოვრობს. საბედნიეროდ, მასა და მის გოგონას მატერიალური პრობლემები არ აწუხებთ - განქორწინებისას ამაზე მამამ იზრუნა. "როცა ჩვენი ფირმა გაფართოვდა, მე ვიგრძენი, რომ საქმეებს თავს ვეღარ ვართმევდი, - განაგრძობს ეკა, - დავიწყე ინგლისურის სწავლა, გავიარე მარკეტინგის კურსები...


ალბათ შევძლებდი და ახალ სიტუაციასაც მოვერგებოდი, მაგრამ უეცრად შევიტყვე, რომ საჭირო აღარ ვიყავი - აღარც სამსახურში, აღარც ოჯახში. სანდრომ სამი ფურცელი გამომიწოდა, სადაც მითითებული იყო, რას მივიღებდი განქორწინების შემთხვევაში". გაოგნებულმა ეკამ მაინც გააცნობიერა, რომ პირობები მისთვის ხელსაყრელი იყო, მაგრამ უახლოესი ადამიანისგან, რომელთანაც მრავალი წლის სიყვარული აკავშირებდა, ასეთი დარტყმის ატანა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. უკანასკნელ ხანს კი გრძნობდა, რომ სანდრო თანდათან შორდებოდა, მაგრამ თავს იმშვიდებდა, ბევრი საქმე აქვსო. როცა ფურცელი დაინახა, გაოცებულს აღმოხდა: "ეს რას ნიშნავს?" "კიდევ რამეს ითხოვ?" - მიმართა ქმარმა პასუხად. ამ საუბრის შემდეგ ეკას ქმარი პრაქტიკულად აღარ უნახავს - მას ქალის ადვოკატი ხვდებოდა. სცენების მოწყობას აზრი არ ჰქონდა, არც მოხერხდებოდა - სანდრო მიუწვდომელი იყო. გარდა ამისა, ნებისმიერი სკანდალი მხოლოდ გააუარესებდა ეკას მატერიალურ მდგომარეობას. განქორწინებისთანავე ეკას ყოფილმა ქმარმა მოდელის გარეგნობის მქონე ცხვირმოუხოცავი გოგონა შეირთო. როგორც ჩანს, თავი მაღალი რანგის ბიზნესმენად წარმოიდგინა და გადაწყვიტა, რომ ასეთი ახალგაზრდა და მომხიბლავი ცოლი უფრო მეტად შეეფერებოდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ეკას გოგონა მამის საჩუქრებს უფრო ხშირად ხედავდა, ვიდრე თვითონ მამას. ეკა უკვე ყველაფერს შეეგუა... ის მიხვდა, რომ მას ის მამაკაცი კი არ გაეყარა, რომელსაც ოდესღაც ცოლად გაჰყვა, არამედ სხვა. ის სანდრო ეკას უყვარდა, - ახლანდელთან ურთიერთობის სურვილიც კი არ ჰქონდა. და მაინც დარჩა წყენა, ისეთი განცდა, თითქოს ის გამოიყენეს, გადაუხადეს და დაითხოვეს... მართლაც, ახალი შესაძლებლობები, დიდი ფული და დამოუკიდებლობა ცვლის მამაკაცს. ბიზნესი რთული გამოცდაა, მით უმეტეს, თუ მას ცოლთან ერთად უძღვები - ამ შემთხვევაში ხომ იგი შენი საქმიანი პარტნიორია, ანგარიშვალდებული ხარ მის წინაშე და თანასწორ ურთიერთობას აგებ მასთან. ეს კი, როგორც ჩანს, არც ისე ადვილია. ჩვენ ცივილიზებული ბიზნესის ეპოქაში შევედით. და რაკი ასეა, აუცილებელია, საქმიანი ურთიერთობებიც ცივილიზებულად, საქმიანად გაფორმდეს. მით უმეტეს, რომ ქორწინებითი კავშირები, როგორც ჩანს, საქმიან ინტერესებზე სუსტია. ფირმას ჰყავს ოფიციალური ხელმძღვანელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს, ქმარი იქნება ეს თუ ცოლი, უნდა ჰქონდეს ოფიციალური კონტრაქტი, რომელშიც ფირმაში მისვლის დღიდან შეთანხმებულია ყველა პირობა. ამ შემთხვევაში ოჯახის დანგრევისას წყენის ატანაც გაადვილდება და პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებაც... თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არც ისე ადვილია. ქეთი და ოთარი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ და გატაცებით წამოიწყეს ახალი საქმე, დააარსეს საკუთარი ფირმა. მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ისინი უფრო უკეთესი საქმიანი პარტნიორები იყვნენ, ვიდრე მეუღლეები - მათი ქორწინება დაირღვა, ხოლო საერთო ფირმა არსებობას განაგრძობს. "ჩვენ მეტისმეტად ახალგაზრდები ვიყავით, როცა დავქორწინდით და სიყვარულად მივიჩნიეთ დიდი საერთო ინტერესი, - იხსენებს ქეთი, - ჩვენ დიდ დროს ვატარებდით ერთად და ქალად და მამაკაცად ვეღარ აღვიქვამდით ერთმანეთს. მასაც და მეც გაგვიჩნდა ინტერესები ოჯახის გარეთ... განქორწინებამ მშვიდობიანად ჩაიარა. ბავშვები არ გვყოლია, ჩვენი პირმშო - ფირმა კი, გადავწყვიტეთ, არ გაგვეყო. სამსახურში ჩვენ წარმატებით ვავსებდით ერთმანეთს და მე დავარწმუნე ოთარი, ბიზნესში დარჩენილიყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი დიპლომატობა მიწევს! ოთარს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ უკეთესი შემსრულებელია, ვიდრე ხელმძღვანელი, მე კი ყოფილი ქმრის თავმოყვარეობას სამმაგად ვუწევ ანგარიშს. და მაინც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ფირმას არ დატოვებს".

გვინდა თუ არა, დასკვნა ასეთი გამოდის:

ლ ქალის ლიდერობა ერთობლივ საქმეში ასე თუ ისე მაინც თრგუნავს მამაკაცის თავმოყვარეობას. ადრე თუ გვიან მაინც დგება პროტესტის, სკანდალის, დემონსტრაციის, მეორე ნახევარში უარყოფითი თვისებების ძიების დრო.

ლ ძლიერი სქესი ლიდერობის ცნებას რატომღაც წმინდა მამაკაცურ ღირსებებთან აკავშირებს. გამოდის, რომ მამაკაცისთვის ძნელი ასატანია ქალის უპირატესობა და ქალის დამოუკიდებლობასაც ყოველთვის ვერ ურიგდება.