ცეცხლი და ყინული
ისინი იდეალურნი არიან რომანტიკული კავალრების რანგში. ასეთ რაინდებთან ერთად შეგიძლიათ იკითხოთ ლექსები და დატკბეთ ბუნებით. პროპორციული აღნაგობის, ძლიერი წაბლისფერთმიანი მამაკაცები პატარა წვერით უფრო ტემპერამენტიანები არიან. ჩვეულებრივ, ისინი რამდენიმე პარტნიორ ქალს იცვლიან, სანამ არ იპოვიან ერთადერთ სიყვარულს, რომელთანაც ბედნიერ ოჯახს ქმნიან. შესაძლებელია მცირე განხეთქილება შუახნის კრიზისულ პერიოდში - მწვავე, მაგრამ ხანმოკლე. ასეთი მამაკაცები სამაგალითო ქმრები არიან, მაგრამ თუ ვნებიან ქალებზე დაქორწინდნენ, საქმე შესაძლოა სხვადასხვანაირად შემობრუნდეს: პურიტანული ზნეობის მამაკაცმა შესაძლოა ცოლი `გარყვნილებაში~ დაადანაშაულოს; უფრო თავისუფალი შეხედულებების მქონე მოიფიქრებს, როგორ ასიამოვნოს საყვარელ ქალს. უფრო ხშირად გვხვდებიან საშუალო ტემპერამენტის მქონე მამაკაცები. ისინი გამოირჩევიან მშფოთვარე ყმაწვილკაცობითა და მშვიდი, ცოლქმრული მოწიფულობით. ძიების პერიოდში აქტიურად იცვლიან შეყვარებულებს და ქორწინებაში მყოფებსაც კი შეიძლება გატაცება ჰქონდეთ, მით უმეტეს, თუ საკბილო თვითონ უვარდებათ ხელში. ასეთ კარგი აღნაგობის, მუქთმიან მამაკაცთან თავს შესანიშნავად იგრძნობს ნებისმიერი სექსუალური მოთხოვნილებების მქონე ქალი - მამაკაცი ეცდება, შეეწყოს მას. ძლიერი ტემპერამენტის მამაკაცი შედარებით ნაკლებია. მათი უმეტესობა სამხრეთის ქვეყნებში ცხოვრობს - მზის სხივები დიდ გავლენას ახდენს ტესტოსტერონის დონეზე. ეს მამაკაცები შავგვრემანები არიან, მიდრეკილნი ადრეული სიმელოტისკენ (იმავე ტესტოსტერონს ეწირება თმა). ისინი დაუღალავი საყვარლები არიან. თუ ასეთ მამაკაცზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მას ერთგულების უნარი არ შესწევს. მსგავსი ბუნებრივი კლასიფიკაცია მშვენიერ სქესზეც ვრცელდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქალის სქესობრივი აქტიურობა იმთავითვე არ არის განსაზღვრული. ასე რომ, თუ საყვარელი მამაკაცი ბრალად გდებთ სიცივეს, შეგიძლიათ შეიცვალოთ. მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. პირველი, რაზეც დამოკიდებულია თქვენი სექსუალურობა - ეს პარტნიორისადმი საკუთარი თავის მიძღვნაა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვის აზრს, ისიამოვნეთ. მალე აღმოაჩენთ, როგორ ჩაგითრევთ ეს ქმედება. გაკვეთილი მეორე - უფრო მეტი გაიგეთ სექსზე. დიახ, ცოდნა ტემპერამენტს ავითარებს. უცოდინარობა და შებოჭილობა ხელიხელჩაკიდებულები დადიან. წიგნები, ფილმები დაგეხმარებათ, შეიგრძნოთ საკუთარი თავი და გიკარნახებთ, როგორ გამოავლინოთ თქვენი ტემპერამენტი უფრო მოხერხებულად და სასიამოვნოდ. უფრო სექსუალურები არიან არა იდეალური პარამეტრების მფლობელნი, რომელთაც საკუთარი თავი თვითონვე მოსწონთ, არამედ ისინი, ვინც უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით, ამიტომ ნუ შეგაწუხებთ ის ამბავი, რომ იდეალურ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებთ; ისიამოვნეთ თქვენი ინდივიდუალურობით, განუმეორებლობით, მუდმივად გაუსვით ამას ხაზი და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ აღმოჩნდებიან თქვენს ფეხთით მოხიბლული თაყვანისმცემლები.