/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

.

  • "ძალიან მიჭირს ჩემს შეყვარებულთან იმაზე ლაპარაკი, რაც მომწონს, რაც ჩემთვის ძვირფასია. როცა ვუყურებთ ფილმს, რომელიც მე მომწონს, ვცდილობ, მას ჩემი შეყვარებულის თვალით შევხედო და მაშინვე მოსაწყენი და სულელური მეჩვენება. ვშიშობ, ჩემი შეყვარებული ჩათვლის, რომ ცუდი გემოვნება მაქვს."

ეკა, 19 წლის

- როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც თქვენს გემოვნებას სათანადო პატივისცემით არ ეპყრობოდა და ახლა შეყვარებულისგანაც ასეთივე რეაქციას ელით. მაგრამ ეს ხომ სხვა ადამიანია! ესაუბრეთ მას თქვენს ინტერესებზე. ყოველი შემთხვევისთვის, დაიწყეთ ისეთი რამით, რაც თქვენში ძლიერ ემოციას არ იწვევს. ეგებ, ყველაფერი არ მოეწონოს, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია. ადამიანებს შეუძლიათ, არ გაიზიარონ ერთმანეთის გატაცებები, მაგრამ აუცილებელია, პატივს სცემდნენ მათ.

  • "მყავს შეყვარებული. ის არასოდეს მეპატიჟება თავისთან, ჩემთან კი ძალიან ხშირად დადის. არ მაცნობს თავის მეგობრებს, ჩემი მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებს. ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს ჩემი რცხვენია. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო..."

ანა, 26 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რეკომენდაცია მარტივია: ნუ იტეხთ თავს იმაზე ფიქრით, რა ხდება; პირდაპირ ჰკითხეთ მას, რაშია საქმე. ჩვენ ხშირად სხვისი ქცევის არასწორ ინტერპრეტაციას ვახდენთ, მცდარ მოტივებს მივაწერთ. იქნებ თქვენი შეყვარებული შიშობს, რომ სწორედ თქვენ არ მოგეწონებათ მისი მეგობრები? შინ კი იმიტომ არ გეპატიჟებათ, რომ რემონტი აქვს... ესაუბრეთ მას გულახდილად და ყველაფერს გაიგებთ.

  • "ერთდროულად რამდენიმე ბიჭს ვხვდები. მეგობარი გოგონები მკიცხავენ ამის გამო, მე კი ვერ ვერევი საკუთარ თავს: ყველა მომწონს... როდის ვისწავლი გრძნობებში გარკვევას?"

ელენე, 21 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა, გარკვევით ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა გსურთ. როგორც ჩანს, დინებას მიჰყვებით, თანაც რამდენიმე თაყვანისმცემლის ყოლა თქვენს მომხიბვლელობაში გარწმუნებთ. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ბევრს მოსწონხარ. თუ გსურთ, შეცვალოთ სიტუაცია, დაფიქრდით, რას ელით საყვარელი მამაკაცისგან. ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, უფრო უკეთ გაერკვეთ ბევრ რამეში.

საგანგაშო არაფერია იმაში, თუ რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდებით - ასე უკეთ გაიცნობთ მათ და გაიგებთ, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს, საბოლოოდ კი იპოვით ადამიანს, რომლის გამოც სხვებთან შეხვედრას შეწყვეტთ.

  • "როცა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, საყვარელმა მამაკაცმა მიმატოვა, ბიჭუნას დაბადებიდან ნახევარი წლის შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენს შვილს არ აღიარებს. როგორ მოვიქცე?"

ასევე დაგაინტერესებთ
ფსიქოლოგიური მეთოდები, რომელიც გაიძულებთ თქვათ – კი!
ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობა წარუმატებლობისას და წარმატების მისაღწევად

ქეთი, 25 წლის

- როგორც ჩანს, მას არ სურს, ბავშვზე პასუხისმგებლობა იკისროს და ისე იქცევა, თითქოს ბავშვი არც არსებობდეს. ამით ის უარყოფს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეს. ალბათ, არც თქვენ აპირებთ მის გამო შვილის მიტოვებას. ეს მოწმობს, რომ სერიოზული ურთიერთობა თქვენ შორის არ გამოვა. გჭირდებათ ასეთი ადამიანი მხოლოდ საყვარლის როლში?..

  • "ერთ ბიჭს ვხვდები. მისდამი გულგრილი არ ვარ, მაგრამ რატომღაც სხვა ბიჭებსაც ვხვდები. თან მგონია, რომ ეს ღალატია... ძალიან მიჭირს იმის ახსნა, რატომ ვიქცევი ასე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მიყვარს ის და არ მინდა დავშორდე. რაკი ვიცი ჩემი "ცოდვების" შესახებ, არც მას ვენდობი და გამუდმებით ვჩხუბობთ... "

თეკო, 19 წლის

-ადამიანები ასე სხვადასხვა მიზეზით იქცევიან: ზოგი - იმიტომ, რომ სურს ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ არ ჰყოფნის სითამამე და იმედი აქვს, ღალატი თავისთავად დაუსვამს წერტილს მათ კავშირს. ან იქნებ გგონიათ, რომ თქვენი შეყვარებული ოდესმე გიღალატებთ და წინასწარ უხდით სამაგიეროს... გამორიცხული არ არის ასეთი ვარიანტიც: თქვენ განაგრძობთ იდეალური პარტნიორის ძებნას. ყოველი მომდევნო თაყვანისმცემელი თავდაპირველად იდეალად გეჩვენებათ, შემდეგ კი ილუზია ქრება... ეცადეთ, მიიღოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი ისეთი, როგორიც არის, ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით.

  • "ვგრძნობ, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ჩემი შურს. რამის ყიდვისას განგებ მაძლევს ცუდ რჩევებს, მეუბნება, რომ მე გემოვნება არ მაქვს, თვითონ კი ყველაფერში მბაძავს. აღარ მინდა მასთან ურთიერთობა! როგორ ვუთხრა ეს ისე, რომ არ ვაწყენინო?"

ნათია, 19 წლის

-რატომ გეშინიათ მისი წყენინებისა? იმედი გაქვთ, რომ თუ ”სწორად” დაელაპარაკეთ, შეიცვლება? ესაუბრეთ იმაზე, რას განიცდით. მაგალითად: ”როცა ცუდ რჩევას მაძლევ, ძალიან ვბრაზობ და ასეთ დროს შენთან ურთიერთობა არ შემიძლია”. ეს სიმართლეც იქნება და არც შეურაცხმყოფლად გაიჟღერებს. თქვენი მეგობრის რეაქცია ნათელს მოჰფენს თქვენი ურთიერთობის მომავალს.

  • "შემთხვევით მოვკარი ყური ჩემი უმცროსი ძმის საუბარს მეგობრებთან. მისი მეგობრები ჩემზე უხამს სიტყვებს ამბობდნენ, ჩემი ძმა კი მხოლოდ იცინოდა. ძალიან მეტკინა გული. როგორ მოვიქცე, მოვთხოვო თუ არა პასუხი?"

ნინო, 22 წლის

- მოზარდ ასაკში მნიშვნელოვანია, მიგიღონ კომპანიაში, როგორც თავისიანი. ხშირად მოზარდი მზად არის, ამისთვის თავისი ღირებულებები, თავისი შეხედულებები დათმოს. ნუ დაინახავთ თქვენი ძმის საქციელში თქვენდამი დამოკიდებულების ნამდვილ გამოხატულებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარხართ ან პატივს არ გცემთ. გავა დრო და ისწავლის, როგორ განასხვაოს ჯგუფისგან საკუთარი პიროვნება.

  • "ჩემს ქმარს ჰყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. მათ უკვე ათი წელია არ ჰქონიათ ურთიერთობა, ახლა კი გამოჩნდა, ვითომც ახლა შეეტყოს, რომ მისი მამა და ბებია ამ ქალაქში ცხოვრობენ... წელს ის სკოლას ამთავრებს და უმაღლეს სასწავლებელში აპირებს ჩაბარებას. შესაბამისად, სჭირდება ფული და ამიტომაც ”გაიხსენა” მამა. ჩემი ქმარი ეიფორიაშია და გოგონას ხელისგულზე ატარებს, მე კი სტრესულ მდგომარეობაში ვარ. აღარც ცხოვრების ხალისი მაქვს, აღარც მადა, აღარც განწყობა. ქმარი მეუბნება, რომ თუ არჩევანის წინაშე დადგა, მე ამირჩევს. რასაკვირველია, არც მას ულხინს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: ჩვენ შვილი არ გვყავს. ოთხჯერ მომეშალა მუცელი. ნათესავები მაძალებდნენ, გააჩინეო, მე კი ორსულობის მიმართ შიში გამიჩნდა... ჩემი ქმრის ქალიშვილის არც დანახვა მინდა და არც მასზე რამის გაგონება..."

მაკა, 35 წლის

- ეცადეთ გაარკვიოთ, კონკრეტულად რა საფრთხე გემუქრებათ ამ გოგონას გამო. მაშინ თქვენთვის ნათელი გახდება, როგორ აიცილოთ თავიდან ეს საფრთხე. მაგალითად, თუ ის გაშინებთ, რომ გამუდმებით მოსთხოვს მამას ფულს, მაშინ მოელაპარაკეთ ქმარს იმის თაობაზე, რომ ამან განსაზღვრულ თანხას არ უნდა არ გადააჭარბოს და არ შეზღუდოს თქვენი ფინანსური ინტერესები. ერიდეთ თქვენი ქმრისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობაში ჩარევას, მაგრამ ნურც ზღუდეს ააშენებთ თქვენსა და გოგონას შორის. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს თქვენმა ქმარმა, ეს მისთვის ადვილი არ იქნება და არც თქვენი ურთიერთობა გამოკეთდება ამის შემდეგ. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ქალიშვილი და ცოლი - ეს ორი სხვადასხვა რამ არის და თქვენ ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებით. გარდა ამისა, გოგონას გამოჩენას გარკვეული დადებითი მხარეც აქვს: ახლა შეგიძლიათ, უფრო იოლად აღუდგეთ წინ ნათესავების ზეწოლას ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით: თქვენს მეუღლეს ხომ უკვე ჰყავს შვილი, შეგიძლიათ, აღარ გარისკოთ და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.

გოგონას ნახვა ან მასზე საუბრის მოსმენა თქვენთვის სრულიადაც არ არის სავალდებულო. სთხოვეთ ქმარს, რომ მისი და მისი ქალიშვილის ურთიერთობა თქვენ არ შეგეხოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები