რას ვერ ეგუება მამაკაცი
მაგრამ, როგორც ცნობილია, ანთებულ სასიყვარულო გრძნობას ჩაქრობის უნარიც გააჩნია და როდესაც ეს მოხდება, მამაკაცი ქალს უკვე სრულად ხედავს თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ამის შემდეგ, ხშირად პატიებაც შეუძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა გრძნობასაც აქვს ზღვარი, რომლის გადაბიჯებისას უკან ვეღარ დაბრუნდები.
სად გადის ზღვარი და რა არის ის - რისი პატიებაც მამაკაცს არ შეუძლია?
-
ღალატი
პირველი, რის პატიებასაც მამაკაცი ვერასოდეს შეძლებს - ეს არის საყვარელი ქალისაგან ღალატი. მშვენივრად ვიცით, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ და ეს მათთვის დიდად ამაღელვებელი მომენტი არ არის, რადგან კაცებისთვის მრავალფეროვნება აუცილებელია. მაგრამ თუ ქალი ღალატობს, კაცისთვის ეს სამყაროს დასასრულს ნიშნავს. მას ასეთი რამის ატანის საშუალებას თავმოყვარეობა აღარ აძლევს.
-
წამყვანი როლი
ხშირად ქალი მამაკაცს თავს ამეტებს, რაც ძალიან მოქმედებს მათ ურთიერთობაზე. ისტორიულად და ევოლუციურად კი - მამაკაცს მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს ოჯახში. ეს წესი ცხოველებშიც კი მოქმედებს. თავიდან კაცები თითქოს ეგუებიან კიდეც ამ სიტუაციას - დაე, შემოჰქონდეს ქალს მეტი ფული და არჩენდეს ოჯახს... მაგრამ, საკმარისია ქალისგან მინიშნებაც კი, რომ მამაკაცზე მაღლა დგას და შესაძლებელია ეს მამაკაცი თვალითაც ვეღარ იხილოს.
-
უწესრიგობა
ძალიან ბევრია დამოკიდებული ქალის გარეგნობაზე. ხშირად სწორედ ეს შეიძლება იყოს მამაკაცის განერვიულების მიზეზი. მაგალითად, უცნაური ფორმის ბიგუდები თავზე, რომელიც სულაც არ ამშვენებს მას; სახეზე ნიღაბი, რომელიც უსიამოვნო ყოველდღიურობა ხდება მამაკაცისთვის; ან თმადაუვარცხნელი, პირდაუბანელი, მოუვლელი და მოუწესრიგებელი ქალი სახლში... სამაგიეროდ, ბაზარში წასასვლელადაც კი საათობით იპრანჭება! ეს ყველაზე მეტად აცოფებს კაცს, რადგანაც ფიქრობს, რომ მისი რჩეული უფრო მეტად ცდილობს სრულად უცხო ადამიანებს მოაწონოს თავი, ვიდრე მას.
-
უჭკუობა
გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მამაკაცს უფრო ჭკვიანი ქალი შეეფერება, ვიდრე ჩერჩეტი, რადგან კაცებს სისულელეების ხშირად მოსმენა არ შეუძლიათ. ქალი სწორი აზროვნებითა და ჯანსაღი იუმორით მამაკაცების მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჭკვიან ქალს არა აქვს ის თვისებები, რომლებიც კაცს წონასწორობას აკარგვინებს და აცოფებს, რომლებიც მათ ურთიერთობას აცივებს და წყვილს შორის უფსკრულს აჩენს.
კაცების აზრით, ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, რომელიც პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახს დააყენებს, სათანადოდ დააფასებს თავსაც და სხვებსაც.