/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება

კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება
რას წარმოადგენს ზღვის დაავადებაზღვის დაავადებას ახასიათებს ძილიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება მონოტონური რხევებით გამოწვეული რწევის გამო.

ამ ფენომენს ადამიანები პირველად ზღვით მოგზაურობისას შეეჯახნენ. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

ზღვის დაავადებას სხვაგვარად კინეტოზს, ტრანსპორტში რწევას და მოძრაობის დაავადებასაც (motion sickness) უწოდებენ. ზღვის დაავადებამ, გარდა წყლის ტრანსპორტისა, შესაძლოა თავი იჩინოს ავტომობილით მგზავრობის, ფრენისა და ქანაობის დროსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კინეტოზი დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა სხეულის მდებარეობის უჩვეულო ცვლილებაზე.

სხეულის მდებარეობის რეგულაციაზე პასუხისმგებელი სისტემა ძალზე ნატიფი და მგრძნობიარეა. ის მოიცავს მხედველობის ორგანოს და შიგნითა ყურს ვესტიბულურ აპარატსა და ტვინთან ერთად. ამ სისტემის ფუნქციობის დარღვევისას აღმოცენდება მეტად უსიამოვნო შეგრძნებები, მათ შორის - გულისრევა და ღებინება.

  • ზღვის დაავადება და ასაკი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზღვის დაავადებისადმი გამძლეობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებში, ყველაზე მეტად კი კინეტოზით 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იტანჯებიან. ამ ასაკში ტრანსპორტში რწევა ბავშვთა 58%-ს აღენიშნება.

ასაკთან ერთად ზოგიერთი ეჩვევა ვესტიბულურ სტიმულაციებს და განმეორებით მოქმედ გამღიზიანებლებზე აღარ რეაგირებს, მაგრამ მოსახლეობის 5-10% კინეტოზით მთელი სიცოცხლე იტანჯება. ასეთი ხალხი ერიდება მგზავრობას, რადგან სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებებს იღებს, მით უმეტეს - ხანგრძლივი მგზავრობისას, როდესაც გულისრევა ხშირად განმეორებით ხასიათს იძენს. ამის შედეგად ვითარდება აპათია და დეპრესია, ადამიანი ეშვება და ითრგუნება

განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში (იგულისხმება ძლიერი რწევა) ზღვის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეზღვაურსაც კი განუვითარდეს. ამის ნათელი მაგალითია ადმირალი ნელსონი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ზღვაზე გაატარა და, მიუხედავად ამისა, ყოველი ძლიერი შტორმის დროს საშინლად იტანჯებოდა კინეტოზით.

  • კინეტოზის მიზეზები და პათოგენეზი

ზღვის დაავადებას მეტად რთული პათოგენეზი აქვს. მის მექანიზმებს დღესაც შეისწავლიან. მკვლევართა უმეტესობა მხარს უჭერს მეცნიერ ვოიაჩეკის თეორიას, რომლის თანახმად, კინეტოზის აღმოცენებაში წამყვან როლს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები ასრულებს. ეს რეცეპტორები რეაგირებს სხეულის მდებარეობისა და მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე, გადასცემს ტვინს ინფორმაციას ამ აჩქარების ძალასა და ხასიათზე. მაგალითად, ლიფტით მგზავრობისას ჩვენ შევიგრძნობთ როგორც მისი მოძრაობის მიმართულებას (ზემოთ მიდის თუ ქვემოთ), ასევე სიჩქარეს და გაჩერების სისწრაფეს (მკვეთრად გაჩერდა თუ ნელა).

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად

ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები მეტად მგრძნობიარეა ხანგრძლივად განმეორებადი მოძრაობების მიმართ. ამის მაგალითია ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება გემზე ძლიერი შტორმის დროს, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე - უჩვეულო აჩქარებებით მოძრაობისას, მაგალითად, ცნობილ ატრაქციონზე, ამერიკულ მთებზე, სრიალისას, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას.

ზღვის დაავადების მთავარი მიზეზი ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინში) გადაცემულ ინფორმაციებს (ნიშნებს) შორის კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა აღმოცენდეს გემზე რწევის დროს, როდესაც ადამიანი კაიუტაში იმყოფება და ვერ ხედავს ჰორიზონტს. ამ დროს ვესტიბულური აპარატი განმეორებით მოძრაობებს არეგისტრირებს, თვალები კი კაიუტაში უძრავ საგნებს აღიქვამს. სენსორული კონფლიქტი წარმოიშობა ავტომანქანით მგზავრობის დროსაც, მით უფრო - თუ ადამიანი წიგნს კითხულობს. მანქანის სალონში მყოფი მგზავრის შიგნითა ყური და კანის რეცეპტორები მოძრაობას აღიქვამს, მაშინ როცა თვალები უძრავ საგანს - გადაშლილ წიგნს აფიქსირებს.

მხედველობით-ვესტიბულური შეუთავსებლობის შესამცირებლად გემის კაიუტაში, ავტომობილისა თუ თვითმფრინავის სალონში ჯდომისას უმჯობესია თვალები დავხუჭოთ ან მზერა ჰორიზონტის ხაზზე დავაფიქსიროთ. ავტომანქანის მგზავრებმა მოძრაობისას სასურველია წინ იყურონ და არა უკანა ან გვერდითა ფანჯრებიდან.

მით უმეტეს დაუშვებელია მგზავრობისას წიგნის კითხვა. დღეს უკვე უდავოა, რომ კინეტოზი სენსორული (გრძნობათა ორგანოებიდან წამოსულ იმპულსთა) კონფლიქტის შედეგია. ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა „გადამცემი“ ტვინში ურთიერთგამომრიცხავ, ურთიერთშეუსაბამო ინფორმაციას გადასცემს. ანალოგიური სიტუაცია აღმოცენდება ტვინში სტრესის დროს. ამრიგად, ამ ფაქტორებმა შესაძლოა ერთდროულადაც იმოქმედონ. ამ ერთგვარად პათოლოგიური მდგომარეობის აღქმისას ორგანიზმში ძლიერდება თავისუფალი ჰისტამინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი, უპირველეს ყოვლისა, გულისრევას იწვევს, მერე კი სისუსტეს, თავბრუსა და შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვას.

ზოგიერთს უფრო მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში, ძლიერი რწევის დროს, კინეტოზის სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს.

კინეტოზის სიმპტომებს აძლიერებს ზოგიერთი გარეგანი ფაქტორი:

  1. შიში, ძლიერი ემოცია;
  2. რწევის ხასიათი;
  3. კითხვა და სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება მოძრაობისას;
  4. ამინდი და თანმხლები სტრესული ფაქტორები;
  5. დაღლილობა;
  6. სუნი და ჭამა.

  • როგორ ვებრძოლოთ ზღვის დაავადებას

კინეტოზის პროცესში ჩართულია რთული ორგანოები - ნათხემის სხვადასხვა განყოფილება, ვესტიბულური აპარატი, ცდომილი ნერვის ვეგეტატური ბირთვი, ცენტრალური ნერვული სისტემის უამრავი სტრუქტურა, ამიტომ ზღვის დაავადების ეფექტური თერაპიის მიგნება ძნელია. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ კინეტოზთან ეფექტურად მებრძოლი პრეპარატი შემთხვევით აღმოაჩინეს.

1949 წელს დრამინამ და დიმენჰიდრინატის შემცველმა სხვა მედიკამენტებმა მრავალრიცხოვანი კვლევა გაიარა. დასკვნა ასეთია: დრამინა ეფექტურად აფერხებს კინეტოზის სიმპტომების განვითარებას ნებისმიერი სახის ტრანსპორტში (გემზე, ავტომანქანასა თუ თვითმფრინავში). მისი მოქმედი ნივთიერება დიმენჰიდრინატი ბლოკავს ვესტიბულური აპარატიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იმპულსთა გადაცემას, რითაც აფერხებს უსიამოვნო შეგრძნებათა განვითარებას.

  • კინეტოზის პროფილაქტიკა

თუ განწყობილი ხართ ზღვის დაავადებისადმი და მგზავრობისას ყოველთვის განიცდით უსიამოვნო შეგრძნებებს, სასურველია, გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე შეწყვიტოთ სპირტიანი სასმელების, ყავისა და ცხიმიანი საკვების მიღება და მიეჩვიოთ ყოველდღიურად ჩვეულზე ერთი ლიტრით მეტი წყლის სმას.

გამგზავრებამდე შეარჩიეთ სათანადო პრეპარატი. წინა ღამით კარგად გამოიძინეთ - ძილი ხელს უწყობს სისხლში ჰისტამინის რაოდენობის შემცირებას. ზღვაში გასვლის შემდეგ შეზღუდეთ წყლის მიღება. სასარგებლოა C ვიტამინით, კალიუმითა და სხვა მინერალებით მდიდარი საკვები, ხილი. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. უმჯობესია, დაწვეთ, დახუჭოთ თვალები და რამე სასიამოვნოზე იფიქროთ. ამით ორგანიზმს მუდმივ რწევას შეაჩვევთ, სენსორული კონფლიქტი რამდენადმე განელდება და კინეტოზის სიმპტომებიც შესუსტდება.

გულისრევის შეტევის შემდეგ ბევრი თავს უკეთ გრძნობს, ამიტომ ამ უსიამოვნების გამო წინასწარ შფოთვა არ ღირს, მით უმეტეს, რომ ემოცია და შიში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელს უწყობს კინეტოზის სიმპტომთა განვითარებას. რაც შეეხება ხანგრძლივ გულისრევას. მან შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, თავბრუხვევა, სისხლში შაქრის დონის ვარდნა, წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, თვალების დაბინდვა, დეპრესია, საბოლოოდ კი შოკური მდგომარეობა.

  • კინეტოზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებული პრეპარატები

ამ სიაშია C ვიტამინი, ანტიჰისტამინური მედიკამენტები და სტუგერონი. სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა პრეპარატზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, ამიტომ რომელიმე ერთი პრეპარატი თუ მეთოდი უკლებლივ ყველას არ გამოადგება. თითოეულმა ადამიანმა მისთვის ეფექტური მედიკამენტი თავად უნდა შეარჩიოს და გამოიყენოს.

C ვიტამინი - გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, არღვევს ჰისტამინის გამომუშავების პროცესს. ამისთვის საკმარისია 1-3 გრამი. ევროპაში მეტად პოპულარულია Emergen-C-ს პაკეტები, რომლებიც შეიცავს ერთ გრამ C ვიტამინს, 31 მინერალის კომპლექსს და ფრუქტოზას. Emergen-C განკუთვნილია ყოველდღიურად დაკარგული ელექტროლიტების შესავსებად, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას. კინეტოზის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივ, Emergen-C-ს ერთ პაკეტს ერთ ლიტრ წყალთან ერთად იღებენ ზღვაში გასვლამდე ორი საათით ადრე ან ავტომობილით გამგზავრებიდან ერთი საათის შემდეგ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმრავლესობისთვის Emergen-C მეტად ეფექტური საშუალებაა.

ანტიჰისტამინური პრეპარატები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, კინეტოზის დროს ორგანიზმში ჰისტამინი ჭარბად წარმოიქმნება. ანტიჰისტამინური პრეპარატები კი აბრკოლებს მის წარმოქმნას და ეფექტურად უმკლავდება ზღვის დაავადებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ასეთი პრეპარატი ძილიანობას იწვევს. აქედან გამომდინარე, მეზღვაურებისა და მძღოლებისთვის მათი მიღება სახიფათოა. სტუგერონი (ცინარიზინის 15-მგ-იანი აბები) - ასევე ეფექტურია კინეტოზის სიმპტომთა საწინააღმდეგოდ. ხშირად ის ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე გაცილებით უკეთ მოქმედებს. ნებისმიერი მედიკამენტის შერჩევისას, მით უფრო - მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ყოველ პრეპარატს თავისი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები აქვს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვის უვითარდება ყველაზე ხშირად ემოციური გადაწვის სინდრომი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის უვითარდება ყველაზე ხშირად ემოციური გადაწვის სინდრომი?

სინდრომი ჩნდება, როდესაც ადამიანი თავის თავს მასში არსებულ რესურსზე მეტ მოთხოვნას უყენებს ხანგრძლივი დროით. ამის შედეგად ირღვევა ორგანიზმის ჰომეოსტაზი და იწყება ორგანიზმის გამოფიტვა.

ემოციური გადაწვის სინდრომი ჩვენი რეალობის თანმხლებია. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა, რომელიც მოიცავს დაძაბულობას, სტრესს, იშვიათად თუ გულისხმობს სრულფასოვნად დასვენებას. ამ რიტმში ადამიანებისთვის არ არის ადვილი შეინარჩუნონ მგრძნობელობა და თავიანთი ადამიანური თვისებები. სინდრომს შენელებული ნაღმის მექანიზმი აქვს, რის შედეგადაც ხშირია პრობლემები გარშემომყოფადამიანებთან ურთიერთობისას და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა. ადამიანი ხდება ცივი, გულგრილი, სხვა ადამიანებისა და სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ; აღიზიანებს სხვები ან ხდება მოსაწყენი.

,,ემოციური გადაწვის სინდრომის“, ე.წ. ,,BURNOUT-ის“, სიმპტომებია:

  • პროდუქტიულობის დაქვეითება;
  • სამუშაოსა და დაკისრებული მოვალეობისადმი ინდიფერენტულობა, გულგრილობა;
  • ნეგატიური ემოციები/ტანჯვის შეგრძნება;
  • შედეგით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
  • დეპერსონალიზაციის განცდის განვითარება;
  • ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

უარეს შემთხვევაში, მოსალოდნელია ე. წ. „ნევროტული დარღვევები“ ანუ შფოთვითი აშლილობისა და ფსიქოსომატური დაავადებების განვითარება.

რატომ ხდება სულიერი გადაღლა

ხშირად ეს არის პროფესიული დეფორმაცია, დამახასიათებელი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში უშუალოდ ხალხთან ურთიერთობა უწევთ. სხვა სიტყვებით, ემოციური გადაწვის სინდრომი ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც ჩნდება სამუშაო სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. ახასიათებს ემოციის თანდათანობითი განლევა, ასევე მცირდება ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია, რის შედეგადაც გამოხატულია ემოციური, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, გამოფიტვა, ქვეითდება შესრულებული სამუშაოთი მიღებული კმაყოფილების დონე და პირადი პასუხისმგებლობა.

აღნიშნული სინდრომი ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმია, რომელსაც ადამიანი შეიმუშავებს ტრამვული პროფესიული სტრესის ზემოქმედების შედეგად. ანუ ადამიანი უბრალოდ წყვეტს მათზე რეაგირებას. რა თქმა უნდა, ასეთ „დაცვას“ აქვს დადებითი მხარეც, რაც გამოიხატება ენერგიის აკუმულაციაში, ენერგია აღარ იხარჯება იმაზე, რისი შეცვლაც მოცემულ სიტუაციაში შეუძლებელია; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ნეგატიური გავლენაც საქმის ხარისხსა და პირად ურთიერთობებზე.

რისკ-ჯგუფი

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ემოციურ გადაწვას მოაქვს საზოგადოებისთვის სერიოზული ზიანი – ეკონომიკური და ფსიქოლოგიური. მაგალითად, აღწერენ შემთხვევებს, როდესაც გამოცდილი მფრინავები უშუალოდ აფრენის წინ განიცდიდნენ უსაფუძვლო შიშს და მერყეობას. ასეთ ემოციურ „საქანელას“ შეუძლია არა მხოლოდ პირადი „დრამის“ გამოწვევა. უფრო ხშირად რისკ-ჯგუფი მოიცავს იმ პროფესიებს, სადაც ადამიანებს პირადი ენერგიისა და სითბოს გაცემა უწევთ. მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები.

კვლევების თანახმად, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც აქვთ:

  • ხშირი, აქტიური კომუნიკაცია ადამიანებთან;
  • მაღალი ემოციური დატვირთვა;
  • აკვიატებული აზრები;
  • ახასიათებთ თანაგრძნობის და ემპათიის მაღალი ხარისხი;
  • მიდრეკილნი არიან საგნების, ურთიერთობების, წარსულის/მომავლის გაიდეალებისკენ;
  • ხანგრძლივად (შესვენების გარეშე) უწევთ მუშაობა, მათ შორის, კომპიუტერთან/ონლაინ.

როგორ ამოვიცნოთ სინდრომი?

დღესდღეობით დაახლოებით 100 სიმპტომია გამოყოფილი, რომელიც თან ახლავს ემოციური გადაწვის სინდრომს, ხშირად შესაძლოა ქრონიკული გადაღლის სინდრომში შეგვეშალოს. აქვს სამი საკვანძო მახასიათებელი, რომელიც მას სხვა, მსგავსი სიმპტომების მქონე სინდრომებისგან განასხვავებს:

  • ემოციური გადაწვის სინდრომს წინ უსწრებს აქტიურობის მომატების ფაზა. სამუშაოთი მთლიანად მოცულობა, სხვა მოთხოვნილებებზე უარის თქმა. ამ ფაზის შემდეგ ჩნდება პირველი სიმპტომები – ემოციური გამოფიტვა. ეს არის დაძაბულობის, ფსიქიკური და ფიზიკური რესურსების განლევის, ძილის უკმარისობის (გამოუძინებლობის შეგრძნების) ეტაპი. ჩნდება გულგრილობა, დაღლა, იცვლება დამოკიდებულება სამსახურთან.
  • მეორე სიმპტომად პირადი პასუხისმგებლობის დაქვეითება მივიჩნიოთ. თავიდან ეს სიმპტომი იწყება უბრალოდ გაღიზიანებით, რომელიც დროდადრო გადადის აგრესიაში. საბოლოოდ კი, ადამიანს სრულად აღარ აინტერესებს თავისი პროფესიული საქმიანობა, აღარაფერი აღარ იწვევს ემოციებს – არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს. კლიენტი ან პაციენტი აღიქმება როგორც უსულო ობიექტი.
  • სინდრომის მესამე სიმპტომად შესაძლოა თავისი შესაძლებლობების ნეგატიური შეფასება მივიჩნიოთ. ქვეითდება თვითშეფასება, ქრება საკუთარი ეფექტურობის აღქმის შეგრძნება. ადამიანს ჰგონია, რომ მას არ ჰყოფნის პროფესიული უნარები, ვერ ხედავს პერსპექტივას, შესაბამისად, მუშაობის ხარისხი მკვეთრად ქვეიდება.

სინდრომის განვითარების ფაქტორები:

  • ჰუმანურობა, თანაგრძნობისადმი მიდრეკილება, სირბილე;
  • სამუშაოთი გატაცებისა და გაიდეალებისადმი მიდრეკილება;
  • ინტრავერტისტობა და არამდგრადობა;
  • მაღალი თვითკონტროლი, ნაწილობრივ უარყოფითი ემოციების ჩახშობისას;
  • ავტორიტარიზმი, როგორც მმართველობის სტილი;
  • დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილება, შინაგანი სტანდარტის მიუღწევადობის და უარყოფითი ემოციების „გადამალვის“ გამო;
  • სამსახურებრივი არასასიამოვნო მდგომარეობების მძაფრი აღქმა.

რეკომენდაციები

  • იპოვეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის. ასეთი შესვენებები აუცილებელია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის;
  • განსაზღვრეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები;
  • დასახეთ ადეკვატური, რეალისტური მიზნები;
  • დაგეხმარებათ რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები;
  • სპორტი, ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი არეგულირებს ორგანიზმის ჰომეოსტაზს;
  • ნაკლებად აკრიტიკეთ თქვენი თავი და დაიჯერეთ მისი მნიშვნელოვნება;
  • შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილეთ კონკურენცია, დაძაბულობა, შფოთვას სინდრომამდე უფრო სწრაფად მივყავართ;
  • მიეცით თავს ემოციური საუბრების უფლება;
  • ისწავლეთ საქმიანობის ჩანაცვლება და გადართვა, ერთი ტიპის აქტივობიდან მეორეზე გადაწყობა;
  • შეაჯამეთ ყოველი დღე და გამოყავით სასიამოვნო ფაქტები.

ემოციური გადაწვის სინდრომი ეს არის მდგომარეობა, რომელიც როგორც ყველაფერი ჩვენ გარშემო, დროებითი და მარტივად ტრანსფორმირებადია. ემოციური გადაწვის სინდრომი ხშირად გვხვდება იმ პირებს შორის, რომლებსაც სხვა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა უწევთ. ესენი არიან ექიმები (საზოგადოდ, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები) ფსიქოლოგები, პედაგოგები, სოციალური სამსახურის მუშაკები, ოპერატორები, მენეჯერები, ხელმძღვანელები და ა. შ.

გაითვალისწინეთ, მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებთან – ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან, დროული კონსულტაცია თავიდან აგაცილებთ რიგ გართულებებს.

დაიცავით ფსიქიკური პრევენციის წესები, ნუ გამოფიტავთ თავს, აირჩიეთ შრომის, მოსვენების, ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტივობის ოპტიმალური რეჟიმი.