სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

mkurnali.geგაიკაჟეთ ორგანიზმი ალოეთი და თაფლით
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემს ბავშობაში დედა და ბებია ყველა დაავადებას - პოდაგრასაც და ხველასაც - ერთი და იმავე საშუალებით ებრძოდნენ. გულსაც ამით მკურნალობდნენ და სახსრებსაც. მეც ხშირად ვიყენებ ამ ნარევს იმუნიტეტის აღსადგენად.

* აიღეთ სამი წლის ალოეს 3 მსხვილი ფოთოლი (ფოთლების მოჭრამდე მცენარე 1 კვირა არ მორწყოთ!). გარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური 300 გ მაინც უნდა იყოს. შეურიეთ 1/2 კგ ნატურალურ თაფლში და დაამატეთ 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო). შემდეგ 1

კვირით სიბნელეში დადგით.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და, მადლობა ღმერთს, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

 

 

სახსრების ტკივილსაც მოერევით
დიდი ხანია, სახსრები მაწუხებს.

ამ ხნის განმავლობაში უამრავი ხალხური საშუალება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ამ ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რევმატიზმს ფიჭვის კვირტები შველისო. იმედი გადაწურული მქონდა, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მეც ავდექი და ფიჭვის კვირტების ნაყენი მოვამზადე (ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ამიტომ უფრო არ დამზარებია):

  • აიღეთ ფიჭვის კვირტები, კანიანად დაჩეჩქვეთ, დაასხით იმდენი არაყი, რომ 5-6 სმ-ით ასცდეს და 7 დღის განმავლობაში დააყენეთ, თან დროდადრო შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ამ ნაყენის სმა შარშან ზამთარში დავიწყე. პარალელურად მტკივან სახსრებს ღვიის ნაყენით ვიზელდი (50 ცალ ღვიის ნაყოფს დაასხით 500 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა და გაფილტრეთ). თუ ადრე სახსრები ყოველ შემოდგომაზე მტკივდებოდა, ამ შემოდგომაზე თითქმის არ შეუწუხებივარ. არ ვიცი, ამ ორი რეცეპტიდან რომელი უფრო მეტად მომიხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. იქნებ სწორედ ორივეს ერთდროულმა გამოყენებამ მიშველა?


ეგზემა ოროვანდით დავამარცხე
დიდხანს მაწუხებდა ეგზემა. ვერაფრით ვშველოდი. ზოგჯერ, რომ მეგონა, სადაც არის, გამონაყარი გაქრება-მეთქი, ყველაფერი თავიდან იწყებოდა... ექიმებთანაც ვიარე, ექიმბაშებთანაც, მაგრამ არაფერმა მიშველა.

  • ერთხელ დაავადება მეტისმეტად გამიმწვავდა, გამონაყარი გამიხშირდა და აუტანელი ქავილი დამეწყო. წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე - მე თვითონ დავიწყე მცენარეული რეცეპტის ძებნა. თავდაპირველად ოროვანდის ნაყენი ვცადე (ეს მცენარე აფთიაქში იყიდება): 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ფესვს ვასხამდი 1 ჭიქა მდუღარე წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ვადუღებდი, ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში ვაყენებდი და შემდეგ ორფა დოლბანდში ვფილტრავდი. ვსვამდი თითო სუფრის კოვზს დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

გამონაყარი თანდათან გაქრა, მაგრამ მეშინოდა, ისევ არ გამიმწვავდეს-მეთქი, ამიტომ ძიება განვაგრძე. ერთხელ სადღაც ამოვიკითხე, ოროვანდის ნაყენში დასველებული ნაჭერი მთელ ტანზე უნდა შემოიხვიოთო. მეც ყოველ საღამოს, ძილის წინ, სველ ზეწარში ვეხვეოდი. ხუთ სუფრის კოვზ ოროვანდის ფესვს ვასხამდი ერთ ვედრო მდუღარე წყალს, 15 წუთი ვადუღებდი ნელ ცეცხლზე და ოთახის ტემპერატურამდე ვაგრილებდი, შემდეგ ამ ნაყენში ვდებდი ოთხად გაკეცილ ზეწარს, ვწურავდი, შიგ ვეხვეოდი და ვწვებოდი (ლეიბზე წინასწარ ცელოფანს ვაფარებდი). დედა ზემოდან მაფარებდა მეორე, მშრალ ზეწარს და შალის პლედს და ქინძისთავებით მიმაგრებდა, რომ ერთი საათის განმავლობაში არ დაშლილიყო. შეხვევები სამი კვირა ვიკეთე. პირველი ექვსი პროცედურის შემდეგ ერთი საღამო დავისვენე, შემდეგ კიდევ ექვსი პროცედურა ჩავიტარე, ისევ დავისვენე და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი წელიწადის თბილ დროს უნდა გაკეთდეს, თორემ შეიძლება გაცივდეთ. ოროვანდის ნაყენის კურსს კი დროდადრო ახლაც ვიტარებ - რამდენიმე კვირა ვსვამ, შემდეგ ერთი თვე ვისვენებ, რომ არ შევეჩვიო. დამიჯერეთ, ტანზე ეგზემის ნიშანწყალიც აღარ მეტყობა.

გაციებისას კრაზანა დაიხმარეთ
ვფიქრობ, ჩემი მარტივი რეცეპტი ყველას გამოადგება, რადგან არ მინახავს ადამიანი, წელიწადში ერთხელ მაინც რომ არ ცივდებოდეს. მე უკვე კარგა ხანია ვხმარობ შინ მომზადებულ კრაზანას ნაყენს, რომელიც ხველასა და ბრონქიტს ძალიან უხდება.

  • 7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელში და გაფილტრეთ. გამოიყენეთ გულმკერდის, ზურგისა და ფეხების დასაზელად.

თუ გაქვთ სიცხე, სურდო და თან გახველებთ, დაზელის პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება. 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კრაზანას ნაყენს ადრე ფილტვების ანთების სამკურნალოდაც იყენებდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ - არ გაფუჭდება.


კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს
ქრონიკული გასტრიტი მაქვს. ბუნებრივია, კუჭი ხშირად მტკიოდა, გულძმარვაც მაწუხებდა. ერთხანს მინერალურ და სოდიან წყალს ვსვამდი, მაგრამ რამდენიმე საათით თუ მგვრიდა შვებას. ერთ დღესაც ხალხურ მედიცინას ჩავუჯექი და გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალების ძებნა დავიწყე. მრავალი რეცეპტი ვსინჯე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომიხდა:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი გამხმარი და დაქუცმაცებული პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, 2 ჩაის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღე, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.

გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ დამილევია და არაფერი დაშავებულა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ევკალიპტის ყელის სავლები
შეხვდით მომზადებული გაციებისა და სურდოს სეზონს
გაღიზიანებულ კუჭს კარტოფილის წვენი დაგიამებთ
გაციება ხშირად მირთულდება ბრონქიტით.
სისხლძარღვების ათეროსკლეროზი მძიმე და სახიფათო მდგომარეობაა,
უსაფრთხო და მარტივად მოსამზადებელი ლოსიონი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად