დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე უძილობა და მაღალი წნევა მაწუხებდა. ბოლოს მეგობარმა ეს წამალი მასწავლა და ამოვისუნთქე. სინჯეთ, იქნებ თქვენც გარგოთ:

* 1-2 სუფრის კოვზ ახალგამოწურულ ჭარხლის წვენს დაუმატეთ ამდენივე თაფლი და მიიღეთ დღეში 3-5-ჯერ.

ნათელა სეფიაშვილი, ონი

  • მარილების დაგროვებისას ნიახურის თესლის ნაყენი სინჯეთ

რამდენიმე წელია, მაწუხებს სახსრები და წელი. ჩავიტარე გამოკვლევა და მარილების დაგროვება აღმომაჩნდა. ვიდრე ქიმიური წამლების სმას დავიწყებდი, გადავწყვიტე, ბუნებრივი მეცადა და ძებნა-ძებნაში ეს რეცეპტი აღმოვაჩინე:

* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რამდენიმე საათი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

შალვა გეწაძე, ზესტაფონი

ძვლებსა და სახსრებში მარილოვანი ცვლის დარღვევის თავისებურებანი

ის, რასაც ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ, სინამდვილეში ოსტეოართროზია - სახსრების ქრონიკული არაანთებითი დეგენერაციული დაავადება. მისი საფუძველია სახსრის ხრტილის პირველადი დეგენერაცია, რასაც მოჰყვება ძვლების სასახსრე ზედაპირის ცვლილებები, გვერდითი ოსტეოფიტების წარმოქმნა, დაბოლოს, სახსრის დეფორმაცია.

ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა 60-70% სწორედ მის წილად მოდის - და ხშირად იწვევს შრომისუუნარობასა და ადრეულ ინვალიდობას.

- რა იწვევს თავად ხრტილის დეგენერაციას?

- დეგენერაციულ ცვლილებათა ხელშემწყობი მთავარი ფაქტორებია:

  • სახსრის ფუნქციური გადატვირთვა (პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა) სასახსრე ხრტილის სისტემატური მიკროტრავმით;
  • ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზია და სტატიკის დარღვევა (სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა);
  • მეტაბოლური დაავადებები.

ხრტილის დეგენერაციას საფუძვლად უდევს მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხრტილი კარგავს დრეკადობას, ხორკლიანდება, შემდგომ სკდება და წყლულდება, ალაგ-ალაგ ილევა და ქრება. ზოგჯერ ხრტილის ნატეხები სასახსრე ღრუში გამოიყოფა და ანთებით მოვლენებს იწვევს.

ხრტილის ქვეშ მდებარე ამორტიზაციას მოკლებული ძვლის ქსოვილი (როგორც ვიცით, ხრტილი მოძრაობის დროს ასრულებს ამორტიზატორის როლს, ამცირებს ზეწოლას ძვალზე) ცვდება და მკვრივდება, სასახსრე ზედაპირის კიდეებთან კი ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, შემდგომ - მისი გაძვალება და ოსტეოფიტების - ძვლოვანი წანაზარდების - წარმოქმნა, როგორც ხრტილის დანაკარგის ერთგვარი კომპენსაცია, ამ უკანასკნელს კი სახსრის ზედაპირის დეფორმაციამდე მივყავართ.

- უმთავრესად რომელ სახსრებს აზიანებს ოსტეოართროზი?

- ქვედა კიდურების სახსრებს და ხერხემალს. ლოკალიზაციის მიხედვით, განასხვავებენ:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს - კოქსართროზს;
  • მუხლის სახსრის ოსტეოართროზს - გონართროზს;
  • ხელის მტევნის დისტალურ ფალანგთაშუა სახსრების ართროზს - ჰებერდენის კვანძებს;
  • პროქსიმული სახსრების ართროზს - ბუშარის კვანძებს (სწორედ მათ მოიხსენიებენ „მარილების დაგროვებად“);
  • ხერხემლის ოსტეოართროზს, რომელიც მოიცავს ოსტეოქონდროზს (მალათაშუა დისკის დაზიანებას), სპონდილოზს (მალათა სხეულების დაზიანებას) და სპონდილოართროზს (მალათაშუა სახსრების დაზიანებას).

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/revmatologia/4974-dzvlebsa-da-sakhsrebshi-marilovani-cvlis-darghvevis-thaviseburebani.html