სამკურნალო წერილები
-
როგორ განვიკურნოთ ოფლიანობის
განამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მეტად უხერხული პრობლემისგან გიხსნით მუხის ქერქი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე და ნახევარი საათით შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი და ხელები დაიორთქლეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, ვიდრე შედეგს არ დაინახავთ. ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით შემაწუხებელია ფეხების ოფლიანობა. მისგან გათავისუფლებაც მარტივი პროცედურის საშუალებით შეიძლება. ყოველ საღამოს დაიბანეთ ფეხები, გაიხეხეთ პემზით, რათა მკვდარი, გარქოვანებული ქსოვილები მოაცილოთ, შემდეგ ისევ დაიბანეთ, გაიმშრალეთ, ღვინის ძმრით გაიწმინდეთ და ზედვე შეიშრეთ. გარდა ამისა, შიგნიდან კარგად გაწმინდეთ ფეხსაცმელი. ზოგჯერ ოთხი პროცედურაც საკმარისია.
-
ვუმკურნალოთ პანარიციუმს
ერთხელ, როდესაც ბავშვები დასაძინებლად დავაწვინე და როგორც იქნა, საკუთარი თავისთვის მოვიცალე, მანიკიურის გაკეთება გადავწყვიტე. უკვე გვიანი იყო და მეძინებოდა. სიჩქარეში წვეტიანი ხელსაწყო მარჯვენა ხელის ცერის ფრჩხილში გავიყარე. თითი გამისივდა და დამიჩირქდა. მთელი თვე ვიარე პოლიკლინიკაში გადახვევებზე, შინაც ვიკეთებდი ორთქლის აბაზანებს მარილითა და სოდით. თვის ბოლოს ექიმმა მითხრა, რომ ფრჩხილს ამოღების გარდა აღარაფერი უშველიდა. დედამ მირჩია, უკანასკნელი გზა მეცადა და მასწავლა ეს რეცეპტი, რომელმაც ანთება ერთ კვირაში დააცხრო.
პროცედურა ასეთია: თითზე ჯერ არაყში დასველებული ბინტი შემოიხვიეთ, შემდეგ - კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და დილბანდით შეიხვიეთ. არყიანი ნახვევი ყოველთვის სველი უნდა იყოს.
ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ
რამდენიმე ხნის წინ ფრჩხილის სოკო დამემართა. ექიმს მივმართე, მაგრამ ისეთი ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობა დამინიშნა, ვერაფრით შევწვდებოდი. გადავწყვიტე, წამალი ისევ ხალხურ საშუალებებს შორის მომეძებნა და კმაყოფილიც დავრჩი:
-
- ყოველდღე ვიკეთებდი კალიუმის პერმანგანატის ხსნარის აბაზანებს, შემდეგ ფრჩხილზე 10 გრამი პროპოლისისა და 10 მლ 96%-იანი სპირტის ნარევს ვისვამდი და ვიხვევდი. ნახვევს დღეგამოშვებით ვცვლიდი, ვიდრე სოკოსგან სულმთლად არ განვიკურნე.
-
დახეთქილ ქუსლებს შვრიის ფაფა მოგირჩენთ
ღია ფეხსაცმელი თამამად რომ ჩავიცვათ, ტერფები მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. დახეთქილი ქუსლები კი, გარდა იმისა, რომ მტკივნეულია, საკმაოდ უსიამოვნო შესახედავიც არის.
უამრავი საშუალება ვსინჯე, მაგრამ ყველაზე მეტად ეს რეცეპტი მომეწონა:
-
- მოხარშეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი და მოათავსეთ ცელოფანის 2 პაკეტში. ფაფიანი პაკეტები ამოიცვით ტერფებზე, ზემოდან შემოიხვიეთ შალის ნაჭერი ან 2-2,5 საათს დაიტოვეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ. 2-3 პროცედურის შემდეგ ქუსლები მოგიშუშდებათ.
-
ნიორი და წიწაკიანი არაყი თმის ცვენას შველის
27 წლისას (ახლა უკვე 53-ის გახლავართ) თმის ცვენა დამეწყო. ასე ახალგაზრდას გამელოტება არ მინდოდა. მივმართე ექიმ-დერმატოლოგს, რომელიც გულისხმიერი ადამიანი და კვალიფიციური სპეციალისტი აღმოჩნდა, მირჩია, წამლებით არ გავჭყეპილიყავი და ასეთი რამ მასწავლა:
-
- აიღეთ 100 გ არაყი. 1 ცალი წითელი მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ არაყში. 1 დღე-ღამით დააყენეთ და თმაში შეიზილეთ. პარალელურად გაარჩიეთ 1 კბილი ნიორი, მოაჭერით ბოლო, რომ წვენი გამოუვიდეს და ისიც თმის ძირებში შეიზილეთ.შედეგი 2 კვირაში ვიგრძენი. პროფილაქტიკის მიზნით ამ რეცეპტს დროდადრო დღესაც ვიყენებ.
-
შვრიის ნახარში ბრონქების დაავადების უებარი წამალია
ბრონქების დაავადება თითქმის 10 წელი მტანჯავდა. დამისვეს ასეთი დიაგნოზი: ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით. მოსკოვში - კლინიკა და საბჭოთა კავშირში სანატორიუმი არ დამიტოვებია, მაგრამ არაფერი მეშველა. კონსილიუმზე მარცხენა ფილტვის ამოკვეთა შემომთავაზეს. კატეგორიული უარი ვუთხარი 57 წლის ვიყავი და სიკვდილი ჯერ არ მინდოდა. სწორედ მაშინ მოვიძიე ეს რეცეპტი, რომელსაც თქვენს მკითხველსაც სიამოვნებით ვასწავლი:
-
- აიღეთ 0,5 ლ შვრია, კარგად გაარჩიეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ. ქვაბში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 2 ლიტრი რძე, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, ჩაყარეთ მასში გარეცხილი შვრია, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი, დაუწიეთ ცეცხლს და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ადუღეთ. მიიღებთ 2 ლიტრამდე მოცულობის ღია ყავისფერ ნახარშს, რომელიც მაცივარში უნდა შეინახოთ. მიიღეთ ყოველდღე, ძილის წინ, 1 ჩაის ჭიქა. დალევამდე შეათბეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ღორის ბადექონის ცხიმი და ამდენივე თაფლი.
წამალი 1 წლის მანძილზე მაინც უნდა სვათ. ოდესაც მკურნალობის შემდეგ ჩემს უბნის ექიმს მივმართე გამოკვლევისთვის, მითხრა, რომ ფილტვებიდან არავითარი ხიხინი არ ისმოდა. მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა. 70 წელს რა ხანია გადავაბიჯე, მაგრამ დღემდე არაფერს ვუჩივი.
-
დაეხმარეთ ღვიძლს
მამაჩემი ციროზით გარდაიცვალა. გამიგონია, რომ ეს დაავადება უმთავრესად ალკოჰოლიანი სასმელების მოყვარულებს ემართებათ, არადა, მამაჩემზე, მსმელი კაციაო, ვერავინ იტყოდა. მე, მისგან განსხვავებით, სასმელზე უარს არასოდეს ვამბობდი. ალბათ, გენეტიკამაც შემიწყო ხელი და 46 წლისას ღვიძლის გადაგვარების პირველი ნიშნებიც გამომაჩნდა. ქალიშვილი ექიმია, დროულად მიმკურნალეს და, შეიძლება ითქვას, სიკვდილს ხელიდან გამომტაცეს. ღეს სასმელს ახლოსაც არ ვეკარები, წელიწადში ორჯერ კი ციროზის საწინააღმდეგო ფიტოთერაპიას ვიტარებ. საქართველო ღვინის ქვეყანაა, ამიტომ ჩვენში ალკოჰოლური ჰეპატიტით დაავადებულიც ბევრია. სწორედ მათთვის გთავაზობთ ამ რეცეპტებს, რომლებიც მედიკამენტური თერაპიის დასრულების შემდეგ წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩატარდეს. ამოარჩიეთ, რომელიც გსურთ:
-
- აიღეთ თანაბარი ოდენობის (20-25 გრამი) შვიტა, კრაზანა, ვარდკაჭაჭა და ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ 10-15 წუთს ადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
- აიღეთ ქალის რძე და შეურიეთ ცოტაოდენი პურის ფქვილი, რომ მიიღოთ თხელი, სუსპენზიის მაგვარი მასა. სვით ყოველ დილით, უზმოზე, თითო სუფრის კოვზი და ამდენივე - საღამოობით, მშიერ კუჭზე.
- აიღეთ ვარდკაჭაჭას ფესვი და ღერო, დააქუცმაცეთ, 2 სადილის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ და გადაწურეთ, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ძმარი. მიიღეთ თითო ყავის ჭიქა სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში.
-
როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას
თმაზე ზედმეტი ცხიმი თავის კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობის შედეგია, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის - საჭმლის მონელების დარღვევით, ჰორმონული დისბალანსით, არასწორი კვებით, გენეტიკური თავისებურებებით იყოს გამოწვეული.
ცხიმიანმა თმამ მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა. კვირაში ორჯერ თავს ქაფქაფა წყლით ვიბანდი - ვფიქრობდი, რომ ცხელი წყალი თმას უკეთ გამისუფთავებდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ... მოგვიანებით შევიტყვე, რომ ცხელი წყლის ზემოქმედებით თმის ცხიმოვანი ჯირკვლები კიდევ უფრო გაძლიერებულად გამოყოფენ ცხიმს. ოლოს ისევ ძველ და ნაცად რეცეპტებს მივადექი და მივაგენი კიდეც რამდენიმე მართლაც ეფექტურ საშუალებას.
-
- აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი. თავის პირველი ჩამობანის შემდეგ ეს ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 10 წუთს დაიტოვეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
კვერცხის გული თურმე ისეთ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ცხიმის გამოყოფას ამცირებს.
-
- 1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, რომ გამკვრივდება, თავის კანში შეიზილეთ და გაშრობამდე დაიტოვეთ. შემდეგ თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ.
- 3 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 15 წუთს ადუღეთ. დაამატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანილ თავზე გადაივლეთ, თან თმის ძირებში შეიზილეთ.
- თავის კანი ლიმონის წვენით გაიწმინდეთ. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს, აცხრობს ქავილს.
- 2 სადილის კოვზ ლიმონის წვენში აურიეთ ნახევარი ჭიქა არაყი და ამ ნარევით დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა, თმის ძირები და კანი.
- დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
- დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი.
- თმის ძირებში დღეგამოშვებით შეიზილეთ დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენი.
-
საშვილოსნოს ყელის ეროზია
პატარაობიდანვე მქონდა რეპროდუქციულ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები. ზღვისპირეთში ვცხოვრობ და იოლად რომ ვცივდებოდი, ნესტიან ჰავას აბრალებდნენ. ორი შვილი გავაჩინე. პირველი მშობიარობისას ექიმმა მითხრა, საშვილოსნოს ყელი ეროზიული გაქვსო. რაკი არ მაწუხებდა, მკურნა-ობით თავი არ მომიკლავს, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კი პრობლემებმა მთელი სიმწვავით იჩინა თავი.
საბოლოოდ ყელი მომიწვეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში წყლული კვლავ მოსაწვავი გამიხდა.
კონსულტაციის ექიმი მეტად ღვთისნიერი ადამიანი გამოდგა და ისეთი საშუალებები მასწავლა, რომლებიც საშვილოსნოში ეროზიული წყლულების გაჩენას ხელს უშლის.
-
- აიღეთ საშუალო ზომის ტამპონი, დაასველეთ ქაცვის ზეთში და გაიკეთეთ საშოში ძილის წინ. ქაცვის ზეთი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თვითონვე დაამზადოთ.
მკურნალობის კურსი 10-12 დღეა.
-
- იღეთ 2,5 გრამი ნამდვილი მუმიე და დაასხით 100 მლ წყალი, კარგად გახსენით, დაასველეთ მასში ტამპონი და გაიკეთეთ საშოში ყოველ ღამე 10 დღის განმავლობაში.
- აიღეთ 2 სადილის კოვზი გულყვითელას ყვავილი და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
- ჩაის კოვზი ევკალიპტის ნაყენი გახსენით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში და გაიკეთეთ ვაგინალური გამორეცხვები კვირაში 2-ჯერ.
-
წითელმა ცხვირმა რომ არ გაგვაწითლოს
ახალგაზრდობაში მეგონა, რომ წითელი ცხვირი მხოლოდ ლოთებს ჰქონდათ, მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ ალკოჰოლიზმი შესაძლოა საერთოდ არაფერ შუაში იყოს. ერთი მეგობარი მყავს. პესტიციდების დამამზადებელ საწარმოში დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში ცხვირი გაუწითლდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, ამიხსნა, რომელიღაც ქიმიურ ნივთიერებაზე ალერგია მაქვსო და ისიც მითხრა, როგორ უმკლავდება ამ პრობლემას მარტივი საშუალებებით.
-
- თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (არა შინიდან გასვლის წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.
- კვირაში 2-3-ჯერ ცხვირზე მონაცვლეობით დაიწყვეთ გვირილის ცხელი და ცივი ნახარშის საფენები. ნახარში ასე მზადდება: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღოთ 10 წუთს, გააცივოთ და გადაწუროთ.
- აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები წყალი, დაასველეთ ამ ნაზავში რამდენიმე ფენა დოლბანდი, მსუბუქად გაწურეთ და 15 წუთით დაიდეთ შეწითლებულ სახეზე. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).
- კომბოსტოს ცოცხალ წვენში დაასველეთ ბამბა ან დოლბანდი და 15-20 წუთით დაიდეთ სახეზე. პროცედურა დღეგამოშვებით უნდა გაიმეოროთ. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურას მოიცავს.
- მწიფე პომიდორი გახეხეთ და ნიღაბივით დაიდეთ სახეზე ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 პროცედურაა.