დავეხმაროთ ერთმანეთს
ჰეპატიტის ძირითადი მედიკამენტური თერაპიის შემდეგ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკის მიზნით ასეთ კურსს ვიტარებ:
- ვიღებ ვარდკაჭაჭას ფესვებსა და ღეროებს, ვაქუცმაცებ, 2 სადილის კოვზს ვასხამ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, ვხარშავ 15 წუთის განმავლობაში და ვწურავ, შემდეგ ვამატებ 2 სადილის კოვზ ნატურალურ თაფლს და 1 ჩაის კოვზ ძმარს.
ნახარშს ვიღებ ყავის ჭიქით, სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში. ის რამდენადმე ცვლის ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც დაზიანებული ღვიძლისთვის ორმაგ საშიშროებას წარმოადგენს. ასე რომ, სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ.
ნუგზარ რამიშვილი
კანის გაახალგაზრდავება ღვიას ანდეთ
კანის დაბარებისას, ასევე - სხვადასხვა ტიპის გამონაყარის, თმის ცვენისა და ქერტლის დროს კარგია ღვიის გირჩის ლოსიონი, რომელიც ასე მზადდება:
- 4 სადილის კოვზ დაფქულ-დაქუცმაცებულ ღვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70 %-იანი სპირტი.
ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ კანი დღეში 1-2-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
ალერგიული გამონაყარის დროს კი ღვიის აბაზანებს გირჩევთ:
- აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი - 200-300 გრამი - და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-370C).
აბაზანა უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-12 პროცედურას მოიცავს, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.
ლამზირა ქუმსიაშვილი, თიანეთი